Quantcast
Channel: ინტერვიუ –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all articles
Browse latest Browse all 377

ჯანო ანანიძე: “როგორც იქნა, ბურთს შევეხე”

$
0
0

მოსკოვის “სპარტაკის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჯანო ანანიძის ინტერვიუ გამოაქვეყნა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამომავლო მიზნების შესახებ ისაუბრა. Fanebi.Com-ი ჯანოს ინტერვიუს აქვე გთავაზობთ.

- სად დაისვენეთ?
- დასვენებისთვის გამოყოფილი თითქმის მთელი დრო შინ გავატარე – რამდენიმე კვირა თბილისში ვიყავი, სადაც რეაბილიტაციის კურსი გავიარე, დანარჩენი პერიოდი – მშობლიურ ქობულეთში.

- ამინდის მხრივ თუ გაგიმართლა?
- დიახ. მშვენიერი ამინდები გახლდათ. ახალ წელს 15-16 გრადუსი იყო და მზე ანათებდა. ასე რომ, კარგად დავისვენე. საფეხბურთო სეზონისთვის ძალები მოვიკრიბე.

- ნაოპერაციები მუხლი როგორ გაქვს?
- მუხლი ჯერჯერობით არ მაწუხებს. პირველმა ვარჯიშმა ნორმალურად ჩაიარა.

- დაიღალე?
- არც ისე, თუმც სასიამოვნოდ დავიღალე. საშინელებაა, როცა ვერ თამაშობ, ბურთს ვერ ეხები. ექიმები ბურთით თამაშის უფლებას არ მაძლევდნენ, მხოლოდ კუნთებს ვავარჯიშებდი. როგორც იქნა, ბურთს შევეხე, თუმც “კვადრატი” მაინც არ მათამაშეს. არა უშავს, კიდევ ცოტა უნდა მოვითმინო.

- გასული წელი თქვენთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა. რა მიზნებით შეხვდით ახალ წელს?
- მთავარია – ტრავმა არ მქონდეს. ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაში, კლუბისთვის სარგებლის მოტანა მინდა. ყველაფერს ვეცდები იმისთვის, რომ წადილი ავისრულო. ვნახოთ, რამდენად შევძლებ.

ბექა დოგრაშვილი

 

Comments


Viewing all articles
Browse latest Browse all 377

Trending Articles