Quantcast
Channel: ინტერვიუ –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all 377 articles
Browse latest View live

გია გრიგალავა: “ანჟის და გენკის შანსები თანაბარია”

$
0
0

მახაჩკალის “ანჟის” მცველმა გია გრიგალავამ ევროპის ლიგაზე “გენკის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა შეაფასა და სამომავლო შანსებზე ისაუბრა. რუსულ-ბელგიური დაპირისპირება უგოლო ფრით დასრულდა.

“მძიმე მატჩი იყო. შედეგი კი ლოგიკურია. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს საკუთარი ჩემპიონატის თამაშები დაწყებული აქვს, ფიზიკურად მაინც არ ჩამოუვარდებოდით. რიგ შემთხვევებში კი, ვაჯობეთ კიდევაც.

ვთვლი, რომ 0:0-ის შემდეგ შანსები თანაბარია. საკუთარ მოედანზე არ გავუშვით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუმრად შედეგიანი ფრეც გვაკმაყოფილებს” – განაცხადა ქართველმა მცველმა.


ლევან კობიაშვილი: „ჩემს წვლილს შევიტან, რომ ქართული ფეხბურთი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს“

$
0
0

ლევან კობიაშვილს ბერლინის „ჰერტას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა. ჟურნალისტმა ქართველ ფეხბურთელს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგების შეფასებაც სთხოვა. კობიაშვილის თქმით, საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

„ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოს ნაკრებმა დიდ ტურნირზე ითამაშოს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს განსაკუთრებული რამ იქნება. ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ქვეჯგუფში ევროპის უმაღლესი დონის გუნდებთან ერთად მოხვდით და ძალიან მძიმე მატჩები გველის, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

ჩემს ქვეყანაში ფეხბურთი ბევრს უყვარს, ქართული ფეხბურთი გულთან ახლოს მყავს. მომავალში მინდა, რომ ჩემი გამოცდილებით ფედერაციას სტრუქტურების განვითარებაში დავეხმარო. ადრე თუ გვიან, საქართველოში დავბრუნდები და ჩემს წვლილს შევიტან იმაში, რომ ქართულმა ფეხბურთმა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წაიწიოს და უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს“, – ციტირებს კობიაშვილის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ბექა დოგრაშვილი

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-8 ნომერი გამოქვეყნდა

$
0
0

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მერვე ნომერი, რომელიც მთლიანად 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგების შეფასებას ეხება.

ნომერში წაიკითხავთ:

ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — გუნდების თავკაცების შეფასებები;
ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი — ჩვენი კალენდარი;
ისტორია,   სტატისტიკა,   შანსები.

 კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

2 მარტის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ქეცბაია: „ლიხტენშტეინის ნაკრებთან მატჩი დადებითად შეიძლება შეფასდეს“

$
0
0

საქართველოსა და ლიხტენშტეინის ეროვნულ ნაკრებთა შორის გამართული ამხანაგური მატჩის (2:0) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ აღნიშნა, რომ ახლა ჩვენი გუნდის ფეხბურთელების ყველაზე დიდი პრობლემა სათამაშო პრაქტიკის უქონლობაა.

„კარგია, რომ ახალი სეზონი გამარჯვებით დავიწყეთ. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უფრო ძლიერი მეტოქეები გველოდება. ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში და გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა, მით უფრო მაშინ, როცა ბევრი მოსამზადებელ პერიოდს გადის, ზოგი მთელი წელიწადია უათამაშებელია, ფეხბურთელებს პრაქტიკა აკლიათ. ამის მიუხედავად, დღევანდელმა მატჩმა დადებითად ჩაიარა. იმედი მაქვს, მომავალში ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს მეტი პრაქტიკა ექნებათ“, – ამ სიტყვებით გახსნა პრესკონფერენცია ქეცბაიამ.

— როგორ შეაფასებდით დებიუტანტების თამაშს?
— ბევრი მათგანი ფორმაში არ არის, თუმცა მაინც დადებითად შევაფასებდი მათ თამაშს, გასაკეთებელი გააკეთეს. ჭანტურიამ გოლიც გაიტანა. პრაქტიკა როცა ექნებათ, უფრო უკეთ ითამაშებენ.

— გუნდში ოთხი-ხუთი ისეთი ფეხბურთელი გყავდათ, რომელსაც ხალხი მეტად მიესალმა. აპირებთ, რომ სხვა მატჩებშიც ასეთივე შემტევი შემადგენლობა დააყენოთ?
— ძალიან ძნელია, რომ სულ შეტევაზე ვითამაშოთ. იმასაც გააჩნია, თუ ვის ეთამაშები. თქვენ კი გინდათ, რომ სულ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგრამ ჩემი პოზიციიდანაც შეხედეთ. ყველა იმ შემტევ ფეხბურთელს გამოვიძახებთ, რომლებიც კლუბში შაბათ-კვირას ითამაშებს. სათამაშო პრაქტიკის უქონლობა და ფიზიკური მოუმზადებლობაა პრობლემა. გერმანიის ნაკრებთან შემტევი თამაში არ იქნება გამართლებული. ჩვენც გვინდა შეტევითი თამაში, მაგრამ ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს.

— ასეთი თამაშით აპირებთ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას?
— ამდენ მომენტს თუ შევქმნით, ქვეჯგუფში პირველ ადგილზეც გავალთ (იცინის). დღევანდელი მატჩი დადებითად შეიძლება შეფასდეს. საბერძნეთსა და ლიხტენშტეინს შორის გამართულ მატჩს ვუყურე. იმ შეხვედრაში ბერძნებს ჩვენზე მეტი შანსი არ ჰქონიათ. დღეს მეტის გატანა შეგვეძლო. სათქმელია ისიც, რომ ქვეჯგუფში უფრო ძლიერი დონის გუნდები გვყავს.

— ჭანტურია ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ათამაშეთ და ასე იქნება მომავალშიც?
— ვეცდებით, სასურველი ფორმულა გამოვნახოთ. ჭანტურია ჯერ კიდევ შორს არის სასურველი ფორმისგან.

— ლიხტენშტეინის ნაკრებისგან მოელოდით ასეთ თამაშს?
— სტანდარტული მდგომარეობებიდან მოველოდი ხიფათს, რადგან მეტოქეს მაღალი მოთამაშეები ჰყავს, თუმცა არ მახსოვს, რომ მოწინააღმდეგეს რაიმე მომენტი შეექმნას.

— კობახიძემ ცენტრში ითამაშა. მომავალშიც ამ პოზიცაზე იქნება?
— ამხანაგური მატჩები იმისთვისაა, რომ ფეხბურთელები გასინჯო. კობახიძის ყველაზე დიდი პრობლემა სათამაშო პრაქტრიკის უქონლობაა. იმედია, მეტი სათამაშო დრო მიეცემა. გააჩნია, როგორ განვითარდება უკრაინაში სიტუაცია. მაისში კიდევ ჩავატარებთ მატჩს და იმედი მაქვს, მეტი ფეხბურთელის გამოძახების საშუალება მექნება.

— მაისში ვის ვეთამაშებით?
— ოფიციალურად არაფერი არ არის გადაწყვეტილი.

— ლიხტენშტეინის ნაკრებისგან უფრო აგრესიულ თამაშს ელოდით?
— ბერძნებთან უფრო მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს. მეტოქისგან ხიფათს კონტრშეტევებზე ველოდი, თუმცა ამას თავი გავართვით. უფრო მეტს ველოდი მათგან.

— ფიზიკური მომზადება აღნიშნეთ და კონკრეტულად რა პრობლემებია? ქვეჯგუფში ორი ისეთი მეტოქე გვყავს, რომ ამ მხრივ გაგვიჭირდება…
— პრობლემებზე საუბარი არ ვიცი, რითი დავიწყო და რითი დავასრულო. მინდა, რომ ეროვნული ჩემპიონატიდან მეტი ფეხბურთელი მყავდეს, მაგრამ ამის საშუალება არ არის, ამიტომ ლეგიონერებს ვეყრდნობი. ფიზიკური მომზადება, წონა…. არცერთ ქვეყანაში არ უწევთ ფიზიკურ მომზადებაზე საუბარი. ბიჭები გუშინწინ ჩამოვიდნენ. ამ დროში 5 კილოგრამს ვერ დააკლებინებ, ნაკრებში არც ფეხბურთის თამაში არ ისწავლება, უკვე უნდა იცოდე. ამიტომ ვამბობდი, რომ საქართველოს ჩემპიონატში უფრო მეტ ახალგაზრდას უნდა მიეცეს შანსი. ასე ახალგაზრდა ფეხბურთელები ყოველთვის პერსპექტიულებად ითვლებიან, 30 წელს გადასცდებიან და იქ მთავრდება მათი ფეხბურთი. ახლა ქართული ფეხბურთი ყველაზე მძიმე სიტუაციაშია. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვერც ფეხბურთის ფედერაცია, ვერც მე და ვერც გულშემატკივრები ვერ მოამზადებენ. რაც შეეხება ქვეჯგუფს, ვეცდებით, რომ შეუძლებელი გავაკეთოთ.

