Quantcast
Channel: ინტერვიუ –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all articles
Browse latest Browse all 377

ანანიძე: “როსტოვში”სათამაშო პრაქტიკის გამო მივდივარ”

$
0
0

როგორც უკვე გაუწყეთ, მოსკოვის “სპარტაკის” ქართველი შემტევი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე მომდევნო სეზონში, იჯარით, “როსტოვის” ღირსებას დაიცავს. თუ “სპარტაკს” იანვარში ფეხბურთელის დაბრუნება მოუნდება, მაშინ 20 წლის ქართველი კვლავ მოსკოვურ კლუბში დაბრუნდება.

ერთ-ერთმა რუსულმა სპორტულმა გამოცემამ ჯანო ანანიძეს ინტერვიუ ჩამოართვა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

- თქვენი “როსტოვში” გადასვლა მოულოდნელი იყო?
- არა. გასულ სეზონში, ძალიან ბევრი გამიცდა. ტრავმამ ხელი შემიშალა. ასევე, მამა გარდამეცვალა. მინდა, რომ ძველებურ ფორმას დავუბრუნდე, ამისათვის კი სათამაშო პრაქტიკაა საჭირო. “როსტოვი” იმიტომ ავირჩიე, რომ მეგობრული გუნდია. მართალია, კლუბმა პრემიერ ლიგაში მე-13 ადგილი დაიკავა, მაგრამ ნათქვამია: “ერთი ნაბიჯი უკან, ორი წინ”.

- თქვენ თქვით, რომ “როსტოვი” აირჩიეთ. სხვა, რომელი კლუბებიდან გქონდათ შემოთავაზებები?
- ახლა ყველაფერს ვერ გეტყვით. “როსტოვს” უპირატესობა სათამაშო პრაქტიკის გამო მივანიჭე. ასევე, ახალ გუნდში ჩემთან ერთად იქნება ძიუბა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაკავშირებს. ჩვენ, ორივენი “როსტოვში” იჯარით ვითამაშებთ.

- ამბობთ, რომ სათამაშო პრაქტიკა გჭირდებათ. გექნებათ თუ არა იგივე პრობლემა “სპარტაკში” დაბრუნების შემდეგ?
- ვნახოთ, ექვსი თვის ან ერთი წლის შემდეგ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს “სპარტაკის” ხელმძღვანებლობა…

- ცოტათი დანაღვლიანებული ხომ არ ხართ?
- დიახ. მე ხომ “სპარტაკში” 15 წლის ასაკში მოვედი. შეიძლება, ითქვას, ფეხბურთელად აქ ჩამოვყალიბდი. ვფიქრობ, ამ კლუბში ჩემი სათქმელი ჯერ არ მითქვამს.

- რა გითხრათ ვალერი კარპინმა დამშვიდობებისას?
- მასთან დიდი საუბარი არ მქონია. თუმცა, ვალერი კარპინი მომავალში ჩემზე დაყრდნობას აპირებს. მან მითხრა: “როსტოვში” ისე ივარჯიშე და მომდევნო შეხვედრებისათვის ისე მოემზადე, როგორც ამას “სპარტაკში” აკეთებდი და ყველაფერი კარგად იქნება”.

- როდის შეუერთდებით ახალ კლუბს?
- 5 ივლისს, როსტოვში ძიუბასთან ერთად გავფრინდები და სავარაუდოდ, გუნდათ ერთად, პირველად, მომდევნო დღეს ვივარჯიშებ.

- მართალია, რომ მომდევნო სეზონიდან, თქვენს მაისურსზე Жано-ს ნაცვლად, Джано ეწერება?
- მართალია. ქართულად, ჩემი სახელი სწორედ ასე წარმოითქმის.

დიტო ჭიჭინაძე

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 377

Trending Articles