Quantcast
Channel: ინტერვიუ –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all 377 articles
Browse latest View live

ქეცბაია: „არა მგონია, რომ ჩემი შეცდომის გამო ვერ გავედით მე-3 ადგილზე“

$
0
0

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში გამართული ბოლო საშინაო მატჩი საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან ანგარიშით 0:1 დათმო.  მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრის მთავარ მსაჯთან ერთ დროს პრობლემები ჰქონდა.

„სამწუხაროა, რომ თბილისში გამართული ჯგუფის ბოლო მატჩი წავაგეთ. თუ მოგებას არა, წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით. პირველი მატჩის შემდეგ, გუნდი ფიზიკურად მზად არ იყო. ესპანეთში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოვასწოროთ“, – ამ სიტყვებით დაიწყო ქეცბაიას პრესკონფერენცია.

– ფიზიკური დაღლილობა ახსენეთ და გარდა ამისა, რა დააკლდა გუნდს სასურველი შედეგისთვის?
– საჭიროა მეტი შემქმნელი ფეხბურთელი. სამწუხაროდ, ეს პრობლემა გვაქვს. თავიანთ კლუბებში ზოგიერთი სკამზე ზის, ზოგიერთი ტრიბუნაზე. უნდა ეცადნონ, რომ ნაკრებში მოხვდნენ. ფეხბურთი არის დინამიკა. ფეხბურთელი თუ არ ირბენს, თუ არ გაეკიდება, თუ არ იმოძრავებს, რთულია მისთვის ნაკრებში თამაში.

– ჯანო ანანიძის ფიზიკურ მომზადებაზე გკითხავთ. თითქოს წინა შეხვედრაში არ იყო ფიზიკურად მზად, ვერ ვიტყოდი, რომ დღევანდელ მატჩში იყო დამაკმაყოფილებელი. ჯანოზე ცუდის თქმა არ მინდა, მაგრამ მასზე უკეთესი ფეხბურთელი, რომელიც თავდამსხმელამდე ბურთს მიიტანს, ფაქტობრივად არ გვყავს?
– გეთანხმები. ასეთი ფეხბურთელები არიან ანანიძე, ოქრიაშვილი, თარგამაძე. ორი თამაში ვითამაშეთ და მე არ მახსოვს, რომ სახიფათო მომენტი შეგვექმნა. ცუდია, როცა მათგან ელოდები და შედეგს ვერ იღებ.

– როგორ ფიქრობთ, არბიტრმა გაგვწირა, თუ რეალური პენალტი დანიშნა?
– სწორედ ეს მსაჯი სჯიდა ზუსტად ორი წლის წინათ ლატვიასთან გამართულ შეხვედრას. სიმართლე რომ გითხრათ, დიდი შიში მქონდა. ვაპირებდი, რომ მეთქვა… ამ მსაჯთან პრობლემები გვქონდა, როდესაც კვიპროსში ვთამაშობდი. ამ არბიტრმა თამაში ჩაგვიშალა, არადა ჩემპიონობიოსთვის ვიბრძოდით. ის შეხვედრა წაგებად ჩაგვითვალეს. იმასაც ვფიქრობდით, რომ უეფას მსაჯის შეცვლის მოთხოვნით მიგვემართა. იქ ვცხოვრობ, ამდენი გამიკეთებია იმ ქვეყნისთვის და ალბათ, ვიყავი იმის ღირსი, რომ 50-50-ზე ემსაჯა. ასეთ პენალტს არავინ დადებს.

– რამდენად ლოგიკურია ფინური და ქართული ფეხბურთის გათვალისწინებით, რომ ფინეთის ნაკრები ჯგუფის მე-3 ადგილს იკავებს, საქართველოს კი – მე-4-ს? სხვაობა რაოდენ დიდია?
– ეროვნული ჩემპიონატის მიხედვით,  მე-100 ადგილის იქით ვიქნებით. მგონი, იმათ ფინეთის ჩემპიონატიდან არც ჰყავთ ფეხბურთელი. ჩვენ მიჩვეულნი ვართ იმ კარგ ფეხბურთს, რომელსაც 30 წლის წინათ ვთამაშობდით. ოთხი წელია ვიძახი, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს. ფეხბურთელთა ეს პლეადა არის, მაგრამ ვიღაცამ ეს ხომ უნდა შეცვალოს?! ის ბიჭები წავიდნენ, რომლებიც თამაშობდნენ „იტალიებში“, „გერმანიებში“, „ინგლისებში“, „ჰოლანდიებში“, შოტლანდიაში. ისინი ვიღაცამ ხომ უნდა შეცვალოს?! კლუბი სხვა რამაა. აქ შეიძლება ვიღაც დაიმატო, ვიღაც ჩამოიყვანო, ერთ ფეხბურთელს მეორე შეუწყვილო. ჩვენ გავიზარდეთ ისეთი ფეხბურთელების გვერდით, რომლებიც მსოფლიო დონეზე თამაშობდნენ. ჩვენს შემდეგ კიდევ სხვები მოვიდნენ. ისინი წავიდნენ და იმის მერე აღარავინ მოსულა.  ეს არის ჩვენი პრობლემა. ჩვენ თუ ამას დროულად არ მივხედავთ, ძალიან ძნელი იქნება მომავალში. ქვეყანაც არ არის ფინეთის მსგავს სიტუაციაში. სად ფინეთის ცხოვრების დონე და სად ჩვენი?! ჩვენ ქართველები ვართ და გვგონია, რომ ყველაზე უკეთესები ვართ, მაგრამ ასე არ არის. ხალხი მილიონებს და მილიარდებს დებს და ისინი ვერ აღწევენ შედეგს და ჩვენ არაფერს ვდებთ და როგორ გვინდა, რომ ფეხბურთი განვითარდეს?!

– მიზანი იყო მე-3 ადგილის დაკავება, რაც ვერ მოვახერხეთ. როგორ ფიქრობთ, რა იყო მთავრი მწვრთნელის შეცდომა და ფეხბურთელების მთავარი შეცდომა?
– გეგმა იყო ის, რომ ეს ორი წელი გამოგვეყენებინა მოსამზადებლად, ახალგაზრდებისთვის შანსი მიგვეცა, რადგან ვიცოდით, რომ ამ ჯგუფში გასვლა ძალიან ძნელი იქნებოდა. დავისახეთ მე-3 ადგილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე-3 ადგილს ავიღებდით. არც იმას ნიშნავს, რომ ფინეთზე უკეთესი გუნდი ვიყავით. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, თუმცა მთავარი გეგმა იყო მომზადება, ბიჭებისთვის შანსის მიცემა, რათა ეს ორი წელიწადი გამოგვეყენებინა იმისათვის, რომ ევროპის მომდევნო ჩემპიონატისთვის მოვმზადებულიყავით. მომდევნო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე  მე-3 ადგილი უკვე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან პლეი-ოფს ითამაშებს. შეიძლება მეც დავუშვი შეცდომები, მაგრამ არა მგონია, რომ ჩემი შეცდომების გამო ვერ გავედით პირველ ან მეორე ან მესამე ადგილზე. ყველა ცდება. როცა ჩვენ ჩავიბარეთ გუნდი, მე-6 ადგილზე იყო. ერთი ციკლის შემდეგ ჩვენ მე-5 ადგილზე დავასრულეთ, ახლა მე-4 ადგილზე. რაღაც წინსვლა არის, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ. იმედია, მომდევნო შესარჩევ ეტაპზე მე-3 ადგილზე გავალთ და ჩვენ საქმესაც გავაკეთებთ.

