ვლადიკავკაზის “ალანიას” მთავარი მწვრთნელი, ვალერი მოსკოვის “დინამოსთან” გამართულ შეხვედრაში, მატჩის ბოლოს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გმირი ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ჭანტურია იყო და თქვა, რომ ხშირ შემთხვევაში, მოსკოველთა თავკაცი, დან პეტრესკუ ვლადიკავკაზთა პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა.
“ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი გუნდის ფეხბურთელები ნერვებს აყვნენ, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა. “დინამოს” მწვრთნელი, დან პეტრესკუ ჩვენს პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა და საკუთარი გუნდის მოთამაშეებს თამაშის წესების დარღვევისაკენ მოუწოდებდა. საბოლოოდ, ბიჭებმა ვეღარ გაძლეს და მოედანზე არეულობა მოხდა. პეტრესკუს საქციელმა ძალიან გამაბრაზა”, – თქვა გაზაევმა.
დიტო ჭიჭინაძე
Comments