Quantcast
Channel: ინტერვიუ –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all articles
Browse latest Browse all 377

ვასილ მაისურაძე: გია ცეცაძის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე დიდი შედეგის მიღწევა შეუძლია

$
0
0

GFF.GE

- რამდენიმე საათში 19წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი იწყება, როგორი მოლოდინით ხვდებით, მითუმეტეს შარშან თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა?

- ძალიან რთული ჩემპიონატი იქნება, ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ნამდვილად დიდი შედეგია მთელი ქვეყნისთვის, ნაკრებისთვის და გულშემატკვირებისთვის. ყოველდღიურად თვალს ვადევნებ ჩვენი ფეხბურთელების მზადებას. ნაკრებს ეტყობა, რომ გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და მათ დიდი შედეგის მიღწევა შეუძლიათ.

- თქვენი 17 წლამდე ნაკრებიდან, რომელმაც სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, სამი ფეხბურთელია გამოძახებული, რას იტყვით ამ მოთამაშეებზე?

- არამხოლოდ სამი ფეხბურთელია ასაკით პატარა, ვგულისხმობ ლაშა დვალს, ნიკა ჭანტურიას და სანდრო გურეშიძეს, არამედ 1996 წელს დაბადებული ლუკა ზარანდიაც 19 წლამდე ნაკრებშია. სამწვრთნელო შტაბმა ასე გადაწყვიტა, რომ ამ ფორმაციის ნაკრებში ამ ფეხბურთელების რესურსი გამოეყენებინა. დვალი და ჭანტურია ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ითამაშებენ და ეს მათთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა.

- როგორ შეაფასებდით შანსებს, ვის თვლით ჩემპიონატის ფავორიტად?

- ესპანეთი ერთერთი მთავარი ფავორიტია,თავისთავად საფრანგეთიც. ბევრს საუბრობენ თურქ ფეხბურთელებზეც. პირველ ეტაპზე ჩვენთვის ძლიერ მეტოქედ საფრანგეთი ითვლება. მითუმეტეს პირველ თამაშში წარმატება ბევრს ნიშნავს, მართალია ჯგუფიდან ორი ნაკრები გადის, მაგრამ სასტარტო შეხვედრას შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. მინდა გავამხნევო სამწვრთნელო შტაბი, ბიჭები და ყველას წარმატება ვუსურვო.

- შემოდგომიდან თქვენი 19 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. დაიწყო თუ არა გუნდმა მომზადება თბილისში გასამართი შესარჩევი რაუნდისთვის?

- გადახალისებული შემადგენლობით გვქონდა პირველი შეკრება ბელორუსში. ჩავატარეთ ორი ამხანაგური თამაში ადგილობრივ ნაკრებთან (1:1) და ისრაელთან (0:0). სხვადასხვა მიზეზების გამო 10 ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ მოგვეცა შესაძლებლობა ასაკით უფრო პატარა მოთამაშეები წაგვეყვანა. შეიძლება ითქვას, რომ მათი მონდომებით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს,ისინი მომავალში ჩვენი გუნდის წევრი იქნებიან. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპამდე ბევრი თამაში არგვაქვს დაგეგმილი, ცნობილია, რომ პოლონეთს ვუმასპინძლებთ ორ შეხვედრაში და სავარაუდოდ გასვლითი მატჩებიც გვექნება.

სფფ-ის პრესსამსახური 

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 377

Trending Articles