– დღევანდელი შედეგი გამოიწვია ტაქტიკურმა პრობლემამ, თუ ფსიქოლოგიურმა წნეხმა, რადგან როდესაც აუცილებლად მოსაგები გაქვს, ფსიქოლოგიურად უფრო რთულია…
– რა თქმა უნდა, ფიზიკური მომზადება ყოველთვის მნიშვნელოვანია. სულ სხვა არის თამაში საფრანგეთთან და სულ სხვა არის თამაში ფინეთთან. ფინეთთან მეტი შეტევა გინდა. 0:0-ზე კარგი მომენტები გვქონდა. შეიძლება გაგვეტანა და ჩვენ მოგვეგო, მაგრამ ვერ გავიტანეთ და მეტოქემ გაიტანა. ფეხბურთელებმა მეტი უნდა მოინდომონ.

– ჩვენ ადგილას რომ იყოთ, რა კითხვა დაგებადებოდათ?
– უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ფეხბურთი ამ ქვეყანაში აღორძინდეს. თუ რაღაცის იმედი არ გვაქვს, დავიხუროთ ქუდი და წავიდეთ?! დავანებოთ ყველაფერს თავი?! საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ?! გუნდების ხელმძღვანელებს ვუთხარი, რომ ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი მივცეთ, თუმცა მხარი არ დამიჭირეს. თვითონ გუნდებს არ უნდათ, რომ ათამაშონ ეს ფეხბურთელები. მოთამაშე, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში არ თამაშობს, ის სადღაც როგორ უნდა წავიდეს?!

– ხიზანიშვილი რატომ არ მოვიდა: ტრავმა აქვს თუ თქვენი გადაწყვეტილება იყო?
– ხიზანიშვილი ავტობუსში არ ამოვიდა. ძირითადში არ იყო და ალბათ, ეწყინა და ავტობუსში არ ამოვიდა.

ჟურნალისტთა ნაწილმა ქეცბაია პრესკონფერენციიდან ტაშით გააცილა.

ბექა დოგრაშვილი


გაურკვევლობა კომენტარებთან დაკავშირებით

$
0
0

ალბათ იცით რომ ჩვენს ვებ-გვერდზე კონკურსია აქტიურ მომხმარებლებთან დაკავშირებით.

ამ ყველაფერმა კი ჩვენს იუზერებში არასწორი ქმედებების ბიძგი გამოიწვია.

ზოგიერთი მომხმარებელი სპეციალურად რამდენიმე მოკლე-მოკლე კომენტარს წერს ქულების მოსამატებლად.

ეს დაუშვებელია და უკვე ყველას მივუთითეთ ამის შესახებ.

გვინდა მკაცრად გაგაფრთხილოთ, ვაჯილდოვებთ ნამდვილად აქტიურ მომხმარებელს და არა სიცრუეზე დაფუძნებულ გაბერილ ციფრებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მიიღება, რომ ვიღაცა მთელი დღე უაზრო კომენტარებს ტოვებს.

ამიერიდან ასეთი ფაქტის განმეორებაზე მომხმარებელი მინიმუმ 100 ქულით დაჯარიმდება (ანუ დააკლდება როგორც კომენტარებისთვის მიღებული ქულა, ასევე ჯარიმის სახით დააკლდება 100 ქულა).

ჩვენ ვეძებთ და გვსურს ნამდვილი ფანები! Fanebi.GE – მხოლოდ ნამდვილი ფანებისთვის!

გისურვებთ წარმატებებს!

ინტერვიუ გიორგი ლორიასთან

$
0
0

Youtube-ში, თბილისის “დინამოს” ოფიციალურმა არხმა გიორგი ლორიასთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

პროგნოზისტთა კონკურსის პირველი გამარჯვებულები

$
0
0

მოგეხსენებათ უკვე ერთი თვეა ჩვენი ვებ-გვერდი პროგნოზებისა და ტოტალიზატორის მოყვარულთათვის სპეციალურ კონკურსს მართავს.

ამ კონკურსის პირველი თვე დასრულდა და შესაბამისად გვყავს ორი გამარჯვებული. ესენი არიან BEKA და EL CAPITANO.

ამ მომხმარებლებს ვთხოვთ, შევიდნენ თავიანთ მომხმარებლის პანელში და “ჩემს შესახებ” ინფორმაციაში მიუთითონ ევროპაბეთის ანგარიშის ნომრები.

ვინაიდან და რადგანაც ევროპაბეთი გახლავთ ამ კონკურსის გამარჯვებულთა დამჯილდოვებელი, შესაბამისად სხვა ტოტალიზატორის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ვერ მოხდება.

ასევე გაცნობებთ, რომ დღეიდან პროგნოზისტთა კონკურსის შედეგები განულდა და ათვლა ახლიდან დაიწყო. ამიტომ ყველას თანაბარი შანსი აქვს გამარჯვების.

პროგნოზისტთა კონკურსში მიღებისათვის საჭიროა ჩემპიონატების გვერდებზე შეხვიდეთ და ტურის ყველა მატჩზე გააკეთოთ თქვენი პროგნოზი, ეს კი უშუალოდ მატჩის გვერდზე შესვლის შემდეგ არის შესაძლებელი. ასევე შეგიძლიათ მარტივად პრემიუმ თამაშები ნახოთ ამ სტატიის თავზე წარმოდგენილ ჰორიზონტალურ ხაზში.

გისურვებთ წარმატებებს!

პროგნოზისტთა კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

$
0
0

მოგეხსენებათ უკვე მეორე თვეა პროგნოზისტთა კონკურსი მიმდინარეობს.

პირველი თვის გამარჯვებულებს ჩვენმა პარტნიორმა “ევროპაბეთმა” სულ ცოტა ხნის წინ დაურიცხა შესაბამისი პრიზები დეპოზიტებზე.

ვულოცავთ პირველი თვის გამარჯვებულებს და შეგახსენებთ, რომ ანალოგიური კონკურსი გრძელდება და გამოცნობილი მატჩების ათვლა 1 ნოემბერს ახლიდან დაიწყო. შესაბამისად შანსები მათთვის ვინც ჯერ კიდევ არ მონაწილეობს კონკურსში საკმაოდ მაღალია.