ბექა დოგრაშვილი

შრომისმოყვარეობის ხარჯზე გახანგრძლივებული კარიერა

$
0
0

იშვიათია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც 37 წლის ასაკში უმაღლეს ლიგაში ღირსეულად თამაშობს. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი სევასტი თოდუა, ვინც „ტორპედოში“ უკვე მესამედ დაბრუნდა და ტრადიციული, „5 ნომერი“ მოირგო. არ გვახსენდება ამ საუკუნეში, ანალოგიური მოსწრების მოქმედ ფეხბურთელს ჩვენს ქვეყანაში ასეთ დონეზე სხვა ვინმეს ეთამაშოს.

გარდა დადებითი პროფესიული რეპუტაციისა, ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე შეგნებული ადამიანის სახელიც აქვს. პროფესიონალური კარიერის დაწყებიდან სულ 9 ქართულ გუნდში უასპარეზია და მის ანგარიშზე უმაღლეს ლიგაში ჩატარებული 400-მდე შეხვედრაა. აქედან ყველაზე მეტჯერ, დღემდე 130-ში „ტორპედოს“ მაისური და თან ნახევარზე მეტ მათგანში კაპიტნის სამკლავურიც აქვს მორგებული. ქუთაისელთა რიგებში ასპარეზობისას ორჯერ მოიგო შიდა ჩემპიონატი და ერთხელ ეროვნული თასი. ამრიგად, მის სახელსა და გვარს ჩვენი კლუბის ისტორიაში საპატიო ადგილი უჭირავს.

თუ გახსოვთ, 2012 წლის დასაწყისში, მას „ტორპედოში“ გაცილებაც მოუწყვეს, მაგრამ ცენტრალური მცველის სათამაშო მონაცემები მთავარმა მწვრთნელმა დღესაც მოიწონა. ქუთაისური გუნდის ბოლო მატჩში ბოლნისელებთან მნიშვნელოვან გამარჯვებაში მისი წვლილი გაზეთმა „ლელომ“ გამოყო და იგი „ტურის სიმბოლურ ნაკრებში“ შეიყვანა. ამ და სხვა საინტერესო თემებზე „სევა“-სთან ინტერვიუ ჩავწერეთ…

- სევასტი, მოდი, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ თქვენი კარიერის გასული მნიშვნელოვანი ეტაპები?
- აბაშის რაიონის სოფელ მარანში დავიბადე და იქ, ფაქტობრივად, ბავშვთა ფეხბურთი სკოლაში არ გამივლია, 20 წლისას ისე მოვხვდი პირველ ლიგაში სამტრედიის „იბერიას“ შემადგენლობაში. სამტრედიელებთან ერთად „უმაღლესში“ გადავედი და მერე „ვიტ ჯორჯიაში“ ჩავირიცხე, სადაც ძოძუაშვილმა აღმომაჩინა და ეროვნულ ნაკრებში მიმიწვია. სულ ნაკრების მაისურით 2 ოფიციალური და 7 ამხანაგური მატჩი ჩავატარე, რის შემდეგაც ჩემი საკლუბო კარიერაც „გახურდა“.

- განსაკუთრებით რომელი მიღწევა დაგამახსოვრდათ? ამასთან, იყო იმედგაცრუებებიც…
- ყველაზე მეტად „დინამოსთან“ საჩემპიონო მატჩი მახსენდება ქუთაისში, როცა „ასკამ“(მალხაზ ასათიანმა) გაიტანა გამარჯვების პენალტი და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. არ დამავიწყდება ის ატმოსფერო, რაც მაშინ სავსე სტადიონზე სუფევდა. იმედგაცრუებაც ძალიან ბევრი იყო, როგორია თასის 8 ფინალიდან 6-ჯერ რომ წააგებ? 2011 წელს „გაგრასთან“ მატჩში საკუთარ კარში რომ გავიტანე ბურთი, ბუნებრივია, ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული მატჩი ის იყო. რა გასაკვირია, რომ რამდენიმე დღე არ მეძინა მას შემდეგ.

- რის ხარჯზე მოახერხეთ სათამაშო ფორმის შენარჩუნება ამ ასაკში?
- მთავარია, არასდროს თქვა, რომ დავბერდი და ახლა გამოცდილებით უნდა ვითამაშო, იმდენს არ ვირბენ, როგორც სხვა და ამით ფორმას შევინარჩუნებ. რადგან შენ ასაკში ხარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია მარტო გამოცდილებით თამაში, ასე ურთულესია დიდხანს დარჩე ფეხბურთში უმაღლესი ლიგის დონეზე. ასეთ კონდიციებში ყოფნას, ალბათ, თავდაუზოგავი შრომითა და ფეხბურთისადმი დიდი სიყვარულით ვახერხებ, ეს იმისთვის, რომ სტადიონზე, როცა გავალ ვინმემ არ დამიძახოს დაბერდი და სახლში წადიო, ვცდილობ, ამის თქმის საბაბი არავის არ მივცე. მეც ჩემი თავმოყვარეობა მაქვს და სტადიონზე რომ გახვალ გუნდს უნდა დაეხმარო და არა პირიქით. ძალზედ მცირე მოტივაცია აქვს მარტო ფინანსურ მხარეს.

- საკმაოდ ბევრ ეროვნულ ჩემპიონატში მიგიღიათ მონაწილეობა, საინტერესოა თქვენი მოსაზრება, არის თუ არა პროგრესი? საგულისხმოა, რომ პირობებიც მეტნაკლებად ყველგან გაუმჯობესებულია…
- ბევრი ამბობს, რომ საქართველოს ჩემპიონატი ადვილი სათამაშოა, მაგრამ, დამტკიცებულა, რომ ეს შეხედულება მცდარია, თუნდაც იმით, რომ უამრავ ლეგიონერს ვერ გაურთმევია თავი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე ან კიდევ იშვიათად, რომ 30-32 წელს გადაცილებული ნაყოფიერად თამაშობდეს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ძალიან ძნელია აქ თამაში, თუმცა დონის ასამაღლებლად საჭიროა უკეთესი პირობები და რეკლამა, თორე ტალანტები ჩვენ ნანდვილად არ გვაკლია. ეს არის, ნაკრებში თუ ვერ ითამაშე, რა ნიჭიც არ უნდა გქონდეს, უმეტეს შემთხვევაში ჩვენს ჩემპიონატს ვერ გაცდები. რაც შეეხება პირობების გაუმჯობესებას, ვერ დაგეთანხმებით, ახლა რომ ავიღოთ, თბილისის „დინამოს“ გარდა, სხვა გუნდებში თითქმის ერთნაირი სიტუაციაა. ასე ჩვენი ჩემპიონატი ვერ გაიზრდება. 7-8 გუნდი თუ არ იქნა ერთ დონეზე, პროგრესს ვერ მივაღწევთ. ეს უბრალოდ თავის მოტყუილებაა. შეიძლება, არც ტყუიან, უბრალოდ, მეტი გამოსავალი არ აქვთ…

- მალე 38-ს გახდებით, ალბათ, მწვრთნელობაზეც გიფიქრიათ…
- არასდროს არ მიფიქრია მწვრთნელობაზე და იმისთვის „ვიკლავ“ თავს, რომ 3-4 წელი კიდევ გავაგრძელო წარმატებული თამაში, შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ, ღმერთის წყალობით, დავუმტკიცებ ყველას რომ კიდევ შემეძლება. კარიერის დასრულება ჯერ ფიქრადაც არ მაქვს და თუ თავს სისუსტეს შევატყობ, ძალიან გამიჭირდება უფეხბურთოდ გაძლება, მაგრამ ხვალვე წავალ.

- რას ურჩევდით დამწყებ ფეხბურთელებს?
- ვურჩევდი, რომ ბევრი იშრომონ და ნაკლები ილაპარაკონ. ივარჯიშონ და იბრძოლონ გამალებით. შეიძლება რაღაც ეტაპზე მიაღწიო ნიჭიერების გამო წარმატებას, მაგრამ წინ აუცილებლად დაგხვდება უვარჯიშებლობა და ნაკლები მომზადება.

- „ტორპედოზე“ გადავერთოთ, რა ადგილი უჭირავს თქვენთვის ამ კლუბს და რამდენად დაფასებულად გრძნობთ თავს აქ?
- ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს „ტორპედოს“, აქ მესამედ დავბრუნდი და ქუთაისი ჩემთვის ყველაფერია. სტადიონზე, როცა ვიწყებ გახურებას უკვე მიხარია. გულშემატკივრებიც გვერდში მიდგანან და ვგრძნობ, რომ თბილად არიან კონკრეტულად ჩემს მიმართ და მეც მინდა, რომ გამოვხატო საპასუხო სიყვარული „ტორპედოსთვის“ თავგანწირული თამაშით.

- კარიერის დასრულებას ქუთაისში ხომ არ აპირებთ?
- ძალით ვერავინ ვერ დარჩება გუნდში, ეგ მწვრთნელის გადასაწყვეტია და მისი თანხმობა თუ იქნება, კიდევ დიდხანს ვითამაშებ. მარტო ჩემი ნება, რომ ყოფილიყო არასდროს არ წავიდოდი ქუთაისიდან.

