
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ნიკა კვეკვესკირს ტრავმა აქვს. ”გაბალას” ნახევარმცველმა ”ანდერლეხტთან” (ევროპა ლიგის) და ”აზალთან” (აზერბაიჯანის ჩემპიონატის) მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა.
აღნიშნული ინფორმაცია ნიკამ Fanebi.Com-თან დაადასტურა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, 24 წლის ნახევარმცველს კოჭის დაზიანება აქვს და 2-3 კვირას გამოტოვებს. აქედან გამომდინარე, არსებობს საფრთხე იმისა, რომ კვეკვესკირი საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში ირლანდიასთან, (3 ოქტომბერი) და უელსთან (7 ოქტომბერი) ვერ დაეხმარება.