
დღეს თბილისის “დინამო” სომხურ “ალაშკერტთან” “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გამართავს შეხვედრას. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით Fanebi.Com-თან ქართული კლუბის ნახევარმცველმა, მათე ცინცაძემ ისაუბრა.
“ფავორიტები ვართ და ეს სტატუსი უნდა გავამართლოთ. პირველ რიგში, აუცილებელია სახლის ფაქტორი გამოვიყენოთ. ჩვენ საკუთარ კედლებში უნდა ვიასპარეზოთ, რაც უპირატესობას გვანიჭებს. ასევე, გეტყვით, რომ “დინამო არენაზე” მაქსიმალურად აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.”
“დინამო” დიდი ხანია ცდილობს წარმატების მიღწევას ევროტურნირებზე. ვერ ვიტყვი, რომ წელს გუნდი წინა წლებთან შედარებით რამით ძლიერი ან სუსტია. უბრალოდ, ჩვენ ჩვენი თავის უნდა ვირწმუნოთ, გავიდეთ მოედანზე და წარმატებისთვის ვიბრძოლოთ!” – განაცხადა მათე ცინცაძემ.