კონკურსის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს. ინფორმაცია

ამჟამინდელი ლიდერთა სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:

El Capitano – 28 გამოცნობილი შედეგი
ExTreMaL – 25 გამოცნობილი შედეგი
რაულიტო – 25 გამოცნობილი შედეგი
Neymar. – 21 გამოცნობილი შედეგი
ditvina – 20 გამოცნობილი შედეგი

ვაჟა ტაბატაძე: „სასიამოვნოა, რომ ყურადღება არ მაკლია“

$
0
0

ვაჟა ტაბატაძე იმ ფეხბურთელთა შორისაა, ვინც ქუთაისური გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. 22 წლისას უკვე ბევრჯერ დაუმტკიცებია საფეხბურთო მოედანზე თუ რაოდენ საჭირო მოთამაშეა. დასანანია, რომ ამ ეტაპზე, „ტორპედო“ მის გარეშე ატარებს მატჩებს, გეცოდინებათ, მან მარჯვენა ფეხზე მენისკის ოპერაცია გაიკეთა. ეს მნიშვნელოვანი ქირურგიული პროცედურა 3 კვირის წინ, სტამბულში ჩატარდა, ახლა იგი სარეაბილიტაციო კურსს გადის, პარალელურად კი, მიუხედავად ყავარჯნებით სიარულისა, შეძლებისდაგვარად, „ტორპედოს“ ვარჯიშებსაც ესწრება და თანაგუნდელებთან სიახლოვეს არ კარგავს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ თავად ვაჟას ვესაუბრეთ…

– როგორ შეაფასებ თურქეთში ჩატარებულ ოპერაციას?
- ძალიან კარგად, ვიცოდი, რომ მაღალი დონის სპეციალისტები მემსახურებოდნენ და სანერვიულო ნაკლებად მქონდა. როგორც ოპერაციამდე, ისე მის შემდეგაც, თითქმის, ყოველ წუთს ყურადღების ქვეშ ვიყავი. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის შოთა არველაძის მიმართ, რომელმაც თურქეთში ყოფნისას ყველანაირი დახმარება გამიწია, რაც კი დამჭირდა. იქ ჩასვლისთანავე შოთასთან მივედით, რომელმაც მისი გაწვრთნილი „კასიმფაშას“ მთავარ ექიმს გამასინჯა და მეორე დღეს მანვე წამიყვანა კლინიკაში, სადაც გუნდის ექიმი ყოველდღე მოდიოდა მოსანახულებლად და ვითარების გასაკონტროლებლად, რისთვისაც უღრმესი მადლობა შოთას.

- როგორ მიდის სარეაბილიტაციო კურსი? ვხედავ, ყავარჯნებით დადიხარ, თავიდან ძალიან გაგიჭირდებოდა მათთან „დამეგობრება“…
- რასაკვირველია, სარეაბილიტაციო კურსებით გათვალისწინებულ პროცედურებს ზედმიწევნით ვასრულებ და თანდათან შედეგსაც ვგრძნობ. თვენახევარში კიდევ მომიწევს გასასინჯად თურქეთში ჩასვლა და ალბათ, იმ დროისთვის ყავარჯნებსაც მოვიშორებ, მართალია, მათ ტარებას ძნელად ვეგუები, მაგრამ სხვა რა გზაა?!

– ყოველდღიური რეჟიმი როგორი გაქვს?
- ძირითადად ვწევარ, დროგამოშვებით კი, სპეციალურ ვარჯიშებს ვაკეთებ. პირველად ვმკურნალობ ამგვარ ტრავმას და ცოტა არ იყოს, რთულია ჩემთვის ასეთი ცხოვრების წესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოთმენა მომიწევს. ორ დღეში განსხვავებული ტიპის ვარჯიშები ჩამომივა, რომელთა დანიშნულება უშუალოდ ტრავმირებული მუხლის აღდგენა იქნება.

– ვიცი, ერთი სული გაქვს, როდის ითამაშებ ფეხბურთს, თუ მკურნალობა ასევე კარგად გაგრძელდა, სავარაუდოდ, ვარჯიშის დაწყებას რამდენ ხანში შეძლებ?
- როგორც ვიცი, ეს ტრავმა ფეხბურთელებში საკმაოდ ხშირია და მათ მაგალითზე ვამბობ, რომ, სამწუხაროა, მაგრამ, ალბათ, მიმდინარე სეზონში ვეღარ დავეხმარები ჩემს გუნდს. მკურნალობის კარგად განვითარების შემთხვევაში, ღმერთის ნებით, ხუთ თვეში დავიწყებ ვარჯიშს.

- ბუნებრივია, ძალიან განიცდი ყოველივეს, როგორ ცდილობ ამ უსიამოვნების შემსუბუქებას? ვისი ან რისი დახმარებით?
- ამას, მარტო ჩემით ვერ მოვახერხებ, მეგობრები და ახლობლები გვერდში მიდგანან, რაც შეუძლიათ და მათზეა დამოკიდებული, ყველანაირად მეხმარებიან ამ მძიმე პერიოდის გადასატანად.

– რამდენად გრძნობ ჩვენი კლუბის ყურადღებას?
- სასიამოვნოა, რომ ყურადღება არ მაკლია და ყოველდღიურად ვგრძნობ კლუბის თანადგომას, თურქეთში „ტორპედოს“ აღმასრულებელ დირექტორ გიორგი პაპიაშვილთან ერთად ვიყავი და როგორც ის, ასევე, კლუბის სხვა ხელმძღვანელებიც დიდად დაინტერესებულნი არიან ჩემი მდგომარეობით. ასევეა გუნდის წევრებიც. ძალიან გამიხარდა, როცა გორის „დილასთან“ მატჩში ჩემი თანაგუნდელები ჩემს მხარდასაჭერ მაისურებში გამოვიდნენ მოედანზე.

– ქუთაისელ გულშემატკივრებში აქტუალურია შენი ტრავმის თემა. ისინი თვლიან, რომ „ტორპედოს“ ძალიან აკლიხარ…
- დიდი მადლობა თითოეულ მათგანს იმ ერთგული დამოკიდებულებისთვის, რასაც ჩემდამი იჩენენ. მთავარია, რომ, როცა გამოვჯანმრთელდები, საქმით გადავუხადო მადლობა.

- თვალს თუ ადევნებ „ტორპედოს“ თამაშებს და როგორ ფიქრობ, რა არის ბოლოდროინდელი ჩავარდნის მიზეზი?
- დიახ, სახლის თამაშებზე დავდივარ, გასვლით მატჩებს კი ინტერნეტის მეშვეობით ვუყურებ. ვფიქრობ, თბილისის „დინამოსთან“ მარცხმა, რომელმაც ძალიან ცუდად იმოქმედა გუნდზე, სათავე დაუდო დანარჩენ წაგებულ მატჩებს. მას მერე დაღლაც დაეტყო „ტორპედოს“, თუმცა მჯერა, მალევე დასრულდება ეს ჩავარდნა.

– დიდი მადლობა, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ.

FCTorpedo.GE

Fanebi.Com-ის საუკეთესო მომხმარებელთა კონკურსი დასრულდა – გამოვლინდნენ გამარჯვებულები

$
0
0

Fanebi.Com-ზე დასრულდა საუკეთესო მომხმარებელთა ერთთვიანი კონკურსი, რომლის მიზანსაც ჩვენი პორტალის მკითხველთა კიდევ უფრო წახალისება წარმოადგენდა. გამოვლინდა კონკურსის ის ათი გამარჯვებული, რომლებთაც „ევროპაბეთის“ ანგარიშზე 10-10 ლარი დაერიცხებათ. აღსანიშნავია, რომ თუ მომხმარებელს სტატუსი „პროფესიონალზე“ დაბალი ექნება, მას თანხა არ დაერიცხება. ასევე თანხა არ დაირიცხება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს საკუთარი პროფილის მონაცემებში ანგარიში არ აქვს მითითებული.

