
ხვალ, 19:00 საათზე დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართება. ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” ერთმანეთს მარტვილის “მერანი” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდებიან.
Fanebi.Com-ი ქუთაისური კლუბის ერთ-ერთ ლიდერს, გუგა ფალავანდიშვილს დაუკავშირდა და მას წინასამატჩოდ კომენტარის გაკეთება სთხოვა.
“ტორპედომ” ფინალში მოსახვედრად რთული გზა გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ლიგის სამი გუნდი შეგვხვდა, მათთან უშეღავათო ბრძოლა გამოვიარეთ. მათ ნამდვილად ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ხოლო, შემდგომ “დინამოსთან” თამაში, რომელიც მაყურებელმა ნახა და შეაფასა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ამ სეზონში.”
“ფინალში რთული მეტოქე გვყავს. “მერანის” ძალა დადასტურდა უკვე იმით, რომ მათ უმაღლესი ლიგის 5 გუნდი გამოთიშეს ასპარეზობას; მათ შორის, თეთრი ჯგუფის ჩემპიონი “ჩიხურაც”. მათთან ნამდვილად ურთულესი ბრძოლა მოგვიწევს, ამიტომ შანსები თანაბარია. ყველაფერს გავაკეთებთ ტიტულის მოსაგებად!” – განუცხადა ჩვენს საიტს ფალავანდიშვილმა.