წარმოგიდგენთ გიორგი დემეტრაძის ”სპორტ-ექსპრესთან” მიცემული ინტერვიუს მეორე ნაწილს, რომელშიც ყოფილმა ფეხბურთელმა ციხეში ყოფნის პერიოდი კვლავ გაიხსენა, რის შემდეგაც არანაკლებ საინტერესო თემებსაც შეეხო.
- 2008 წლის ზაფხულსაც მსურდა თქვენი ნახვა. საქართველოში ჩვენი კორესპონდენტი მამუკა კვარაცხელია, რომელიც მრავალი წლის განმალობაში უეფას მედიაოფიცერიც გახლავთ, დამპირდა, რომ დილით, აეროპორტში დამხვდებოდა. როგორც კი თბილისში ჩავფრინდი, მაშინვე დავურეკე. ”მალე ვიქნები”, – ასე მითხრა. ველოდე, თუმცა რამოდენიმე საათის შემდეგ მასთან სახლში მისვლა გადავწყვიტე. კარი მისმა ძმამ გამიღო, რომელმაც იმისთვის, რომ მის დედას არაფერი გაეგო, მითხრა, რომ მამუკა პოლიციამ ტყეში სასტიკად ნაცემი იპოვნა.
- მსგავსი შემთხვევები ჩვენთან ხშირად ხდებოდა. ადამიანებს სცემდნენ, იტაცებდნენ, კლავდნენ.
- ეს ხომ ის საქართველო არ არის, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით!
- საქართველო ასეთი სწორედ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ გახდა. იგი გრძნობს, რომ მალე ყველაფერს დაკარგავს, რაც მასში შიშს იწვევს.
- ციხეში გარემოსთან კონტაქტის საშუალება გქონდათ?
- ყველაფერს ისმენდნენ. ისმენდნენ ადვოკატთან საუბრებს, როდესაც იგი ჩემთან მოდიოდა. იგივე ხდებოდა, როდესაც ჩემს სანახავად მღვდელი მოდიოდა. კამერებში ისეთი პატიმრები მოჰყავდათ ხოლმე, რომლებიც შემდეგომ მათ ყველაფრის შესახებ ეუბნებოდნენ. საბედნიეროდ, ასეთი პატიმრების ვინაობა სწრაფად გავიგე.
- ყველაზე რთული რა იყო?
- იმასთან შეგუება, რომ ყველაერი დახურულ სივრცეში ხდებოდა. მე ხომ მოძრავი ადამიანი ვარ. თუმცა ყველაზე რთული იმის ნახვაა, თუ როგორ სცემენ და აწამებენ შენს წინ ადამიანებს.
- თქვენს წინ?
- დიახ. ეს ჩემგან 2 მეტრში ხდებოდა.
- თქვენც ასე გექცეოდნენ?
- არა, მადლობა ღმერთს. ალბათ ამის გაკეთებას ერიდებოდნენ.
- ცუდი კვება იყო?
- ვერ ვიტყვი, რომ საშინელი იყო. ეგრედ წოდებულ ”ბალანდას” თითქმის არ ვჭამდი. ჩვენ ბარათები გვქონდა, რომელთა წყალობითაც მაღაზიიდან შეგვეძლო საჭმლის შეკვეთა. განსაკუთრებული რეჟიმის დროს კი მათი გამოყენება 28 დღით აგვიკრძალეს, დარეკვის უფლებას არ გვაძლევდნენ, შესაბამისად, არავისთან შემეძლო საუბარი. ამის გამო ციხის უფროსთან მომივიდა კონფლიქტი. არც ტუალეტის ქაღალდი გვქონდა, არც კბილის ჯაგრისი… და ასეთ პრიობებში ოთხი კვირის განმალობაში ვცხოვრობდით. კარცერშიც ვიჯექი – იქ ხუთი დღით გადამიყვანეს.
- სეირნობის საშუალებას თუ გაძლევდნენ?
- ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. ერთი საათის განმალობაში ვსეირნობდით.
- ნათესავებს და მეგობრებს თქვენი ნახვის უფლება ჰქონდათ?
