
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები “მიხეილ მესხზე” ლიტვას დაუპირისპირდა და ამხანაგური მატჩი ანგარიშით, ,4-0 მოიგო. გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს ჩვენი გუნდის მარჯვენა მცველი, გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.
“მოედანზე გამოსვლამდე მთავარი დავალება იყო, რომ თამაშის ხარისხზე გაგვემახვილებინა ყურადღება და ლამაზი ფეხბურთი გვეთამაშა. სწორედ ამას ვცდილობდით პირველ ტაიმში. ამან შედეგიც გამოიღო და ოთხი უპასუხო გოლი გავიტანეთ. მეორე ტაიმში უკვე შევინახეთ ძალები ესტონეთთან შეხვედრისთვის. საჭიროა, რომ კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში ვიყოთ,” – აცხადებს კაკაბაძე.