Quantcast
Channel: ინტერვიუ –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all articles
Browse latest Browse all 377

დევდარიანი: “მოლაპარაკება რამდენიმე ფეხბურთელთან მიმდინარეობს”

$
0
0

გორის “დილას” მთავარი მწვრთნელი, გიორგი დევდარიანი აცხადებს, რომ გორელები რამდენიმე ფეხბურთელთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს და სავარაუდოდ, გულშემატკივრები მათ ვინაობას მალე გაიგებენ.

“გუნდში არის გარკვეული ცვლილებები. არიან რიგი იმ ფეხბურთელებისა, რომლებმაც შარშან “დილას” წარმატებებში შეიტანეს წვლილი და ასევე, დღეს რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც შემოგვიერთდა, რომლებზეც გაგრძელდება დაკვირვება. შარშანდელთან შედარებით გუნდი საკმაოდ სახეშეცვლილია. მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ფეხბურთელთან, ამას ჩვენი გულშემატკივარი უახლოეს ხანში გაიგებს” – ციტირებს დევდარიანის სიტყვებს “დილას” ოფიციალური საიტი.

როგორც ცნობილი გახდა, გორელთა რიგები დატოვეს გოგიტა გოგუამ, ლეონარდო რამოსმა, ნათან ჟუნიორმა, ზურაბ არზიანმა და ზურაბ მამალაძემ.

გუნდთან ერთად იმყოფებიან გიორგი გურული, გიორგი დიასამიძე და გიორგი შუშიაშვილი და როგორც დევდარიანი ამბობს, მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.

მალე, “დილა” შეკრებას უცხოეთშიც გაივლის, გორელები არჩევანს ავსტრიას, სლოვენიასა და თურქეთს შორის გააკეთებენ.

* მომზადებულია FCDila.Ge-ს მიხედვით.

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 377

Trending Articles