- ფაქტობრივად, შეკრება არ გაუვლია გუნდს და რთულია ამის შემდეგ მაღალ მიზნებზე საუბარი…
- ნამდვილად, კარგად იცით რაც ხდებოდა, სასადილო გახსნილი არ იყო და შეკრებაც ვერ გავიარეთ, ძალიან მძიმე სიტუაცია დაგვხვდა, მაგრამ ჩვენ ბიჭებმა ერთად შევიკარით და ვთქვით, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ დღეს ჭირდება ჩვენი გვერდში დგომა და უნდა გავძლოთ. კვერცხს და ძეხვს ვჭამდით მთავარ მწვრთნელთან ერთად და ისე გადავიტანეთ ის დღეები. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვარ, მქონდა უმაღლესი ლიგის სხვა გუნდებიდან შემოთავაზებებიც, მაგრამ არ წავედი. მართალია, ვინც არ უნდა ყოფილიყო მწვრთნელად თუ ქუთაისში მომიწვევდნენ მაინც დავბრუნდებოდი, მაგრამ  რევაზ ძოძუაშვილმა დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილებაში.

- „ტორპედოს“ რომელი რგოლია გამორჩეული? და თქვენს პარტნიორ ლატვიელს როგორ დაახასიათებთ?
- ვთვლი, რომ თანაბრად ვართ დაბალანსებულები და შეკრების გაუვლელობის გამო ნელ-ნელა თამაშებით შევდივართ ფორმაში. ამიტომ, ჩვენ კი არა „ბარსაც“ რომ ჩააგდო მსგავს სიტუაციაში, ასე უცებ ისიც ვერ ითამაშებს ხარისხიან ფეხბურთს. ლატვიელზე ვიტყოდი, რომ ცუდი შთაბეჭდილება არ მაქვს და კარგია, რომ მისი პლიუსი საჰაერო ორთაბრძოლებია.

- ბუნებრივია, პირველი გამარჯვება დადებით მუხტს შემოიტანდა კლუბში, მით უმეტეს, როცა ბევრისთვის მოულოდნელი იყო ეს…
- რა თქმა უნდა, „სიონის“ დამარცხებით ვიგრძნენით, რომ ჩვენც შეგვიძლია შედეგის მოტანა და ფსიქოლიგურად განგვამტკიცა ამ მოგებამ. კიდევ გამოჩნდება, რომ ჩვენთანაც არიან ძლიერი ფეხბურთელები: ელიავა, ტუღუში, კვასხვაძე, ჩიკვილაძე და სხვები…

- „ლელომ“ გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეგიყვანათ, ეს რას ნიშნავს თქვენთვის?
- სიმართლე გითხრათ, მე იშვიათად ვკითხულობ გაზეთებს, მაგრამ მადლიერი ვარ მათი და დიდი სიამოვნებაა ასე მასშტაბურად რომ გამომარჩიეს. ეგ კი არა, ადამიანი ერთ თბილ სიტყვასაც რომ გეტყვის, ესეც საკმარისია, რომ მომდევნო თამაშები უფრო მეტი სტიმულით ჩაატარო.

- გორის „დილასთან“ საშინაო მარცხის შემდეგ(1:2) რამდენად რეალურია თასზე „ტორპედოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლა?
- გორთან ძალიან მძიმე თამაში გვქონდა, ვწუხვარ, რომ მეორე გოლი ჩემი შეცდომით გავუშვით, მაგრამ ასეც ხდება და საპასუხო თამაშში გამოსწორებას ვეცდები. ქუთაისში პირველი შეხვედრა იყო და ჩვენს მეტოქეზე გაცილებით უფრო შეუთამაშებლები და დაძაბულებიც ვიყავით. რა თქმა უნდა, შანსები გვაქვს და ფარ-ხმალს არანაირად არ დავყრით.

- შეაფასეთ უმაღლესში დარჩენისა და ზედა ექვსეულში მოხვედრის შანსები…
- ვფიქრობ, გამორიცხულია, რომ წელს უმაღლესიდან გავვარდეთ. საუკეთესო ექვსეულისთვის კი 9-ში, „დინამოს“ თუ მოვუგებთ დიდ ნაბიჯს გადავგდგამთ. სამწუხაროა, ჩვენ ისეთი ქულები დაგვხვდა, რომ ამ ეტაპზე ძალიან ძნელია, მაღალ ადგილებზე მოხვედრა.

- და ბოლოს, თბილისი „დინამოსთან“ მოახლოვებულ პაექრობაზეც გვითხარით, თავად ძალზედ კარგად იცით ამ თამაშის მნიშვნელობა…
- ვგრძნობთ ბიჭები, რომ „დინამო“ ჩვენი ყველაზე განსაკუთრებული მეტოქეა. ასევე, ვიცით, რომ ჩვენი გულშემატკივრები მრავლად მოვლენ ამ მატჩზე, რომელთა გასახარებლად ყველაფერს დავდებთ მოედანზე.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

FCTorpedo.Ge

სანდრო ხაბაძე: “ფინეთში მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობ”

$
0
0

სანდრო ხაბაძეს “კაიანში” დებიუტი რამდენიმე დღის წინ ჰქონდა. 20 წლის ფორვარდს ფინეთში დავუკავშირდით და ახალ გუნდზე და მის შთაბეჭდილებებზე გავესაუბრეთ. 

 

საინტერესოა, როგორ მოხვდი ფინეთში?

მოგეხსენებათ, რომ გარკვეული პერიოდი ლიტვაში ვთამაშობდი. გრანიტას კლაიპედაში ყოფნისას 9 მატჩი ჩავატარე და 2 გოლი გავიტანე. სამწუხაროდ კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, ხელმძღვანელობამ ლეგიონერებთან განშორების გადაწყვეტილება მიიღო და ისევე, როგორც სხვა უცხოელმა მოთამაშეებმა ლიტვური კლუბი მეც თავისუფალი აგენტის სტატუსით დავტოვე. საქართველოში დაბრუნებულმა ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიში დინამო თბილისის სარეზერვო გუნდთან ერთად გავაგრძელე. ყოველდღე ვშრომობდი და ბოლომდე ვიხარჯებოდი. ერთ დღესაც  ჩემმა მეგობარმა, ირაკლი ხვედელიანმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი თავი ფინურ კლუბს წარუდგინა, ხელმძღვანელობა დაინტერესებულია და გელოდებიანო. ფაქტობტივად ფინურმა კლუბმა ყველა დეტალი ირაკლისთან შეათანხმა, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვიცოდი, რომ ცუდ ვარიანტს არ მირჩევდა. ასე მოვხვდი კაიანში, სადაც კიდევ ერთი ქართველი, კახა სამსონია დამხვდა.

 

როგორი სიტუაციაა გუნდში?

გუნდში ჩამოსულს ძალიან კარგი ატმოსფერო დამხვდა. ფინეთში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად მიდის. ახალ გუნდთან ერთად ჯერ-ჯერობით ორი მატჩი ჩავატარე. ვიმედოვნებ ძალიან მოკლე დროში შევძლეებ, რომ ჩემი თავი კარგად წარმოვაჩინო. ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის, თითოეულ ვარჯიშზე და თამაშზე შესაძლებლობათა მაქსიმუმის დადებას ვცდილობ.

 

ფინეთში ჩასულს როგორი პირობები დაგხვდა?

გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვცხოვრობ. ძალიან კარგი პირობებია იმისთვის, რომ მხოლოდ ფეხბურთზე ვიფიქრო. ყველამ თბილად მიმიღო, ხელმძღვანელობისგან და თანაგუნდელებისგან მხოლოდ თანადგომას ვგრძნობ და ეს კიდევ უფრო მმატებს ძალებს. ამ მოკლე პერიოდში ქალაქის რაღაც ნაწილი დავათვალიერე. პატარა და ლამაზი ქალაქია, წესრიგისა და სისუფთავის მოყვარული ხალხი ცხოვრობს.

 

რას იტყოდი შენი გუნდის შესახებ?

როგორც ვიცი კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობას ახალი და მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბება დაევალა. კოლექტივში რამდენიმე ახალი მოთამაშე არის, მათ შორის მეც, თუმცა არიან გამოცდილი ფეხბურთელებიც, რომლებიც კაიანის მაისურით წლების მანძილზე გამოდიან. ფეხბურთელები ვცდილობთ, რომ შევთამაშდეთ. ჩემი აზრით ცოტა დრო გვჭირდება და უფრო კარგ თამაშებს ჩავატარებთ. მალე ჩემპიონატი იწყება და წარმატებული სტარტისთვის ვემზადებით.

 

როგორი გამოდგა სანდრო ხაბაძისთვის ამხანაგური და ოფიციალური მატჩი ფინეთში?