თანხა ანგარიშებზე უახლოესი ოთხი დღის განმავლობაში ჩაირიცხება.

საუკეთესო მომხმარებელთა კონკურსის გამარჯვებულები არიან:

 N მომხმარებელი:  ქულა: 
 1.  Sandro Sapanadze  11081
 2.  რაულიტო  8574
 3.  suxo  5374
 4.  Neymar.  5083
 5.  Wipicha  4261
 6.  C.R.7  4239
 7.  milanista  3882
 8.  გიორგი ნაროუშვილი  2910
 9.  tornike.barca  2569
 10.  Bianconeri  2417

 

საუკეთესო კლუბების საუკეთესო ფანები – Fanebi.com-ის გამორჩეული მომხმარებლები

$
0
0

განახლებულ Fanebi.com-ზე მომხმარებელთა როლი რომ გაიზარდა, ეს ცხადია. ჩვენი სპორტული პორტალი სხვადასხვა კონკურსებით მკითხველს კიდევ უფრო ახალისებს, თუმცა საინტერესოა, რა ვითარება გვაქვს მომხმარებელთა სტატისტიკაში ყოველგვარი შეჯიბრის გარეშე.

Fanebi.com-ის საუკეთესო მომხმარებელთა ხუთეული ასე გამოიყურება:

მომხმარებელი ქულა
Sandro Sapanadze
14054
რაულიტო 11048
milanista 8016
suxo 6274
Neymar. 5184

ქულების მოსამატებლად და რეიტინგში პოზიციების გასაუმჯობესებლად საჭიროა, რომ კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინოთ: ვირტუალურად დაესწროთ ჩვენს პორტალზე გამოყოფილ მატჩებს, გამოიცნოთ შედეგები, გააკეთოთ კომენტარები.

სტატისტიკის მიხედვით, ჩვენს ვებ-გვერდზე წამყვან კლუბთა საუკეთესო ფანების რეიტინგი ასე გამოიყურება:

 კლუბი ფანი 
 „ბარსელონა“ Sandro Sapanadze
 „რეალი“ C.R.7
 „მილანი“ milanista
 „მანჩესტერ იუნაიტედი“ niko
 „ჩელსი“ xalisa
 „არსენალი“ Sumoman
 „ბაიერნი“ giorgijije
 „ლივერპული“ kizazo
 „დორტმუნდი“ Reus I love you
 „ინტერი“ Interista 1908
 „იუვენტუსი“ Bianconeri
 „დინამო“ validagogava
 „რომა“ xperiax8
 „ტორპედო“ giogio2988
 „ლაციო“ toka_lazio

ამგვარ სტატისტიკას პერიოდულად გაგაცნობთ.

Fanebi.com – მხოლოდ ნამდვილი ფანებისთვის

 


200-ლარიანი ფონდი, რომელიც Fanebi.Com-ის აქტიურ მომხმარებლებს დაურიგდება

$
0
0

სპორტული პორტალი Fanebi.com-ი თავის მომხმარებლებს  სხვადასხვა კონკურესებით ანებივრებს, დღეიდან კი კიდევ ერთ საინტერესო პროექტს სთავაზობს. შეიქმნა 200-ლარიანი ფონდი, რომელიც ჩვენი პორტალის იმ მომხმარებლებზე თანაბრად გადანაწილდება, რომლებსაც 2014 წლის 31 იანვრის 00:00 საათისთვის „ვეტერანი“ ან მასზე მაღალი “სტატუსი” ექნებათ. Fanebi.com-ზე დარეგსტრირებული მომხმარებელი თავდაპირველად იღებს  სტატუსს – „დამწყები“, გარკვეული რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში, ავტომატურ რეჟიმში ენიჭება სტატუსი – „მოყვარული“, შემდეგ „ვარსკვლავი“,შემდეგ „ვეტერანი“ და ა.შ. რეალურად აქტიურ მომხმარებელს მალე შეუძლია „ვეტერანის“ სტატუსის მოპოვება. ამისთვის საჭიროა:

ვირტუალურად უნდა დაესწროთ Fanebi.com-ზე გამოყოფილ მატჩებს;
საიტზე არსებული მატჩების გვერდზე უგულშემატკივროთ რომელიმე გუნდს;
გამოიცნოთ საფეხბურთო შეხვედრების შედეგები;
გააკეთოთ კომენტარები სიახლეებზე და მატჩების გვერდებზე;
სურვილის შემთხვევაში, გამოაგზავნოთ სტატიები.

უცენზურო და განმეორებითი სახის კომენტარის ან მოპარული სტატიის აღმოჩენის შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას, პირს დავაკისროთ საჯარიმო ქულები.

ცნობისთვის, დღესდღეობით სტატუსი „ვეტერანი“ პორტალის ორ მომხმარებელს აქვს მინიჭებული. შესაბამისად, თუ პროექტის ბოლო დღემდე აღნიშნული სტატუსის მქონე მომხმარებელთა რაოდენობა არ გაიზრდება, თანხა ორ პირს შორის თანაბრად განაწილდება 100-100 ლარის ოდენობით. თანხა Europe-bet-ის ანგარიშზე დაირიცხება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ Fanebi.com-ზე დარეგისტრირებულმა მოხმარებლებმა თავიანთ პროფილში Europe-bet-ის ანგარიშის ნომერი მიუთითონ. თუ 5 თებერვლამდე სტატუს „ვეტერანის“ ან მასზე მაღლა მდგომი სტატუსის მქონე მომხმარებელს თავის პროფილში აღნიშნული ნომერი არ ექნება მითითებული, თანხა არ დაერიცხება.

ასე რომ, იაქტიურეთ და მიიღეთ თანხა Fanebi.com-ისგან.

Fanebi.Com – მხოლოდ ნამდვილი ფანებისთვის

2013 წლის საუკეთესო კურიოზებში ქართული კურიოზიც მოხვდა

$
0
0

ცნობილმა პორტალმა TVGolo-მ 2013 წლის საფეხბურთო კურიოზების კრებული გააკეთა, რომელშიც “ზესტაფონსა” და მარტვილის “მერანს” შორის, ამხანაგურ მატჩში მომხდარი სასაცილო ინციდენტიც მოხდა. შეგახსენებთ, რომ მარტვილელთა ლეგიონერმა, კრის ბანებამ ზესტაფონელთა კარში ბურთის შეგდება რამდენიმე მეტრიდან ვერ მოახერხა.