- თვეში ერთხელ. დარეკვის უფლება კი ორ კვირაში ერთხელ, 15 წუთის განმალობაში მქონდა. მახსოვს, ერთხელ კახას დავურეკე. კავშირი მაშინვე გაწყდა. კამერაში დავბრუნდი, სადაც 12 კაცი გამომყვა. ”მას რატომ დაურეკეთ?”, – მკითხეს. ”იგი ჩემი მეგობარია – ვისაც მინდა, იმას ვურეკავ”, – ვუპასუხე.
- კალაძე ხომ ოპოზიციაში იყო?
- დიახ. მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლება შეიცვალა.
- და მაინც, ასე რატომ გექცეოდნენ?
- მე მათ ვერ ვიტანდი, სიმართლეს ვეუბნებოდი, კახასთან ვმეგობრობდი.
- თქვენ თქვით, რომ მატჩების ჩატარების უფლება გქონდათ. თქვენც თამაშობდით?
- დიახ, იქ კარგი მინდორი, კარი და ასფალტი იყო.
- ასფალტი?
- დიახ. თანაც ცუდი მოთამაშეებიც არ იყვნენ. ჩემთან ერთად თბილისის ”დინამოს” ყოფილი პრეზიდენტი მერაბ რატიანიც იჯდა. პრინციპში, საქართველოს მთელი ელიტა იქ იყო (იცინის)!
- სიცილით ადრეც იხსენებდით ამ მომენტებს.
- სიცილი იქ დავიწყე. ასე კამერაში ჯდომა უფრო გამიადვილდა, ხოლო მათ, ვინც ადამიანებს აწამებდა, სიცილის დრო არ ჰქონდათ.
- ფეხბურთის თამაში დღეში 1-2 საათის განმალობაში შეგეძლოთ?
- ყოველდღე, თუმცა გარკვეულ პერიოდამდე. შვიდ საათამდე გვათამაშებდნენ, თუმცა ზაფხულს რვის ნახევრამდეც შეგვეძლო დარჩენა.
- და მუშაობას როდის ასწრებდით?
- რას გულისხმობთ?
- მაგალითად, ალბათ რამის დალაგებას გავალებდნენ…
- არა, რას ამბობთ. ციხეში ასეთი რამ დამამცირებელია. ამისთვის სხვები არსებობენ, რომლებსაც ”ქათმებად” მოიხსენიებენ.
- გახსოვთ ის დღე, როდესაც გაგათავისუფლეს?
- იმდენი ემოცია იყო, რა გამახსენებს…
- იმ დღეს თქვენს სანახავად ბევრი ადამიანი მოვიდა?
- ძალიან. ნათესავები, მეგობრები და გულშემატკივრები.
- ერთხელ თქვით, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მწვადს შეჭამდით და თვინოსაც დალევდით. აისრულეთ ეს ოცნება?
- ღვინო დავლიე და ცუდად გავხდი. ჩემი თაობის თითქმის ყველა ფეხბურთელის მსგავსად, მე არ ვსვამ. აღნიშნვნა საჭირო იყო, თუმცა ორზანიზმმა ეს არ მიიღო. ჩემზე უფროს თაობას 2-3 ჭქის დალევა შეუძლია, მე კი ამის გაკეთებას უბრალოდ ვერ ვახერხებ.
- მწვადი?
- ეს კი ჩემმა ორგანიზმმა სიამოვნებით მიიღო (იცინის).
- ზოგადად, ადაპტაცია სწრაფად გაიარეთ?
- 2-3 თვის განმალობაში ყველაფერი უცნაურად გამოიყურება. ციხის შემდეგ ცხოვრება ადვილი არ არის. უფრო სწორად, ჩვენი ციხის შემდეგ ადვილი არ არის! ჩვენთან ალბათ ყველაზე სასტიკი ციხეებია. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ევროპაში, რუსეთში და უკრაინაში იჯდნენ, თუმცა ისეთი რამ არ უნახავთ, რაც საქართველოში ნახეს.
- ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?
- რა თქმა უნდა. იცით, მათ შორის ვინც იჯდა, 70-80% – უდანაშაულო ხალხს შეადგენს. ჰქონდა ბიზნესი – წაართვეს. იყო მიწის მეპატრონე – ასევე წაართვეს. დიდი ნაწილი კი უკვე თავისუფალია.
- ბედისწერაზე გაბრაზებული ხართ?
- არა, უბრალოდ დაკარგული დროს ავინაზღაურებდი.
- ასე ნათესავები და ახლო მეგობრები მეძახიან.
