გთავაზობთ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელ ჯანო ანანიძის ინტერვიუს, რომელიც “სოვეტსკი სპორტმა” ჩაწერა. მოგეხსენებათ, ქართველი ლეგიონერი, ცოტა ხნის წინათ, “სპარტაკმა” იჯარით “როსტოვში” გაანათხოვრა, რომელთან ადაპტირებაც ჯანოსთვის რთული არ ყოფილა.
- იყო თუ არა შენთვის “როსტოვში” იჯარით განათხოვრება მოულოდნელი?
- დიახ, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს ჩემთვის დარტყმა იყო, ძალიან ცდება. რა თქმა უნდა, მე ძალიან მიყვარს “სპარტაკი”, მაგრამ თუ იმის დამტკიცებაა საჭირო, რომ ამ გუნდისთვის აუცილებელი ფეხბურთელი ვარ, მზად ვარ, ეს სხვა კლუბის საშუალებით დავამტკიცო.
- “როსტოვის” გარდა, იყო თუ არა სხვა კლუბის ვარიანტი?
- რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზეს, მათ შორის უცხოური გუნდებიც, მაგრამ ჩავთვალე, რომ “როსტოვში” თამაში უფრო საინტერესო იქნება. ვფიქრობ, რომ ამ გუნდის ფეხბურთი ჩემთან ახლოსაა. აგრეთვე, აღსანიშნავია აქ მყოფი ხალხი, რომელიც ჩემს მომავალზე ზრუნავს.
- შენ თბილისის “დინამოსა” და ყოფილი სსრკ-ის ნაკრების ვეტერან ფეხბურთელ რევაზ ჩელებაძის საშუალებითაც მოხვდი “სპარტაკში”.
- ის ახლა “ქობულეთს” წვრთნის. ჩვენ ერთმანეთთან სულ კონტაქტზე ვართ. რევაზმა მითხრა: წადი და ითამაშე. საუკეთესო იყავიო, - ჩემთვის ეს სიტყვები ბევრს ნიშნავს.
- ახალ გუნდს როგორ შეეგუე?
- “როსტოვში” თავს კარგად ვგრძნობ. ძალიან კარგად შემხვდნენ. აქ თამაშობს საშა შეშუკოვი, რომელთან ერთადაც “სპარტაკში” ვთამაშობდი. ასე რომ, ადაპტაციის პრობლემა არ მქონია.
- “როსტოვის” ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტია მოგცეს?
- ამას არც ველი. “როსტოვში” საკმაოდ ძლიერი ნახევარმცველები არიან – კანგა, კალაჩევი, გაცკანი, შეშუკოვი, პოლოზი. ასე რომ, იმის დამტკიცებაა საჭირო, რომ ამ გუნდში საჭირო ვარ. ეს ჩემი პროფესიის ნაწილია.
გიორგი დოგრაშვილი
Comments