გოგა დანელია –ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც “ესპანიოლის”სინჯებზე პირველი ადგილი დაიკავა

$
0
0

დღეისათვის ევროპის ტოპ ჩემპიონატებში, თუ არ ჩავთვლით ჰოლანდიის ერედივიზიონს და გერმანიის ბუნდესლიგას, ქართველი ფეხბურთელები საერთოდ არ თამაშობენ. თუმცა, დიდი შანსია, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბინადარ, კატალონიურ “ესპანიოლში” ახალგაზრდა ქართველი მარცხენა მცველი, გოგა დანელია ვიხილოთ. ამის თქმის საბაბს კი ის გვაძლევს, რომ გოგამ სინჯებზე ყოფნისას შერჩეულ საუკეთესო ათ ფეხბურთელს შორის, პირველი ადგილი დაიკავა. 18 წლის მოთამაშე ორივე ფეხს კარგად იყენებს, რაც მისთვის დიდი პლუსია.

Fanebi.Com-ი გოგა დანელიას დაუკავშირდა და მას რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- როგორ მოხვდი “ესპანიოლში”?
- ჩემი ესპანეთში წასვლა ზაფხულიდან იგეგმებოდა. მენეჯერი თორნიკე მაისურაძე დამიკავშირდა. ის 12 წელია ესპანეთში იმყოფება. ესპანეთში, თორნიკემ აგენტ ისიდრო სივერიო ლუისს შემახვედრა. სწორედ ამ ორი ადამიანის წყალობით მოვხვდი “ესპანიოლში”.

- სინჯები რამდენ ხანს გაგრძელდა?
- ესპანეთში 15 დეკემბერს ჩავედი, სინჯები კი 16 დეკემბერს დაიწყო და დაახლოებით, ერთ კვირას გაგრძელდა. სამი ვარჯიში და ორი მატჩი ჩავატარე.

- სინჯების შემდეგ, როგორ გადაწყდა შენი საკითხი?
- მწვრთნელებსა და კლუბის სპორტულ დირექტორს ძალიან მოვეწონე. საუკეთესო ათეულის შედგენისას კი, პირველი ადგილი მომანიჭეს. როცა ჩვენი სინჯები სრულდებოდა, ესპანეთში საახალწლო არდადეგები დაიწყო, ამიტომ საბოლოო პასუხი 10 იანვრის შემდეგ მეცოდინება. როგორც აგენტისგან შევიტყვე, ჩემით სხვა, ძირითადად ბარსელონური კლუბებიც დაინტერესდნენ. კარიერას იქ გავაგრძელებ, სადაც უკეთესს პირობებს შემომთავაზებენ. ვიცი, რომ “ესპანიოლში” მოხვედრა ძნელი იქნება, თუმცა მე ყველაფერი გავაკეთე და საუკეთესო შეფასებაც მივიღე.

- აქამდე რომელ გუნდებში თამაშობდი?
- 6 წლიდან მოყოლებული, 10 წლის განმავლობაში, “ნორჩ დინამოელში” ვთამაშობდი, იქ ვაჟა ჩიტაური მავარჯიშებდა. ამის შემდეგ, კარიერა “ვიტ ჯორჯიაში” გავაგრძელე, სადაც ჭაბუკებში თენგიზ კობიაშვილი, ხოლო დუბლებში ზურაბ ბერიძე მავარჯიშებდა.

- მარცხენა მცველის გარდა, კიდევ რომელ პოზიციაზე შეგიძლია თამაში?
- ყოველთვის მარცხენა ან ცენტრალურ ნახევარმცველად ვთამაშობდი, მაგრამ “ვიტ ჯორჯიაში” თენგიზ კობიაშვილმა მარცხენა მცველად ჩამომაყალიბა. ეს ყოველივე ესპანეთში ყოფნისას ძალიან გამომადგა, რისთვისაც თეგიზ კობიაშვილს მადლობას ვუხდი.


როგორც გოგასგან შევიტყვეთ, მასთან ერთად “ესპანიოლში” სინჯებზე 17 წლის მარჯვენა მცველი, ნიკოლოზ ველიაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც საუკეთესო ათეულში მეოთხე პოზიცია დაიკავა.

ასევე, შევიტყვეთ, რომ “ესპანიოლში” ქართველი ახალგაზრდები სინჯებზე გასულ სეზონშიც იმყოფებოდნენ. მაშინ ოთო ჭიჭაღუამ პირველი ადგილი დაიკავა, ახლა კი კარიერას ბარსელონაში, “ბადალონაში” აგრძელებს.

 დიტო ჭიჭინაძე

მურთაზ ხურცილავა: „ეუსებიო ფეხბურთის ვირტუოზი იყო“

$
0
0

თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა მურთაზ ხურცილავამ გაიხსენა, როგორი ფეხბურთელი იყო ეუსებიო.

„ეუსებიოს პირველად 1966 წელს ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატზე შევხვდი, როდესაც საბჭოთა კავშირის ნაკრები მესმე ადგილისთვის ბრძოლაში პორტუგალიას შეხვდა (1:2). ის მატჩი ორივე გუნდის შესრულებით ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი იყო, მაგრამ გამორჩეულად ეუსებიოს საოცრად ლამაზი თამაში დამამახსოვრდა. ის ფეხბურთის ვირტუოზი გახლდათ, ძალიან ტექნიკური და კულტურული მოთამაშე იყო. ჩვენ, ფეხბურთელები დიდი პატივისცემით ვეპყრობოდით ასეთ მეტოქეებს“, – აღნიშნა ბატონმა მურთაზმა.

მურთაზ ხურცილავა ეუსებიოს მეორედ 1971 წელს, ლეგენდარული ლევ იაშინის გამოსათხოვარ მატჩზე შეხვდა, რომელის მოსკოვში გაიმართა.

„მაშინ მსოფლიოს ნაკრები საბჭოთა კავშირის „დინამოს“ კლუბებს დაუპირისპირდა. იმ შეხვედრაში მოსკოვის, კიევის, თბილისისა და მინსკის „დინამოები“ ერთი გუნდად ასპარეზობდა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ეუსებიომ ამჯერადაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, – განაცხადა მურთაზ ხურცილავამ.

მატჩის შემდეგ გამართულ ბანკეტზე ხურცილავა მაგიდასთან ეუსებიოს პირისპირ იჯდა.

„ეუსებიოს თავშეკავებამ გამაოცა, ის ხომ იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო?!“ – ციტირებს მურთაზ ხურცილავას სიტყვებს „იტარ-ტასი“.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას, ლეგენდარული ეუსებიო 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბექა დოგრაშვილი

ჩისკო საუბრობს საქართველოზე

$
0
0

Speak Up About Georgia („ისაუბრე საქართველოზე“) ახალი პროექტია, რომლის არსი საქართველოში მყოფი სხვადასხვა ერის მოქალაქეების ჩაწერა და იმის გაგებაა, თუ რას ფიქრობენ ისინი საქართველოზე, რა განსხვავებებს ნახულობენ საკუთარ და ამ ქვეყნის ერის წარმომადგენელ პირებს შორის. რა სირთულეები ექმნებათ მათ საქართველოში ყოფნისას, რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ქვეყანას, რას ურჩევდნენ ქართველ ერს. ამ  საგანმანათლებლო ინფორმაციული პროექტის მიზანი საქართველოში მაცხოვრებელ უცხოელთა მხარდაჭერით ჩვენი ქვეყნის პოპულარიზება და საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაა.