პირველი ამხანაგური იყო, სადაც 1:0 მოვიგეთ და საგოლე გადაცემა მივითვალე. მეორე კი ორიოდ დღის წინ ფინეთის თასის მეოთხე ეტაპზე კემის წინააღმდეგ. რაც შეეხება სათასო მატჩს, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კემი არ იყო ის გუნდი, რომელთანაც ჩვენ 1:3 უნდა წაგვეგო. ჩემმა თანაგუნდელებმა თამაში კარგად დაიწყეს, საწყისს 25 წუთში ბურთს კარგად აკონტროლებდნენ და ხშირად მწვავედაც უტევდნენ მეტოქე გუნდის კარსაც. თუმცა პირველმა გაშვებულმა ბურთის შემდეგ გუნდი გატყდა და თამაში სხვა სცენარით წარიმართა. რაც შეეხება ჩემ პირვე ოფიციალურ მატჩში, თამაშში 58-ე წუთიდან ჩავერთე, ამ დროისთვის ჩემი გუნდი 0:1 აგებდა. მალევე მეორე გოლი მივიღეთ, ცენტრში არაზუსტი პასი გამომივიდა და მეტოქემ კონტრშეტევაზე გაგვიტანა. ცოტა ხანში მეც მომეცა შეცდომის გამოსწორების საშუალება, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ძლიერად დავარტყი კარისკენ, თუმცა მეკარემ მაჯობა. მატჩის მიწურულს კი საგოლე გადაცემა მივითვალე, სამწუხაროდ 1:3 დავმარცხდით და თასის გათამაშებას გამოვეთიშეთ. ჩემი თამაშით არ ვარ კმაყოფილი, უფრო მეტის გაკეთება შემეძლო გუნდისთვის. ეს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ნამდვილად არ არის, პირველ ოფიციალურ მატჩს თავისებურად ვნერვიულობდი, შინაგანი წნეხს ვგრძნობდი. იმედია მომდევნო შეხვედრებში მეტი სათამაშო დრო მომეცემა და უფრო მეტად დავეხმარები ჩემს გუნდს.

 

დასასრულს თანაგუნდელსა და თანამემამულეზე კახა სამსონიაზეც გკითხავთ, მოასწარით უკვე დამეგობრება?

კახა ძალიან კეთილი პიროვნება არის. ჩამოსვლის პირველივე დღიდან იგი ყველაფერში მეხმარება. ბევრი ნიუანსი და დეტალი ამიხსნა. ცხოვრებაში ძალიან კარგი მეგობარია და იმედი მაქვს ერთმანეთისთვის მოედანზეც კარგი პარტნიორები ვიქნებით. როგორც მოთამაშე, ძალიან კარგი ფეხბურთელია, სისწრაფესთან ერთად თავისი დახვეწილი ტექნიკითაც გამოირჩევა და შემთხვევითი არ არის, რომ იგი ამ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი და გუნდის ლიდერია. წარმატება მინდა ვუსურვო კახას და გვერდში დგომისთვის კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას, კარი-პეკა მოილანენსა და იანი კოუვუნენს, მათგან დიდ ყურადღებას და სითბოს ვგრძნობ და მინდა, რომ მათი ნდობა და იმედები ჩემი კარგი თამაშით გავამართლო.

გიორგი დევდარიანი: “სირცხვილია იმ ჩემპიონატის ყურება, სადაც მატჩების უმრავლესობა გარიგებულია”

$
0
0

რამდენიმე საათის წინ, ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი სოციალური ქსელის საშუალებით ბოლო დროს გავრცელებულ ამბებს საკმაოდ ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ დევდარიანმა რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პოლიტიკის დროში” დარეკა და თქვა, რომ მას რცხვენია.

“ბოდიშს ვიხდი გადაცემაში დაუსრულებელი აზრი, ამდენ ხანს რომ ვერ დავამთავრე. მიზეზი ნამდვილად მქონდა.

მინდა, დავიწყო იმით, რომ რაგბისტებს გამარჯვება მივულოცო, მათ ეს დაიმსახურეს. რამდენიმე წლის წინ კიკეთში ვიმყოფებოდი, სადაც ასეთ ფაქტს შევესწარი: ტყეში ერთი პატარა რაგბისტი დაიკარგა. არ ვიცი, როგორ მოახერხეს, მაგრამ ძალიან მოკლე დროში, თბილისში მყოფი ყველა რაგბისტი, დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული პატარა რაგბისტებით, დარზმულები გაჩდნენ იმ ადგილას. შეესივნენ ტყეს, დაიწყეს ძებნა და მანამ არ წავიდნენ სახლში, სანამ ის ბავშვი არ იპოვეს. როგორც მახსოვს ღამის გათენება ტყეში მოუხდათ, ბავშვს ორი დღე ეძებდნენ. იპოვეს და გაიმარჯვეს. სხვანაირად ვერ მოიგებ. ერთობას გაუმარჯოს.

ახლა, რაც შეეეხება გადაცემას. პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ არც არავიზე უკეთესი მგონია ჩემი თავი. მე ისეთივე ცოდვით სავსე ვარ, ვისზეც ვიძახი, მრცხვენია-თქო. ძალიან მინდა, ყველა უკეთესად ვიყოთ. იმ გადაცემის შემდეგ, ბევრი ადამიანი მხვდება და მეუბნება, რისი თქმა გინდოდაო.

ბევრმა ისე გაიგო, თითქოს, რაც ვთქვი ფედერაციის მისამართით იყო გამოთქმული. ვეცდები განვმარტო. იმ დღეს, ფედერაციის მიმართ არაფერი მითქვამს და არა იმიტომ, რომ ვთვლი, უშეცდომოდ მუშაობენ და უნაკლო ორგანიზაციაა. უნაკლო ორგანიზაციას კი არა, კაცს ვერ ნახავ უშეცდომოს. მეც ფედერაციაში ვმუშაობ და თუ რამე არ მომწონს ან არ ვეთანხმები, არავინ მიშლის ჩემი აზრის გამოთქმას. ხან მეთანხმებიან, ხან – არა, თუმცა ეს ნორმალურიცაა. ფედერაციას ისედაც ხშირად აკრიტიკებენ.

კრიტიკა აუცილებელია და ვერც ამაში ვხედავ რაიმე საგანგაშოსა და სამარცხვინოს. მე მინდა იმას შევეხო, რისიც მრცხვენია და ვთვლი, რომ მარტო ფედერაცია ვერ მოერევა, თუ ყველა ჩვენთაგანი, ვისაც ფეხბურთი უყვარს, არ გამოიჩენს პრინციპულ პოზიციას. ჯერ მინდა, გადაცემის ყველა სტუმრის მიმარტ პატივისცემა გამოვხატო, იქ პირადული პრობლემა არავისთან მქონია. ჩემი მიზანი იყო და არის, რომ ქართულ ფეხბურთში სიტუაცია გაუმჯობესდეს.

მე არც პროკური ვარ და არც გამომძიებელი. ჩემი სურვილი არ არის და არც არასოდეს იქნება ვინმეს დაჭერა და გაუბედურება. არც ის ვიცი ზუსტად, ვინ ვისგან რას იღებს და რას უბრუნებს, მაგრამ ყველგან იმაზე მიდის საუბარი, თუ რა უმსგავსობა ხდება. სწორედ ამაზე ვთქვი, რომ მრცხვენია და მართლაც, ძალიან მრცხვენია ამდენი შურისა და გაუტანლობის. მაისურაძემ (“ლოკომოტივი” – ავტ.) “ბარსელონას” მოუგო და ასე თქვეს, მესამე გუნდს მოუგესო (მაგ სიმართლით იარონ). მრცხვენია განკითხვისა და ტყუილების. გამარტოკაცების მრცხვენია და მეშინია, რომ ეს ჩვენი მომავალი თაობებისათვის ნორმად არ იქცეს, არადა ბევრიც არაფერი უკლია.

სირცხვილია იმ ჩემპიონატის ყურება, სადაც მატჩების უმრავლესობა გარიგებულია (გეგუჩაძის გარდა, თავს ვერავიზე დავდებ რო არა, მაგრამ ვერ დაუმტკიცებ). პირველი ლიგა ხომ სულ ქარვასლაა, წაგვლეკეს აზიის ტოტალიზატორებმა და თან რა მოედნებზე. ეს ოქროსავით ნაკრების ბიჭები რომ ჩაგვყავს სათამაშოდ, სიტყვების პოვნაც კი ჭირს, რომ მოტივაცია მოუძებნო. არადა, ხვალ ელიტ-რაუნდი ელით და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ემზადებიან.

მრცხვენია, რომ აქა-იქ გუნდებში მოსახვედრად ისევ გაისმა “სტავკების” შესახებ. ამაზე ყველა აქტიურად საუბრობს, თანაც, როცა ლაპარაკობენ, სულ დედას გვაგინებენ. ბავშვები ადამიანების ნდობას კარგავენ და არ მრცხვენოდეს? ერთი კაცის გამო, ჩირქი ას კაცს ეცხება. ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით და თუ მალე, გონზე არ მოვალთ, დავიღუპებით.

მოვა სულ მალე არჩევნები და აირჩიეთ, ვინც გინდათ. სხვა თუ არაფერი, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები ნაღდად სამართლიანი იყო. მგონია, ახლაც ასე იქნება. მაგრამ, არჩევნებამდეც გავრისკოთ, ერთად დავდგეთ და ვნახოთ, რა გამოვა.

თქვე კაი ხალხო, ადამიანები ოთახიდან გამოუსვლელად, გამოქვაბულებში ნახულობენ იმათ, ვინც ჭირდებათ. დავიჯერო ძნელია, ფედერაციასთან ერთად, გინდ მის გარეშეც, შეიქმნას რაიმე ჯგუფი, რომელიც 24 საათი იმუშავებს მაგ საქმეებზე და იმათ ვინც ხელებს აფათურებს, ხელების ფათურსა უკრძალავს.