- ესპანელები როგორ გეძახდნენ?
- ხორხეს, უკრაინელები და რუსეთი კი – ჟორას და დემის.
- საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ჩანს, არ მოსწონხართ. უკრაინის პრეზიდენტთან კი ყველაფერი პირიქითაა. ამბობდნენ, რომ ერთხელ თქვენ ლეონიდ კუჩმას ცოლმაც კი დაგირეკათ და ყურმილში ”თბილისოს” გიმღერიდათ. ეს მართალია?
- მართალია, თუმცა სატელეფონო საუბარი არ იყო. ყველაფერი გასახდელში მოხდა, სადაც იგი შევიდა და ეს სიმღერა შეასრულა. უკვე არ მახსოვს, თუ ვის ვეთამაშებოდით და რის გამო მოიქცა იგი ასე. შესაძლოა, კახას გაახსენდეს.
- ქალს გასახდელში შესვლის უფლება როგორ მისცეს?
- არ დაგავიწყდეთ, რომ იგი პრეზიდენტის ცოლია.
- უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას სასამართლოში რატომ უჩივლეთ?
- ამის მიზეზი – ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტი გახდა.
- ასე მოქცევა ვინმემ გირჩიათ?
- ვთვლიდი, რომ კარგ უცხოელ მოთამაშებზე ლიმიტი არ უნდა გავრცელებულიყო. დონეცკის ”მეტალურგში” ბევრი ლეიგონერი გვყავდა. საჩივარიც კი შევიტანე, თუმცა ამას შედეგი არ გამოუღია.
***
- კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში თქვენ მისი მეგობრების გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი გახდით. შოთა არველაძემ პენალტი მოიპოვა, თუმცა დარტყმის საშუალება თქვენ მოგცათ.
- დიდი მადლობა მას ამისთვის, დარტყმა ძალიან მინდოდა. იმდენი ხნის განმალობაში არ მითამაშია, რომ ეს გოლი მჭირდებოდა.
- ხისტად დაარტყით, ძალაზე აქცენტი არ გქონდათ გაკეთებული.
- მე ყოველთვის ასე ვაკეთებდი. რაც შეხება კახას, მან ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ უდანაშაულო ვიყავი. თუმცა ამ გადარეული პრეზიდენტის გამო ვერავის ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ. კარგია, რომ ახალი მთავრობა მოვიდა. იგრძნობა, რომ ხალხი თავს უფრო თავისუფლად გრძნობს, ადამიანების სახეზე ღიმილს შენიშნავთ და მიხვდებით, რომ მათ ყველაფრის თქმა შეუძლიათ. ადრე, თბილისში და ზოგადად საქართველოში ამის გაკეთება შეუძლებელი იყო.
- ამჟამად ფეხბურთთან რაიმე კავშირი თუ გაქვთ?
- ჯერჯერობით ვისვენებ. დავბრუნდები თუ არა ფეხბურთში ამა თუ იმ როლით, ჯერ არ ვიცი. საქართველოში ამ მხრივაც ძალიან რთული მდგომარეობაა. კლუბების დიდ ნაწილს ფული არ გააჩნია, გამონაკლისს მხოლოდ თბილისის ”დინამო” წარმოადგენს. მანამდე კი მონტე-კარლოში ვაპირებ წასვლას, სადაც დიმა მპატიჟებს.
- სელიუკი.
- დიახ. როგორც კი გამოვედი, მან მაშინვე ბარსელონაში დამპატიჟა. მაგრამ მე ვიზა არ მქონდა.
- აგენტად ან მენეჯრად მუშაობა არ შემოგთავაზათ?
- საუბრები იყო, თუმცა დაწვრილებით ამაზე უშუალოდ შეხვედრის დროს ვისაუბრებთ. დიმასთან დიდი ხნის განმალობაში ვმეგობრობ, ერთმანეთი სადღაც 19 წლის ასაკში გავიცანით. ამის შემდეგ, იგი ყოველთვის მეხმარება.
***
- თქვენ საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდით…
- … რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს ჩემპიონატების.
- კმაყოფილი ხართ თქვენი კარიერით?
