
დღეს უეფას ერთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები D ლიგაში, D1 ჯგუფში ლატვიის, ყაზახეთისა და ანდორის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
კენჭისყრის შედეგზე სააქართველოს ნანკრების მარცხენა მცველს, გიორგი ნავალოვსკის ვკითხეთ.
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ჯგუფიდან გავიდეთ. უკვე ვიცით, ვის ვუპირისპირდებით და გეტყვით, რომ ადვილი არცერთი თამაში არ იქნება. ეს არის შესანიშნავი შანსი და მას გამოყენება სჭირდება. ისე არ უნდა მოხდეს, მერე ვთქვათ, მშვენიერი შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ რაღაც დაგვაკლდაო. ღმერთის წყალობით, თუ ბოლომდე მოვინდომებთ, შედეგიც აუცილებლად მოვა. ბოლოს და ბოლოს, ქართველებმაც უნდა გაიხარონ!” – აცხადებს ნავალოვსკი.