კიდევ ერთხელ, მე არავის დაჭერა არ მინდა. მინდა, რომ ქვეყანაში თავაწეულებმა ვიაროთ, ისევე როგორც ჩვენი რაგბისტები, წყალბურთელები, კალათბურთელები და მოჭიდავეები დადიან.”

რეკორდსმენი მეკარე 17 წელი და მეტი „ტორპედოს“ სამსახურში

$
0
0

გელა სერგოს-ძე კიკალეიშვილი ქუთაისის „ტორპედოში“ 1997 წლიდან წვრთნის მეკარეებს. ამ ხნის განმავლობაში იგი უმეტესად მთავარ კოლექტივს ემსახურება. ქუთაისის მკვიდრს მშობლიური ქალაქის გუნდის კარიც დაუცვია 2 სეზონის განმავლობაში, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მწვრთნელობა. მის პროფესიულ კარიერაში მხოლოდ იმერული კლუბები დომინირებს. მწვრთნელის ხელმძღვანელობით არაერთ ისეთ მეკარეს გაუვლია სასწავლო კურსები, რომლებსაც სხვადასხვა დროს საქართველოს ნაკრებში უასპარეზიათ. რაც ყველაზე საინტერესოა, შევიტყვეთ, რომ საკავშირო და ეროვნული ჩემპიონატების ოფიციალურ მატჩებში მეტოქეთა კარში გატანილი 30 გოლით(!) ვეტერან მეკარეს რეკორდი აქვს დამყარებული. „ტორპედოს“ დამსახურებულ მუშაკი, რომელიც ყველასთვის დადებით პიროვნებად ხასიათდება, ჩვენი კლუბის მეკარეებს დღესაც წვრთნის და ამ რგოლის გაძლიერებაში კვლავ შეაქვს თავისი მოკრძალებული წვლილი.

54 წლის სპეციალისტთან არამარტო ზემოთ მოყვანილ თემებზე ვისაუბრეთ.

„მეკარის კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი ვანის „სულორში“ მაქვს გატარებული, სადაც 600 თამაშამდე ჩავატარე. ასევე, ვიყავი სამტრედიის „ლოკომოტივში“, მაშინ მეორე ლიგაში გამოვდიოდით და 1978-79 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ვერცხლის მედლები ავიღეთ, პირველ ადგილზე ლანჩხუთელები გავიდნენ. შემდეგი 3 წელი დავყავი წყალტუბოს „სამგურალში“, იმ დროს უკვე დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატი გვქონდა. იქედან ჩავირიცხე ქუთაისის „ტორპედოში“ და 2-წლიანი მეკარეობის შემდეგ სერგო კუტივაძემ მეკარეების გაწვრთნა დამავალა, რასაც დღემდე მხოლოდ „ტორპედოში“ ვაკეთებ. ქუთაისში ყოფნისას კუტივაძის გარდა ისეთ მწვრთნელებთან ერთად მიმუშავია, როგორებიცაა: სოსო ფრუიძე, დავით ყიფიანი, ოთარ გაბელია, ალექსანდრ შტელინი(უკრაინა), რევაზ ბურკაძე, ჯემალ ხერხაძე. 1999 წლის თასის ფინალის(წყალტუბოსთან) მოგებიდან, „ტორპედოს“ ყველა ტიტული ჩემთვის ძალიან სამახსოვროა, რადგან ჩემი აქ მუშაობის დროს მიაღწია გუნდმა იმ დიდ წარმატებებს“.

- თქვენი მწვრთნელობის დროს „ტორპედოს“ მეკარეებით საკმაოდ ხშირად მარაგდებოდა საქართველოს ნაკრები…

- დიახ, ნაკრებში ძირითადად სწორედ „ტორპედოს“ მეკარეებს იძახებდნენ, ესენი იყვნენ: ნიკა ტოგონიძე, გრიგოლ ჭანტურია, ნუკრი რევიშვილი, რომელიც 4 წელი ჩემთან ვარჯიშობდა, ასევე, დავით გვარამაძე, ირაკლი ზოიძე, ზვიად სტურუა და სხვები. ყველა ჩამოთვლილს ჩვენთან აქვს გავლილი კარიერა.

- მთლიანად კარიერაში თქვენს ანგარიშზე 30 გოლია, რაც ჩვენს ქვეყანაში მეკარისთვის სარეკორდო მაჩვენებელია…

- აქედან 8 გოლი მაქვს ეროვნულ ჩემპიონატებში გატანილი, მათ შორის „ტორპედოს“ რიგებში ყოფნისასაც, ხოლო დანარჩენი საბჭოთა კავშირის პირველობებზე. სულ 32-დან ზუსტად 30 პენალტი შევასრულე.

- როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა თქვენი პერიოდისა და ახლანდელ თაობებს შორის?

- ქართველებს ყოველთვის ჰქონდათ საფეხბურთო ნიჭი. მაშინ ჩვენ სხვა გასართობი საშუალებები საერთოდ არ გვქონდა და ბურთის გარდა სხვა არაფერი არ გვაინტერესებდა, ამდენად, 100-დან 99-ს სურდა ბურთის გორება. ახლა კი უამრავი სახის გართობაა, ამიტომ, ასე მგონია, მაშინ უფრო გვინდოდა ფეხბურთის თამაში, ვიდრე დღეს უნდათ. ასევე, ცალსახად ვერ შევადარებ იმას, ძველად უფრო რთული იყო თამაში თუ ახლა უფრო მეტი სიძნელეებია, რადგან, ზოგი რამ განვითარდა, ზოგიც კი ძველი ჯობდა. მაგალითად: მაშინდელ ფეხბურთში ძალისმიერი თამაში უფრო ჭრიდა, დღეს კი ტექნიკაა წინა პლანზე.

- დღევანდელ „ტორპედოში“ მეკარის რგოლს როგორ შეაფასებთ?

- ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარის პრობლემა არასდროს არ ჰქონია, თუმცა იყვნენ სხვადასხვა სტილის მეკარეები, როგორც მინდვრის მოთამაშეები, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, იყო განსხვავება. ძალიან კარგია, რომ დღეს როინ კვასხვაძეს სახით ტექნიკური მეკარე გვყავს. არიან ძლიერი მეკარეები, რომელთაც არ აქვთ ტექნიკა და სხვა პლუსები გააჩნიათ. ვფიქრობ, დღევანდელ „ტორპედოში“ ყველაზე ნათელი წერტილი მეკარეა. ასევე, მეორე მეკარე ალექსანდრე ადამიაც, რომელსაც ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭია, თუ იმუშავებს საკუთარ თავზე მასაც შეუძლია კარგ დონეზე ითამაშოს.

- ამჟამად, მსოფლიოში საუკეთესო მეკარედ ვინ მიგაჩნიათ?

- ვთვლი, რომ დღევანდელ თაობაში საერთო დონის მიხედვით მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი უპირველესია. მეკარეობის ტექნიკა არ აკლია, თან ახალგაზრდაა, კიდევ უფრო მომატების შანსიც აქვს და თითქმის ყველა მატჩს სტაბილურად თამაშობს. საზოგადოდ, მეკარემ 10-დან 8 თამაში ისე უნდა ჩაატაროს, რომ შეცდომა არ დაუშვას. ეს 20 პროცენტი ადამიანია და შეიძლება შეცდეს, მაგრამ რაც უფრო ნაკლები იქნება ხარვეზი, მით უკეთესი.

- მოგეხსენებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი მოედანზე კარებია და მისი დარაჯის გარჯას რამდენ პროცენტს მიანიჭებდით გუნდის გამარჯვებასა თუ მარცხის დროს?

- ბუნებრივია, მეკარემ ყველაზე ცოტა შეცდომა უნდა დაუშვას, 100-დან 5 პროცენტი თუ შეცდება ეს ყველაზე კარგია, მაგრამ ურთულესი. კარგი მეკარე, როცა გყავს გუნდში, იგი გაცილებით უფრო მაღალპროცენტულს ხდის გუნდის გამარჯვების შანსებს, ფსიქოლოგიურადაც ბევრს ნიშნავს, როცა იცი, რომ გუნდში ძლიერი მეკარე გყავს. ტყუილად კი არ ამბობენ, მეკარე ნახევარი გუნდიაო. ვიტყოდი, რომ კარგი მეკარე ნახევარზე მეტიცაა.

- ქართული ფეხბურთის დღევანდელ ყოფაზე რას იტყვით?

- პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალაქში გაკეთდეს ნორმალური მოედნები, რომ ბავშვები გაიზარდონ. მარტო თბილისსა და ქუთაისიდან წამოსული ბავშვებით ქვეყანა ვერ იხეირებს. ადრე რაიონებიდან და პატარა ქალაქებიდანაც მოდიოდნენ ბავშვები და ასეც ივსებოდა ნაკრები. დღეს კი უმეტესად ასეა, როცა მოწვიმს თუ ხელოვნური არ აქვთ ბავშვები საერთოდ ვერ ვარჯიშობენ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, საერთოდ, ნაკრებისთვის საჭიროა, რომ გუნდს რამდენიმე ვარსკვლავი ან თუნდაც ლიდერი ჰყავდეს, როგორც ეს ძველად იყო, სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან ასე არ არის. შეიძლება, საკლუბო გუნდი გააკეთო რაღაც მიზნისთვის და ფეხბურთელებიც ჩამოიყვანო სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ნაკრებში ამას ვერ გააკეთებ. ამიტომ, ეროვნული ჩემპიონატი რომ გაძლიერდება და უფრო დაძაბული გახდება, მერე შეიძლება ნაკრების სიძლიერეზეც საუბარი.