- ჯამში კმაყოფილი ვარ. რუსეთში და უკრაინაში ვითამაშე, გავხდი პირველი ქართველი, რომელსაც ესპანეთში თამაშის შესაძლებლობა მიეცა. ”რეალ სოსიედადი”, ”ფეიენოორდი”, კიევის ”დინამო”, დონეცკის ”მეტალურგი”, ”ალანია”, ”ლოკომოტივი”, თელ-ავივის ”მაკაბი”…
- ბევრი გუნდი ხომ არ არის?
- ნორმალურია. ბევრი რამ ვნახე.
- შესაძლოა, რომელიმე კლუბში ცოტა დიდი ხნის ღირდა დარჩენა? მაგალითად, ”ალანიაში’?
- ახლა ამაზე საუბარი ადვილია. ვიტყვი, რომ რუსეთში ”ალანიას” ვგულშემატკივრობ, ხოლო უკრაინაში – ”მეტალურგს”.
- ”დინამოს” არა?
- რას ამბობთ, რა თქმა უნდა ”მეტალურგს”! ”ალანიას” მსგავსად, ეს ჩემი მშობლიური გუნდია.
- ერთმა არბიტრმა მოგიკითხათ. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა ალექსანდრ შტერნგელი. მომიყვა, რომ თქვენთან ერთად მუშაობა რთული იყო. ამის მიზეზი კი ერთ-ერთი ტრიუკიც იყო. თქვენ მეტოქეს მაისურზე ისე ქაჩავდით, რომ მსაჯები ამას ხშრად ვერ ხედავდნენ, ამასთანავე, მეტოქის მხრიდან საპასუხო მოქმედების პროვოცირებას ახდენდით. შემდეგ, როდესაც ისინი გიჭერდნენ, თქვენ სპეციალურად ვარდებოდით. მსაჯს კი ან ჯარიმის ან პენალტის დანიშვნა უწევდა.
- კარგი ტრიუკია!
- თუმცა ჩემს მიერ ნახსენებმა არბიტრმა იგი არაერთხელ შენიშნა.
- გამოცდილმა და კვალიფიციურმა შტერნგელმა ეს გააკეთა, თუმცა მისმა რამოდენიმე კოლეგამ ეს ვერ მაოხერხა. იმედია არ გამაკრიტიკებთ: თავდამსხმელმა გუნდს მხოლოდ სარგებელი უნდა მოუტანოს.
- თუმცა დრიბლინგი, სისწრაფე ან მესხის ”ფინტი”, მაგალითად.
- სხვა მოთამაშის შესრულებით იგი არ მინახავს. ფეხბურთი უფრო მოსაწყენი გახდა. ნაკლები ინდივიდუალურობა იგრძნობა – თითქოს ყველანი ერთი ქარხნიდან არიან. რა თქმა უნდა, მესი, კრიშტიანუ რონალდუ და მსგავსი მოთამაშეები არ ითვლებიან.
- მაშინ დაბრუნდით!
- გვიანია.
- ედუარდ სტრელცოვი დაბრუნდა.
- თუმცა იგი საქართველოს ციხეებში არ იჯდა.
- თქვენი საფეხბურთო უნივერსიტეტის რექტორად ვალერი გაზაევს თუ ვალერი ლობანოვსკის თვლით?
- ფეხბურთელად გაზაევის დროს ჩამოვყალიბდი.
- მასთან ციხიდან გამოსვლის შემდეგ თუ გისაუბრიათ?
- არა. თუმცა ვფიქრობ, მე და ბატონი ვალერი ერთმანეთს სადმე შევხვდებით.
- ალბათ იცით, რომ იგი გაერთიანებული ლიგის ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელია. თქვენი აზრით, ასეთი პროექტის განვითარება შესაძლებელია?
- რთული კითხვაა. ინტერესი ასეთი ტურნირისადმი იქნება, რადგან 8 გუნდი რუსეთს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი 8 – უკრაინას. თბილისის ”დინამოს” არ პატიჟებენ, თუმცა აზერბაიჯანული, ბელორუსული და სომხური კლუბების მოწვევაც შეიძებოდა. თუ რუსულ-უკრაინული ლიგის შექმნა შესაძლებელი გახდება, მსგავსი ჩემპიონატი ძალიან ძლიერი გახდება. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ გუნდები, რომლებიც ამ ჩემპიოანტში ვერ მოხვდებიან, ძალიან დიდ რეგრესს განიცდიან, ისევე როგორც ზოგადად ფეხბურთი ამ ორ ქვეყენაში.
