საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალური მატჩის შემდეგ “დინამო თბილისის” მთავარმა მწვრტნელმა დუშან უჰრინმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. შეგახსენებთ, რომ თბილისურმა გუნდმა საჩხერის “ჩიხურა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
– ერთი შეხედვით, შესვენებაზე ცუდ ხასიათზე გახვედით – გამოუყენებელი მომენტები, გაფუჭებული პენალტი და უგოლო ფრე. რა უთხარით ფეხბურთელებს შესვენების დროს, რა შეცვალეთ?
– უმთავრესი ის იყო, რომ კონცენტრაცია მოვიკრიბეთ, რაც მნიშვნელოვნად გვაკლდა პირველ ტაიმში.
– რა გეგმები აქვს “დინამოს” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის? გუნდს გაძლიერება სჭირდება?
– პირველ რიგში, გუნდი არდადეგებზე გავა. დასვენება საჭიროა. ჩვენი მიზანი საქართველოს ჩემპიონატისა და თასის მოგება იყო, რასაც მივაღწიეთ კიდეც და ამით ბედნიერები ვართ. ერთი-ორი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ, თუმცა ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მინდა.
ბექა დოგრაშვილი
Comments