- რა უნდა გაითვალისწინონ მომავალმა მეკარეებმა?

- უპირველეს ყოვლისა, როცა მეკარე მოდის ჩვენთან, მას არ აქვს ელემენტარული ცოდნა მიღებული, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა სპორტსკოლას ჰყავდეს მეკარის მწვრთნელი, რომელიც ასწავლის ახალგაზრდა მეკარეებს ბურთთან მუშაობას, როგორ აიღოს, მიიღოს და ასე შემდეგ. 15-16 წლის ბავშვს რომ არ აქვს თავიდანვე სწორად ნასწავლი, მერე ძნელია გადაჩვევა. ჩვენთან მოსულს ცოდნა უნდა გავუღრმავოთ და არა 0-დან დავაწყებინოთ. სხვათა შორის, მეკარე გვიან „იხსნება“. თუ წარმატება გინდა, ამ საქმისთვის უნდა გადადო ყველაფერი, დღე და ღამე უნდა იფიქრო, იმუშავო, ივარჯიშო, აკეთო რასაც გეტყვიან, ასეთი მიდგომით გამართლების შანსიც დიდია და გჯეროდეს, დაგიფასდება ეს ყველაფერი.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

FCTorpedo.GE


ჯემალ ტაბიძე: “ლივერპულში ბევრი რამ ვისწავლე”

$
0
0
546948_418820301556919_86944903_n

“საბურთალოს” მცველი ჯემალ ტაბიძე “ლივერპულში” სტაჟირების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ახალგაზრდა მცველს სწორედ ინგლისურ შთაბეჭდილებებით დავიწყეთ. 

 

- ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი დონის კლუბში მომეცა სტაჟირების გავლის საშუალება. “ლივერპულში” ბევრი რამ ვისწავლე და მივხვდი რომ, კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო და დასახევეწი.

- “ლივერპულის” ასაკობრივი გუნდების დონეს როგორ შეაფასებდი?

- “ლივერპულს” ძალიან ძლიერი გუნდები ჰყავს. 21-წლამდელთა გუნდში ვვარჯიშობდი. დარწმუნებული ვარ, იქიდან რამდენიმე ფეხბურთელი მალე “ლივერპულის” ძირითადშიც მოხვდება.

- “ლივერპულის” რომელიმე ცნობილ ფეხბურთელს თუ შეხვდი? 

- დიახ, ბაზაზე ყოფნის დროს მერსისაიდელების ლეგენდარული მცველთან, ჯიმი კარაგერთან მქონდა შეხვედრა.

- მოდი ქართულ ამბებზე გადავერთოთ. ასაკობრივი ნაკრებებში თამაშის გამოცდილება უკვე გაქვს…

- პირველ რიგში U-17-ს გავიხსენებ. საკმაოდ კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ უიღბლობის გამო ელიტ-რაუნდიდან ვეღარ გავედით. ცოტა გამართლება და ევროპის ჩემპიონატზე ვიქნებოდით. ახლა კი, მთლიანად 19-წლამდელთა მატჩებზე ვარ კონცენტრირებული - ორ თვეში ელიტ-რაუნდი გვაქვს სათამაშო.

- ჯგუფში კვიპროსი, ისრაელი და შვეიცარია გვყავს. შანსებს როგორ შეაფასებდი? 

- ჩემი აზრით, ფავორიტები სწორედ ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო და ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ.

- საკლუბო თემასაც შევეხოთ. “საბურთალოს” წელს პირველ ლიგაში დებიუტი აქვს. როგორ შეაფასებდი მიმდინარე სეზონს? 

- სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ, თავიდან ასპროცენტიანი შედეგი გვქონდა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია აირია და ამას ჩვენს გამოუცდელობას დავაბრალებდი.

პირველი წრეს შედეგით კმაყოფილები ნამდვილად არ ვართ. იმედია, მეორე ეტაპზე ჩვენს ბავშვურ შეცდომებს გამოვასწორებთ და საკადრის შედეგს მივიღებთ.

- სამომავლო გეგმებზე რას იტყვი? 

- ჯერ-ჯერობით ჩემს მომავალს “საბურთალოს” ვუკავშირებ. აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ამ კლუბმა ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.

 

კანკავა: “მე გმირი არ ვარ”

$
0
0
Kankava_Djaba

30 მარტს, უკრაინის ჩემპიონატში, “დნიპროსა” და კიევის “დინამოს” შორის გამართულ შეხვედრაში უსიამოვნო რამ მოხდა. მეკარესთან შეჯახების შემდეგ, კიეველთა ფეხბურთელმა ოლეგ გუსევმა გონება დაკარგა და როგორც შემდეგ გაირკვა, მას სიცოცხლე ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ შეუნარჩუნა.

მატჩის დასრულების შემდეგ ეს ამბავი მთელ მსოფლიოს მოედო და ჯაბა კანკავას ბევრმა “გმირიც” კი უწოდა, მაგრამ როგორც თავად მოთამაშე ამბობს, ის ისე მოიქცა, როგორც საჭირო იყო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ინტერვიუ მისცა XSPORT-ს, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

- მინდა, იმით დავიწყო, რომ თავს გმირად სულაც არ მივიჩნევ. მე ის გავაკეთე, რაც იმ სიტუაციაში საჭირო იყო. ვფიქრობ, ჩემს ადგილას სხვა, ნებისმიერი ფეხბურთელი ასე მოიქცეოდა. უბრალოდ, გუსევთან ყველაზე ახლოს მე ვიყავი.

- დინამიური ეპიზოდი იყო. უცებ მიხვდით თუ არა, რომ გუსევის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა?
- ყველაფერი კარგად დავინახე, ოლეგმა თვალები დახუჭა. მე კი მასთან ძალიან სწრაფად მივედი.

- ეპიზოდის დასრულების შემდეგ, გამოჩნდა, რომ თქვენ ტკივილს გრძნობდით. როგორ მდგომარეობაშია თქვენი ხელი და თითები?
- ჩემი ხელი და თითები კარგად არიან. ოლეგმა ცოტათი მიკბინა… თუმცა, მთავარი ისაა, რომ გუსევიც და ჩვენც კარგად ვართ.

დიტო ჭიჭინაძე

ლაშა ნავერიანი: ესტონური ჩემპიონატი პერსპექტიულია

$
0
0
10153507_652255728145135_122348726_n

წყალტუბოს “სამგურალის” ფეხბურთელი ლაშა ნავერიანი კარიერას ესტონეთის უმაღლესი ლიგის კლუბ, “ლოკომოტივში” გააგრძელებს. ლაშას ესტონეთში დავუკავშირდით და ახალ კლუბზე გავესაუბრეთ.

 

-ესტონეთში წასვლამდე საქართველოში ასპარეზობდი. როგორი იყო შენი ქართული კარიერა?

- თბილისის “დინამოს” სკოლის აღზრდილი ვარ. “დინამოში” მოხვედრამდე ჩემი მწვრთნელები მერაბ მოსიავა და ფარვიზ ნიჟარაძე იყვნენ.  ბოლოს პირველ ლიგაში “სამგურალის” ღირსებას ვიცავდი.

- ესტონეთში როგორ აღმოჩნდი? 

- “ლოკომოტივში” სინჯები შემომთავაზეს და დავთანხმდი. სამი თამაშის შემდეგ კონტრაქტიც გავაფორმე. მინდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ კარგი საცხოვრებელი და სავარჯიშო პირობები შემომთავაზეს.

- მიმდინარე სეზონში შენს ახალ გუნდს რა მიზანი აქვს?

- მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება არის. მინდა, რომ კლუბს დავეხმარო და შემდეგ უკეთეს გუნდში ვცადო ბედი.

- საქართველოს და ესტონეთის საფეხბურთო დონე რომ შევადაროთ, უპირატესობას რომელს მიანიჭებდი? 

- საქართველოს უმაღლეს ლიგაში უფრო მაღალი დონეა, თუმცა ესტონეთის პლიუსი ის არის, რომ აქედან ევროპაში ადვილია მოხვედრა. ესტონური ლიგა უფრო პერსპექტიულია.

- ახალ ქვეყანას როგორ შეეგუე? 

- პირველივე დღიდან საკამაოდ კარგად მიმიღეს. გუნდშიც ძალიან დავმეგობრდი ბიჭებტან. კლუბის ხელმძღვანელობაც საკმაოდ დიდი ყურადღებას იჩენს. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.

 

ზაქარია ბეგლარიშვილი: “ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა”

$
0
0
1979678_10152277715348389_58053806_n

23 წლის ზაქარია ბეგლარიშვილია წლებია ესტონეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდის, ტალინის “ფლორას” ღირსებას იცავს. ქართველი ნახევარმცველი გუნდის ლიდერია. ბეგლარიშვილის ესტონეთში დაუკავშირდით და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ვესაუბრეთ. 