- როგორია საქართველოში ფეხბურთის დონე?
- სიმართლე რომ გითხრათ, დაბალი. თბილისის ”დინამოს” გარდა, კარგ გუნდებს ვერ ვხედავ. იყო ”ზესტაფონი”, რომელიც დაიშალა. ალბათ, ამის მიზეზი – ფინანსური პრობლემები გახდა. მოგეხსენებათ, ევროპის ლიგის პირველ ეტაპზე ქუთაისის ”ტორპედოც” და საჩეხერის ”ჩიხურაც” თამაშობდნენ. ერთმა სახლში ”ჟილინასთან” 0:3 წააგო, მეორემ კი ”ვადუცის” დამარცხება ვერ შეძლო. ქართულ ფეხბურთში ინვესტიციები არ იდება. საჭიროა სტადიონებისა და სპორტული კომპლექსების აშენება. და კიდევ, ყოველ წელს მოთამაშეთა თაობა სულ უფრო და უფრო ცუდი ხდება. რა არის ამის მიზეზი? ვერ გეტყვით, ნამდივლად არ ვიცი.
- ბავშვებტან მუშაობაზე რა აზრის ხართ?
- წარმოიდგინეთ ისეთივე ოცი ადამიანი, როგორიც მე ვარ. გამიჭირდება, საამისოდ ნერვები არ მეყოფა (იცინის).
- ჯერ კიდევ, როდესაც მოთამაშე იყავით, ამბობდით, რომ მშობლიურ რაიონში მოედნის გახსნას აპირებდით. ააშენეთ?
- დემეტრაძის სახელობის პატარა სტადიონი არის. თმცა არც ისე დიდი ხნის წინ, ვიღაცას მის ადგილას რაღაცის აშენების იდეა მოუვიდა თავში. ადგილობრივებმა კი მათ ეს ტერიოტირია დაუთმეს.
- იყო შემთხვევბი, როდესაც უფრო ახალგაზრდა ასაკში ფულს მეგობრებზე ან ნაცნობებზე ხარჯავდით?
- როდესაც ფული მაქვს, მას ბოლომდე ვხარჯავ. არაფერზე არ ვაგროვებ – ასეთი ადამიანი არ ვარ. ამავე დროს, ჩემი გამოცდილება იმაზე მეტყველებს, რომ ამის გაკეთება საჭიროა.
ესპანეთში მოგეწონბათ?
- დიახ, სან-სებასტიანი – ულამაზესი ქალაქია.
- თუმცა თბილისი ცხოვრების ბოლომდე გეყვარებათ. რა არის ამის მიზეზი?
- სიტყვებოით ამის გადმოცემა რთულია. აქ დავიბადე და გავიზარდე. ეს ჩემი სამშობლოა, რომლის გარეშეც არ შემიძლია.
- მონტე-კარლოს მონახულებას თუ გეგმავთ?
- იქაც მინდა წასვლა და დონეცკის მონახულებაზეც ვფიქრობ. თუმცა ბოლო გაჩერება ყოველთვის თბილისი იქნება. კიევში ერთი დღთ ვიყავი. უკრაინის დედაქალაქში ბინა მაქვს და ბევრი მეგობარიც მყავს, მაგრამ არავინ გავაფრთხილე, წინაამღდეგ შემთხვევაში, ახლაც იქ ვიქნებოდი.
- 2008 წლის აგვისტოს თვეში სად იყავით?
- კიევში. როდესაც ომი დაიწყო, მე შოკშ ვიყავი.
- რუსეთის მიმართ ამის შემდეგ დამოკიდებულება შეგეცვალათ.
- არა, რა თქმა უნდა. პოლიტიკა, პოლიტიკად უნდა დარჩეს, მეგობრობაზე, კულტურაზე და სპორტზე კი ამის გადატანა არ არის საჭირო.
- აი. მოსკოვის ”დინამოც” აქ ჩამოვიდა.
- კარგია, რომ რუსული გუნდი გვესტუმრა. ნეტავ იცოდეთ, რამდენი რუსი ტურისტი ისვენებს ჩვენს კურორტებზე. თქვენ, მართალია, ჩვენთან შედარებით, ვიზები არ გჭირდებათ, თორემ მოსკოვს ხშრად მოვინახულებდი.
ალექსანდრე მატევოსოვი
Comments