აღნიშნული პროექტის სტუმარია „დინამო თბილისის“ ესპანელი თავდამსხმელი ჩისკო მუნიოსი. ქვემოთ მოცემული ვიდეომასალიდან შეიტყობთ, რას ურჩევდა „დინამო თბილისის“ წარმატებული ფეხბურთელი დამწყებ მოთამაშეებს?! რატომ არის ყოველი დღე განსაკუთრებული მისთვის საქართველოში?! რომელია მისი საოცნებო გუნდი და როგორ ხედავს ის ფეხბურთის მომავალს საქართველოში?! ინტერვიუ მოცემულია ქართული სუბტიტრებით.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი რატი ქირია გვეუბნება, მომავალში დაგეგმილია სხვა უცხოელი ფეხბურთელების ჩაწერაც, მანამდე კი „ისაუბრე საქართველოზე“ ჩისკოსთან ერთად.

 

მამუჩაშვილი “საბურთალოს”ემადლიერება

$
0
0

საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” ახალი სეზონისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო – ჩვენი გუნდი 5 იანვრიდან “ბენდელაზე” ემზადება. სავარაუდოდ 20 რიცხვიდან დედაქალაქელები შეკრებაზე გლდანში,

ახლადგარემონტებულ აკადემიაში გადავლენ, 2 თებერვლიდან კი საბურთალოელები გეზს თურქეთისკენ აიღებენ, სადაც რამდენიმე კვირას განმავლობაში მოემზადებიან.

ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი გუნდისა და U-17-ის ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმერ მამუჩაშვილი, რომელსაც სტაბილური სეზონი ჰქონდა, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში.

- ლადო, საუბარი გასული სეზონით დავიწყოთ – როგორ შეაფასებთ 2013 წელს?
- საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, როგორც გუნდში, ასევე ნაკრებში თითქმის ყველა შეხვედრაში მომიწია თამაში. მქონდა მცირე ჩავარდნები, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მომენტია. მადლობა ჩემი კლუბის მწვრთნელებს იმისათვის, რომ მენდობიან და თამაშის საშუალებას მაძლევენ. ვეცდები, ნდობა კარგი თამაშით გავამართლო.
გეცოდინებათ, რომ სეზონის დასაწყისში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ მენთეშაშვილი დავიმატეთ. ჩვენ ერთ პოზიციაზე ვთამაშობთ, ვფიქრობდი ხშირად არ მომიწევდა მინდორზე გასვლა, თუმცა პრაქტიკულად თამაში არ გამომიტოვია. სიმართლე გითხრათ, რამდენიმე მატჩში მეგონა შემადგენლობაში არ ვიქნებოდი, მაგრამ… ეს ყოველივე ორმაგ პასუხისმგებლობას მაძლევს. ვეცდები მწვრთნელებს ნდობა გავუმართლო.

- თავად აღნიშნეთ, რომ, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში მრავლად გამართეთ მატჩები. სეზონის ბოლოს, დაღლილობამ ხომ არ იჩინა თავი?
- – არა, არ დავღლილვარ, მაგრამ ბოლოსკენ ტრავმა მცირედით გამიმიზეზდა, ახლა ყველაფერი რიგზეა და შემართებით ვემზადები ახალი სეზონისთვის.

- “საბურთალოს” გასულ წელს დებიუტი ჰქონდა პირველ ლიგაში. როგორ შეაფასებთ აღნიშნულ გათამაშებას?
- ვიდრე ჩვენი გუნდი იასპარეზებდა პირველ ლიგაში, 2012 წელს ამ გათამაშების ერთ-ერთ შეხვედრას დავესწარი. ვერც წარმოვიდგენდი თუ ასე მალე მომიწევდა მეც თამაში. რთული ნამდვილად არ იყო, არც ფიზიკურად გამჭირვებია.
განვლილმა ნახევარმა სეზონმა დიდი გამოცდილება შემმატა, ამას აშკარად ვგრძნობ. თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ როცა ნაკრებში მივდივარ სათამაშოდ, ბევრად თავისუფლად გამოვიყურები-ხოლმე.

- ყველაზე უფრო რომელ გუნდთან გაგიჭირდათ გარჯა და პირიქით – სასიამოვნო მატჩი რომელი გახსენდებათ?
- სამტრედიაში, “სამგურალთან” მარცხი კარგა ხანს მემახსოვრება. იმ შეხვედრაში არც მე წამივიდა თამაში და არც მთლიანად გუნდს. ის მატჩი 2:5 წავაგეთ, მეტოქემ აშკარად გვაჯობა. რაც შეეხება სასიამოვნოს – “სამტრედიასთან” საკუთარ კედლებში 5:0 გამარჯვებას ვერც ვიფიქრებდი. თან, მატჩის წინ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი მოვისაკლისეთ, მიუხედავად ამისა, ლამაზი სანახაობა შევთავაზეთ გულშემატკივარს და კარგი გოლებიც გავიტანეთ.

- მეტოქის მოედანზე თამაში ყოველთვის რთულია. ამ ფაქტორს რამდენად მიეჩვიეთ?
- დიდი განსხვავებაა, როდესაც თამაში მეტოქის მოედანზე გიწევს. ბუნებრივია, ბევრად ადვილია, როცა საკუთარ კედლებში ირჯები. რეგიონებში, გულშემატკივრები ხშირად ბილწისტყვაობენ, ამავდოულად სხვა მცირე პრობლემებსაც ვაწყდებით… ასევე დიდი განსხვავება არის მინდვრებში – ჩვენ კარგ პირობებში გვიწევს თამაში, მაგრამ არის სტადიონები, სადაც ძალიან რთულია ბურთის გორება. თუმცა, როგორი მინდვრებიც არ უნდა იყოს და რა პირობებშიც არ უნდა გიწევდეს ასპარეზობა, მთავარი მაინც თავდადებაა.

- ზურაბ მენთეშაშვილზე ზემოთ კი ისაუბრეთ, მაგრამ იმ გამოცდილ ფეხბურთელებზე გვითხარით, რომლების მხარდამხარ ჩაატარეთ პირველი წრე?
- “მენთესასგან” ბევრი რამ ვისწავლე, ისევე როგორც რევაზ გოცირიძისგან. ზურამ პირველ რიგში ბრძოლა მასწავლა. როცა ხედავ, რომ 33 წლის ფეხბურთელი გამოდის მინდორზე და ბოლომდე იხარჯება, არ შეიძლება ასეთ ადამიანს მხარი არ აუბა. ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა. ასევე თავდაჯერებულობაში მეხმარებოდა, შეიძლება ითქვას, მინდორზე მწვრთნელის ფუნქციებს ითავსებდა. რაც შეეხება გოცირიძეს, ძალიან ბევრს ბრძოლობდა, როგორც პირველ ბურთზე, ასევე ჩამოდიოდა დაცვაში და ბურთის ამოტანაში გვეხმარებოდა.