 

 

 

- საქართველოში როგორც ფეხბურთელს დიდი დრო არ გაგიტარებია. ფეხბურთის თამაში სად დაიწყე? 

- ფეხბურთის თამაში “ნორჩ დინამოელში” 6 წლის ასაკი დავიწყე, სადაც ჩემი პირველი მწვრთნელი პაატა მეტრეველი იყო.

- უცხოეთში საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში წახვედი. ცოტა ხომ არ იჩქარე? 

- ვთვლი რომ წასვლა გამართლებულია. ევროპული ქვეყანაა და აქედან უკეთეს გუნდში გადასვლა შედარებით ადვილია.

- ესტონეთში უკვე დიდი ხანია ასპარეზობ და იქაური დონე კარგად იცი. უმაღლეს ლიგასთან რომ შევადაროთ, რას იტყოდი?

- ჩემი აზრით დონე თანაბარია. წელს ესტონეთში საკმაოდ დაძაბული პირველობაა. 4-5 თანაბარი დონის გუნდი შეიკრიბა, რაც დაძაბულობას ზრდის.
ესტონეთში ყველა გუნდს შესანიშნავი სათამაშო და სავარჯიშო პირობები აქვს. “ფლორა” კი ამ კუთხით საუკეთესოა. წელს სუპერთასის მოგებაც შევძელით. გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე მე გავიტანე.

- სანაკრებო გამოცდილებაც გაქვს…
- ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია, თუმცა ალბათ სულ სხვა გრძნობაა ეროვნული გუნდი. ჩემი ოცნებაც სწორედ ეროვნულ ნაკრებში თამაშია და იმედია ასეთი შესაძლებლობა მომეცემა. ყველანაირად ვცდილობ, რომ ნაკრებში გამოძახება დავიმსახურო.
- შენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდი?
 - შარშან საქართველოდან მქონდა შემოთავაზება, თუმცა საბუთების მხრივ რაღაც პრობლემები შემექმნა და ესტონეთში დავბრუნდი. ამ ეტაპზე ახალი არაფერია. მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ რაც შეიძლება მეტი ვითამაშო და სათამაშო პრაქტიკა მქონდეს. წელს ლიგაში ყველა თამაში სრულად ჩავატარე და 2 გოლის გატანა მოვახერხე.

 

ბექა გოცირიძე: “უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდმა სავარჯიშოდაც კი არ მიმიღო”

$
0
0
34521

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშის კარიერა უბედური შემთხვევის გამო სასურველი გზით არ წარიამრთა. ბექა გოცირიძეს ავტოავარიის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნების მცდელობა კი  ჰქონდა, თუმცა მაშინ არაფერი არ გამოვიდა. 25 წლის ფეხბურთელს დღის წინ დავუკავშირდით და სასიხარულო ამბავიც გავიგეთ. გოცირიძე კვლავ აპირებს მოედანზე გასვლას. 

 

- შენი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი „დნიპროში“ გადასვლა იყო. როგორ გაიხსენებდი იმ პერიოდს?

- უკრაინაში ყვეალფერი კარგად იწყებოდა, მაგრამ ავარიის შემდეგ მდგომარეობა ამერია. ერთი წელი უვარჯიშებელი ვიყავი და დუბლშემადგენლობაში გადამიყვანეს. გულახდილად რომ გითხრათ, ამის გამო მოტივაცია დამეკარგა.

- ეროვნული ნაკრებში რამდენიმე მწვრთნელთან გაქვს ნამუშევარი. თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრები კუპერის მწვრთნელობის დროს ჩაატარე. როგორ დაახასიათებდი მისი ფორმაციის ნაკრებს?

- კუპერის დროს ძალიან გვაკრიტიკებდნენ. არადა ნაკრები ვერც დღეს არის მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ სამწუხაროდ ხმას არავინ იღებს.

- „დნიპროში“ ყოფნის დროს საუბარი იყო შენს მიმართ თბილისის „დინამოს“ ინტერესის შესახებ…

- „დინამოსთან“ უბრალოდ ვერ შევთანხმდით და „დნიპროში“ მომიწია დაბრუნება.

- ავტოავარიის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნების მცდელობა გორის „დილაში“ გქონდა. რამ შეგიშალა ხელი?

- „დილაში“ მწვრთნელის ნდობას ვერ ვგრძნობდი, თუმცა მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ძველი ფორმის დაბრუნება ვერ მოვახერხე.

ერთი სამწუხარო ფაქტიც მინდა ავღნიშნო. ასეა თუ ისე გარკვეულ დონეზე ფეხბურთი მითამაშია, მაგრამ სამწუხაროდ უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდმა სავარჯიშოდაც კი არ მიმიღო. საუბარი უბრალოდ ვარჯიშზე იყო, მე მათგან ფინანსურ ანაზღაურებას არ ვითხოვდი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ფუტსალში ვცადო ბედი, „გრანდში“ ვითამაშებ. მინდა მადლობა გადავუხადო ამ კლუბის სპორტულ დირექტორს გიროგი შანიძეს, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია.  

-ფუტსალიდან ფეხბურთში წარმატებულად დაბრუნების რამდენიმე მაგალითი არსებობს. მომავალში დიდ მოედანს ხომ არ დაუბრუნდები?

-ამის სურვილი რა თქმა უნდა მაქვს, თუმცა უმაღლესი ლიგა რთული სათამაშოა და ვნახოთ რა გამოვა. მიმდინარე სეზონში ბოლნისის „სიონის“ თამაშებს ვეწრები ხშირად, სადაც თოთაძეს და განუგრავას გამოვარჩევდი. ჩემპიონატში რამდენიმე კარგი გუნდია. 

-უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდაზე რას ფიქრობ?

-იდეას მივესალმები. ეს პროექტი რაიონებში ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-15 ნომერი გამოქვეყნდა

$
0
0
Cover-15

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეთხუთმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — ჯენიფერ ლოპესი: „ფეხბურთი გვაერთიანებს“ (ინტერვიუ);
გვ. 3 — მუნდიალის თასი მსოფლიოს უკლებლივ ყველა ნაკრებს;
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 8 — ბექა გოცირიძე: „უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდმა სავარჯიშოდაც კი არ მიმიღო“ (ინტერვიუ).

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

20 აპრილის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

მალხაზ ასათიანი მწვრთნელობას აპირებს?

$
0
0
მალხაზ ასათიანი

რუსულმა „სპორტ-ექსპრესმა“ საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრ მალხაზ ასათიანს ინტერვიუ ჩამოართვა. საუბრის ძირითადი თემა რუსეთის ჩემპიონატი გახლდათ, თუმც ასათიანი ინტერვიუს ბოლოს სამომავლო გეგმებს შეეხო.

„ჯერჯერობით ვისვენებ. ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა. ძირითადად ქუთაისში ვარ, ხანდახან მოსკოვში მეგობრებს ვაკითხავ.

საქართველოში მცირე ბიზნები მაქვს. ჯერ არ გადამიწყვეტია, მომავალს დავუკავშირებ თუ არა ფეხბურთს. აშვეთიას მსგავსად, შესაძლოა, სამწვრთნელო კურსი გავიარო. სერტიფიკატი არასდროს არაა ზედმეტი“, – აღნიშნა მალხაზ ასათიანმა.

ბექა დოგრაშვილი


Fanebi.Com-ის ჟურნალის მე-17 ნომერი გამოქვეყნდა

$
0
0
Cover-17

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეჩვიდმეტე ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

გვ. 2 — პიარკამპანია ბანანით — დანი ალვესის მოქმედება დაგეგმილი იყო
გვ. 3 — ცხოვრება ოთხ ფერში
გვ. 4-5 — კვირის   ახალი   ამბები;
გვ. 6-7 — კვირის  კარიკატურები;
გვ. 7-8 — ლევან კობიაშვილი: „ჩემს თავს ქართულ ფეხბურთში ვხედავ“ (ინტერვიუ)

   შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

4 მაისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

შეადგინე კვირის ბილეთი და მოიგე ფულადი პრიზები –გამარჯვებულთა რაოდენობა გაიზარდა!

