Quantcast
Channel: ინტერვიუ –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all articles
Browse latest Browse all 377

ზაგრების “დინამოს”მწვრთნელი: “სანერვიულო არაფერი მაქვს”

$
0
0
KRANJCAR_0_0_468X10000

ხვალ, 2 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს თბილისის “დინამო” ზაგრების “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს. ხორვატული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო კრანჩარმა თბილისში გამგზავრებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“გუნდი “დინამოსთან” თამაშისთვის მზადაა. ძალიან მოტივირებულები ვართ. საერთოდ არ ვნერვიულობ, პირველი შეხვედრა ჩემმა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. ჩვენთვის, 40000 ქართველის წინააღმდეგ თამაში პრობლემას არ წარმოადგენს.

შემიძლია გითხრათ, რომ მაჩადო “დინამოსთან” მატჩს გამოტოვებს. პორტუგალიელმა პირველ შეხვედრაში მიღებული მუხლის ტრავმა ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა,” – განაცხადა კრანჩარმა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატულ-ქართულ კლუბების დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


Viewing all articles
Browse latest Browse all 377

Trending Articles