- გუნდმა პირველი წრე მერვე საფეხურზე დაასრულა. თქვენი გადასახედიდან, რამდენად კანონზომიერია აღნიშნული შედეგი?
- ნამდვილად არ ვიმსახურებდით მერვე ადგილს, მაგრამ რას ვიზავთ… მჯერა გამოსწორდება შედეგი და წლეულს ხუთეულში შესვლა უნდა მოვახერხოთ. რამდენიმე თამაში გამოუცდილების გამო დავთმეთ, ასევე ბევრი ქულები გავანიავეთ, რამაც საბოლოოდ იქონია გავლენა.
არადა, სეზონის დასაწყისში კარგი სტარტი გამოგვივიდა, გვეგონა ყველა თამაშს მარტივად მოვიგებდით და ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ…

- ნაკრებზეც გკითხავთ – თბილისმა რამდენიმე თვის წინ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ მატჩებს უმასპინძლა. სასიამოვნოა, რომ შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ, თუმცა გულშემატკივრები და ფეხბურთის სპეციალისტები უფრო მეტს მოელოდნენ…
- თამაშის ხარისხით არც მე ვარ კმაყოფილი, ვერ ვაჩვენეთ გუნდური თამაში, არადა ჩვენი ნაკრები სწორედ ამ კომპონენტით გამოირჩევა. ასეთი მატჩებით ელიტ-რაუნდში წარმატებას ვერ მივაღწევთ, გამოსასწორებელი გვაქვს თამაშის ხარისხი და იმედი მაქვს, მარტამდე, ვიდრე ელიტ-რაუნდის შეხვედრები აიღებს სტარტს, ეს პრობლემა მოგვარდება.
ცოტა თავდაჯერებულობაც გვაკლდა – დედაქალაქში მეტოქეებად ჰოლანდიის გარდა, ფარერები და სან მარინოს თანატოლები გვყავდნენ, უფრო უკეთ გვმართებდა თამაში.

- “სალერის თასი” 2013 მინდა გკითხოთ – ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, როგორებიც არიან “ატლეტიკო”, “დნიპრო”, “მაკაბი” და შემდეგ გამარჯვებული გუნდის მანტიის მოსხმა, იოლი სულაც არ არის. როგორი შთაბეჭდილება დატოვა აღნიშნულმა ტურნირმა?
- 2012 წელსაც მომიწია ამ ტურნირზე თამაშმა და ერთი წლის შემდეგაც. სიმართლე გითხრათ, 2013 წელს უფრო ძლიერი მატჩები იყო, რადგან სამ ევროპულ გუნდს დავუპირისპირდით. თან, სამივე წარმატებული კლუბია ევროპაში. აქედან გამომდინარე, რთული იყო მოგება. სასიამოვნოა, რომ ამ გამარჯვებაში სხვებთან ერთად ჩემი პატარა წვლილიც დევს. ყველამ მაქსიმუმი გავიღეთ და დამსახურებულად დავეუფლეთ “სალერის თასს”.
ვისარგებლებ შემთხვევით და “საბურთალოს” ხელმძღვანელობას, მწვრთნელებს და ყველას, დიდ მადლობას გადავუხდი. ამ სკოლაში დავიწყე ფეხბურთის თამაში და დღემდე აქ ვარ. ერთხელაც არ მიფიქრია, რომ კლუბი გამომეცვალა, სამაგალითო და განსხვავებული კოლექტივია.

FCSaburtalo.GE

Fanebi.Com-ის ჟურნალი გამოქვეყნდა

$
0
0

სპორტული ინტერნეტ-პორტალი Fanebi.Com-ი თავის მკითხველს მუდმივი ნოვაციებით ანებივრებს და ამ მხრივ, არც ეს წელი იქნება გამონაკლისი. ჩვენი თაოსნობით დღეიდან გამოიცემა Fanebi.Com-ის დამატებითი ყოველკვირეული ბეჭდური ვერსია, რომელშიც კვირის გამორჩეული ინფორმაციის გაცნობა შეგეძლებათ. ჟურნალში შეხვდებით არა მხოლოდ იმ ცნობებს, რომელიც უშუალოდ ჩვენს ინტერნეტ-პორტალზე ქვეყნდება, არამედ სხვა დამატებით ინფორმაციასაც, ყოველ ნომერში გამოვავლენთ კვირის საუკეთესო ფეხბურთელს. ჟურნალის წაკითხვა სრულიად უსასყიდლოდ ჩვენივე პორტალზე შეგეძლებათ.

როგორც მოგახსენეთ, დღეს ჟურნალ Fanebi.Com-ის პირველი ნომერი გამოვიდა, რომელიც შედარებით მცირე ფორმატის გახლავთ, თუმცა მომავალში ჟურნალი კიდევ უფრო დაიხვეწება და დამშვენდება.

აქვე შეგიძლიათ გადახედოთ ჟურნალის პირველ ნომერს, რომელიც Fanebi.Com-ზე მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებული ცნობებით შეივსო.


ევროპაბეთისა და Fanebi.Com -ის ახალი კონკურსი: მოიგეთ ფულადი პრიზები

$
0
0

მოგეხსენებათ, ჩვენი Fanebi.Com აქტიურად თანამშრომლობს ტოტალიზატორ Europe-Bet-თან. ამჯერადაც გთავაზობთ, ახალ და საინტერესო, მომგებიან კონკურსს!

ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი მომხმარებელი წავახალისოთ და სხვა საფეხბურთო საიტებისგან განსხვავებით მათზე ვიზრუნოთ. ამიტომაც შევქმენით ცოტა ხნის წინ მომხმარებლისთვის საჩუქრად დასარიგებელი ფონდი.

ამჯერად კი ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ ერთ შესანიშნავ პროექტს ვიწყებთ Europe-Bet-თან ერთად.

საქმე იმაშია, რომ ამ ტოტალიზატორმა სპეციალურად ჩვენი მომხმარებლის წახალისებისთვის თანხა გამოგვიყო და შესაბამისად ყოველკვირა გარკვეულ მატჩებზე გვექნება სპეციალური კონკურსი, სადაც ამ მატჩის ზუსტი პროგნოზი უნდა გამოიცნოთ. გამარჯვებულებს კი 5 ან 10 ლარი დაერიცხებათ ევროპაბეთის დეპოზიტებზე.

იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ კონკურსებში, საჭიროა იყოთ ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრირებული და იყოთ აქტიური მომხმარებელი, თვალი ადევნოთ ჩვენს სიახლეებს.

ჩვენ ხშირად დავწერთ ხოლმე სიახლის სახით, რომ კონკრეტულ მატჩზე არის კონკურსი. შესაბამისად შედიხართ ამ მატჩის გვერდზე და კომენტარების სისტემის მეშვეობით აღნიშნული მატჩის გვერდზე უშუალოდ წერთ ჯერ Europe-bet.com ხოლო შემდეგ თქვენს ზუსტ პროგნოზს. სავალდებულოა, რომ თქვენი ევროპა-ბეთის პინი მითითებული გქონდეთ თქვენს პროფილში “ჩემს შესახებ ველში”.

კომენტარები რომლებიც არ დაიწერება უშუალოდ მატჩის გვერდზე და არ იქნება აღნიშნული სტრუქტურით მაგალითად: “Europe-bet.com 1-1 არ ჩაითვლება.

გახსოვდეთ, რომ ყოველი კვირის გამარჯვებულების პინ კოდები ევროპაბეთს გადაეცემა ორშაბათ დღეს, შესაბამისად დეპოზიტები სწორედ ამის შემდეგ დაგერიცხებათ.

ამჯერად კონკურსი გვაქვს ჩელსი – მანჩესტერ იუნაიტედის მატჩზე, მატჩზე გადასასვლელად და კომენტარის დასატოვებლად შედით ამ ლინკზე: http://fanebi.com/premium/?match_id=224

პირველი 5 სწორი პროგნოზი დაჯილდოვდება 10 ლარით დეპოზიტზე!

ამ კვირის მეორე მატჩია ბეტისი – მადრიდის რეალი : http://fanebi.com/premium/?match_id=1496

პირველ 10 სწორ პროგნოზის ავტორს დაერიცხება 5-5 ლარი!

ხვალ კიდევ ერთი მატჩი დაემატება სიას!

კომენტარის დატოვების შემდეგ ასევე შეგიძლიათ ისაუბროთ მატჩზე და მატჩის დაწყებისას პირდაპირ რეპორტაჟსაც მიადევნოთ თვალყური.

მოკლედ, იაქტიურეთ, ისაუბრეთ,გაარჩიეთ იყავით ნამდვილი გულშემატკივრები და დასაჩუქრდით!

შეგახსენებთ, რომ პროგნოზად ითვლება პირველი ანგარიში რომელსაც დაწერთ, ასევე ერთი მომხმარებლისგან ერთი პროგნოზი მიიღება და ერთი პინიანი 2 მომხარებლის დაფიქსირების შემთხვევაში ასევე მხოლოდ პირველი კომენტარი გაითვალისწინება.

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-2 ნომერი გამოქვეყნდა

$
0
0

დღეს, კვირას გამოვიდა ყოველკვირეულ ჟურნალ Fanebi.com-ის მეორე ნომერი. მართალია, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია თითქმის ერთი კვირის წინათ შედგა, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდის მთავარ საკითხს გვერდს ვერ ავუვლიდით. შესაბამისად, მეორე ნომერში უმეტესწილად „ოქროს ბურთის“ თემებია მიმოხილული. გარდა ამისა, შეგიძლიათ, გაეცნოთ ინტერვიუს ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელ სანდრო ხაბაძესთან.

აქვე გეტყვით, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

19 იანვრის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

„მსოფლიოში ფეხბურთს ქართული წესითაც თამაშობენ“

$
0
0

გთავაზობთ პუბლიკაციას პირადი საარქივო მასალიდან.

მსოფლიო ფეხბურთის განვითარებაში ქართველებსაც გვაქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი და ეს არ გახლავთ ლიტონი სიტყვები. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბატონ სულხან იაშვილს შევხვდით, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი წესის თანაავტორი გახლავთ. მოგეხსენებათ, მეკარეს ბურთის ხელში აღება არ შეუძლია, როცა მას გადაცემას მისივე გუნდის მოთამაშე ფეხით აწვდის. თავის დროზე აღნიშნული წესი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს სწორედ ბატონმა სულხანმა შესთავაზა.

„ეს წესი 20 წელზე დიდი ხანია, რაც დაინერგა. ამის საშუალებით სათამაშო ტემპი ნარჩუნდება. ფიფას ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტებისგან – ჟოაო აველანჟისა და ზეპ ბლატერისგან მადლობის წერილებიც მაქვს მიღებული. 2006 წელს ბლატერმა წიგნი გამომიგზავნა ფიფას 100 წლიანი ისტორიის შესახებ. თბილისის „დინამოს“ ძველი გულშემატკივარი ვარ. თავის დროზე ფეხბურთს მეც ვთამაშობდი. თავისუფალ დროს საფეხბურთო სტატისტიკის მოძიებით ვარ დაკავებული“, – აღნიშნავს ბატონი სულხანი.

სულხან იაშვილმა გაგვანდო, რომ კიდევ აქვს შემუშავებული სხვადასხვა საფეხბურთო წესები.

„ერთ-ერთი წესის მიხედვით, თავით პასის დროს თამაშგარე მდგომარეობა არ უნდა დაფიქსირდეს. აღნიშნული იდეა ფიფას შევთავაზე, თუმცა იქიდან წერილი მოვიდა, რომ ეს ჯერ ეროვნულმა ფედერაციამ უნდა გამოსცადოს. სამწუხაროდ, ამას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დაინტერესება არ მოჰყოლია. მეორე წესიც მაქვს: კუთხურის ჩაწოდების, საჯარიმო და თავისუფალი დარტმების დროს მეკარის ბაქანზე მოედნის ფეხბურთელები არ უნდა შევიდნენ. ასეთ დროს მოთამაშეთა შორის ერთი გაწამაწია იმართება ხოლმე, თან მეკარესაც ხელს უშლიან. ეს წესი ამ პრობლემას შეძლებისდაგვარად მოაგვარებს“, – გვითხრა ბატონმა სულხანმა.

შესაძლოა, აღნიშნული წესების დანერგვა გამოსაცდელი ვადით მაინც ღირდეს.

სულხან იაშვილის თქმით, ის საფეხბურთო წიგნის – „მსოფლიოში ფეხბურთს ქართული წესითაც თამაშობენ“ გამოცემას აპირებს, რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა საინტერესო საკითხები: ფეხბურთის ისტორია, ფეხბურთის როლი ეროვნულ მოძრაობაში, ფეარ-პლეის პრინციპი და სხვა. წიგნის გამოცემას გარკვეული თანხა სჭირდება. სამწუხაროდ, ამის დამფინანსებელი ჯერჯერობით არ გამოჩენილა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული წიგნი გამოიცემა, თუნდაც იმიტომ, რომ „მსოფლიოში ფეხბურთს ქართული წესითაც თამაშობენ“ და ეს არ არის ლიტონი  სიტყვები, ეს ფაქტია.

ბექა დოგრაშვილი
2013 წლის 24 მაისი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-5 ნომერი გამოქვეყნდა

$
0
0

დღეს კვირა დღეა, შესაბამისად, გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეხუთე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გიორგი თექთურმანიძე: „ჟორჟიკაშვილმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში“;
ბლატერმა, თქვენ გინდოდეთ, თორემ პრეზიდენტობა კიდევ შემიძლიაო;
პოსტერი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი;
ფეხბურთოლოგია;
ვისი ფანები იყვნენ „ბითლზის“ წევრები?

 კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

9 თებერვლის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ფეხბურთის ფედერაციამ ახალი ჟურნალი წარადგინა

$
0
0

დღეს, “მიხეილ მესხის” სტადიონის მედიაცენტრში გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი, ყოველთვიური ჟურნალის – “NUMBER ONE” – პრეზენტაცია.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ეს  სოციალური პროექტია და ჟურნალი გაყიდვაში არ იქნება. ახალი ნომრები საფეხბურთო კლუბებს, გულშემატკივრებს და საფეხბურთო სკოლებს უსასყიდლოდ დაურიგდებათ.

პრიორიტეტული იქნება ქართული ფეხბურთი და ფეხბურთის ფედერაციის ახალი და მიმდინარე პროექტები. ჟურნალის მიზანია, რომ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს.

Viewing all 377 articles
Browse latest View live