$
0
0
Fanebi - europe-bet

როგორც მოგეხსენებათ, სპორტული პორტალი Fanebi.com-ი და ტოტალიზატორი Europe-bet-ი უკვე მესამე თვეა, გთავაზობთ მეტად საინტერესო ერთობლივ კონკურს – „კვირის ბილეთები“, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მომხმარებლებს ფულადი ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ეძლებათ. ჩვენი კონკურსის უპირატესობა გახლავთ ის, რომ მოთამაშე არასდროს არ რჩება წაგებული, ვინაიდან ჩვეულებრივი ფსონის დადებისგან განსხვავებით, აქ არ არის აუცილებელი საწყისი თანხის ქონა და საერთოდ, ამ პროექტში მოთამაშე არცერთ ეტაპზე არ ხარჯავს ფულს. პირიქით, კონკურსი იძლევა შესაძლებლობას ნულოვანი ბალანსიდან მაღალ მოგებაზე გახვიდეთ. ამისთვის მხოლოდ საჭიროა, რომ მიენდოთ ინტუიციას, გამოიყენოთ საფეხბურთო აზროვნება, გააკეთოთ კვირის ბილეთები, გამოიცნოთ თქვენს მიერ არჩეული მატჩების საბოლოო შედეგები და კვირის ბოლოს „ევროპაბეთის“ ბალანსზე მოგებული თანხის დარიცხვას დაელოდოთ. ყველაფერი ძალიან მარტივია. ბილეთების შედგება შეგიძლიათ გვერდზე — „კვირის ბილეთები“ http://fanebi.com/prognozebi/

მოხარულნი ვართ, რომ აღნიშნულმა პროექტმა ფეხბურთის გულშემატკივრების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. წინა კვირაში 1000-ზე მეტი ბილეთი მივიღეთ. თქვენი აქტიურობა სტიმულს გვაძლევს, რომ კონკურსი კიდევ უფრო გავაფართოვოთ. სამი თვის მანძილზე აღნიშნული კონკურსიდან უკვე 1000 ლარამდე გავეცით და გვინდა, გაცნობოთ, რომ პროექტის საპრიზო ფონდი კიდევ უფრო იზრდება. აქამდე თუ კვირის საუკეთესო სამი ბილეთის მფლობელი ჯილდოვდებოდა, ეს რაოდენობა ხუთამდე იზრდება. შესაბამისად, იზრდება თანხის მოგების შანსიც. აქედან გამომდინარე, ველით თქვენს კიდევ უფრო გააქტიურებას.

Fanebi.com-ი ერთადერთი ქართული სპორტული ინტერნეტ-პორტალია, რომელიც ზრუნავს თავის მომხმარებელზე. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მომხმარებლებს და ვცდილობთ, მათთვის მაქსიმალურად კომფორტული ინტერნეტ-გარემოს შექმნას. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თითოეულ იმ მომხმარებელს, რომელიც ყოველდღიურად გვსტუმრობს და რომლისთვისაც Fanebi.Com-ი მეტია, ვიდრე უბრალოდ ვებ-გვერდი.

„ტორპედოს“ კაპიტანი –პირველი ნაბიჯებიდან სამომავლო გეგმების ჩათვლით

$
0
0
1400087471_IMG_8755

მრავალი გულშემატკივარი თვლის, რომ, ძველი დროიდან მოყოლებული, ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარის რგოლში ძირითადად არ უჭირს. საბედნიეროდ, ეს საკითხი ჩვენს გუნდში დღესაც წესრიგშია, რაც 24 წლის როინ კვასხვაძის დამსახურებაა. პირველნომრიანი მაისურის მფლობელს მისი ბაბუის, ასევე როინ კვასხვაძის, გენები გამოჰყვა. ბაბუის, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობით „ტორპედოს“ ყველა დროის ერთ-ერთი სახელოვანი მეკარე(კაპიტანიც) გახლდათ. მართლაც, განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა კლუბის ისტორიაში ასეთი წარმატებული მეკარის ადგილს წლების შემდეგ მისი შვილიშვილი, იგივე სახელისა და გვარის მქონე, იკავებს და ამ ძალზედ საპასუხისმგებლო საქმის კეთებას ძალიან კარგადაც აგრძელებს. კვასხვაძეების საფეხბურთო ოჯახის ტრადიციების დამცველი დღეს ტორპედოელთა კაპიტანიც არის. ამა წლის დასაწყისში, მშობლიური ქალაქის კლუბში ჩარიცხვის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბევრი ისეთი მატჩი ჩაატარა, რომელიც მის აქტივში ჩაიწერა. აქვე სასიამოვნო სიახლეზეც, ქვეყნის პირველი გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ იგი 29 მაისსა და 3 ივნისს, შესაბამისად, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებთა წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა. ჩვენ თავად კვასხვაძეს არამარტო „ტორპედოსა“ და პირადად მასთან დაკავშირებულ, არამედ სხვა საინტერესო თემებზეც ვესაუბრეთ, გთავაზობთ ინტერვიუს…

– მოდი, პირველ რიგში, მოგვიყევი, მეკარეობა როგორ დაიწყე?

– სიმართლე გითხრათ, როცა ფეხბურთში შევაბიჯე, თავიდან ნახევარმცველი ვიყავი. მამაჩემს, გიორგი კვასხვაძეს ავტოქარხანაში ჰქონდა საფეხბურთო სკოლა „მემორიალი“, რომლის პრეზიდენტიც თვითონ იყო. მე და ჩემმა ძმამ აქ დავიწყეთ თამაში. იმ პერიოდში ქუთაისიდან ყველა თბილისში გარბოდა, რადგან იქ უფრო განვითარებული იყო სკოლები. მეც 13 წლის ასაკში წავედი თბილისის „თბილისში“, სადაც ჭაბუკთა ლიგაში ჩემი მწვრთნელი იყო კობა ჟორჟიკაშვილი, თუმცა მეკარეების მწვრთნელიც და ჩემთვის ყველაფერი მაშინ მამაჩემი გახლდათ, იგი მავარჯიშებდა კიდეც. იქ 1 წელი ვითამაშე და მერე „ზესტაფონმა“ შემისყიდა, სადაც 16 წლის ვიყავი, როცა უმაღლეს ლიგაში პირველი თამაში ჩავატარე.

- შენი ბაბუა ერთ-ერთი სახელგანთქმული ტორპედოელი იყო, ეს დამატებით სტიმულს უნდა გაძლევდეს…

– ბაბუაჩემს მართლაც დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები და ალბათ, მისი გენები მეც გადმომეცა. ყოველთვის ვცდილობ, რომ გავამართალო ის ტრადიცია, რასაც ჰქვია საფეხბურთო ოჯახი და იმედია, ასეც იქნება. მამაჩემსაც უთამაშია ფეხბურთი, თავის დროზე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში იყო. მისი დიდი სურვილითა და შთაგონებით პოზიცია შევიცვალე და ბაბუის კვალს გავყევი.

- კვასხვაძეების საფეხბურთო ოჯახის კიდევ ერთი წევრი შენი ძმაა, ნიკოლოზი ამჟამად საჩხერის „ჩიხურაში“ ასპარეზობს, ერთი პერიოდი ერთადაც თამაშობდით „ზესტაფონში“…

– დიახ, „ზესტაფონში“ ორივეს ბედნიერი წლები გვაქვს გატარებული, ყველაზე კარგად ის სეზონი გვახსენდება, როცა ეროვნული თასის ფინალი ისე მოვიგეთ, რომ ორივე ძირითად შემადგენლობაში ვიყავით. მართლაც, დიდი სიხარული მოგვანიჭა იმ წლებმა, როცა ერთად ვთამაშობდით, მერე ის სხვა გუნდში გადავიდა. ვფიქრობ, ნიკას აქვს იმის ნიჭი, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

რაც შეეხება ჩემს ზესტაფონურ კარიერას, მოხარული ვიყავი, რომ იმ დიდ კლუბში ჩემი სიტყვა მეც მეთქმოდა, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადო „ზესტაფონის“ ხელმძღვანელებსა და გულშემატკივრებს, იქ 8 წელი გავატარე და ცხადია, ამ კლუბს ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

- დღეს „ტორპედოში“ ხარ, აქაურობა როგორ მოგწონს?

– საერთოდ, ეს კლუბი, რომ ჩემთვის ძალიან ახლოა, ამას ბევრი მტკიცება არ ჭირდება. როცა დღევანდელი გუნდი შეიკრიბა, ისე ჩანდა, რომ „ტორპედო“ არ წარმოადგენდა საშუალო ძალასაც კი, მაგრამ ნელნელა ხელმძღვანელებმა და ფეხბურთელებმა ვიგრძენით ჩვენ-ჩვენი მოვალეობები და ვფიქრობ, რომ ძალიან მეგობრული გუნდიც გავხდით და დღეს უკვე შეგვიძლია სხვა გუნდებზე კონკურენციის გაწევაც.

- ბოლო ტურში, „მერანთან“ მოგების შემთხვევაში „ტორპედო“ ქვედა ექვსეულში გამარჯვებული გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენციაში არაერთ გუნდს უკვე აჯობეთ…

– არის გუნდში ხშირი საუბარი მაგ საკითხზე და ახლაც ჩვენი ერთადერთი საზრუნავიც სწორედ ეგაა, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ, ღმერთის წყალობით, ვიგებთ თამაშებს და კარგად მიდის ყველაფერი, თუმცა, რასაკვირველია, ამ გუნდს ჭირდება გაძლიერება, რათა ჩემპიონობისა და თასისთვის იბრძოლოს.

- „ტორპედოს“ მომავალი როგორ წარმოგიდგენია?

– მომავალზე რა გითხრათ, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს კლუბი რაც შეიძლება მაღალი დონის იყოს და უფრო სტაბილური მდგომარეობა ჰქონდეს. „ტორპედო“ საქართველოში ყოველთვის ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს. საერთოდ, ქუთაისთან თამაში ძალიან რთულია ყველასთვის, რა გუნდიც არ უნდა ჰყავდეს.

- ეროვნული ჩემპიონატის გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებული თემა ამ ბოლოს ძალზედ აქტუალური გახდა, შენი მოსაზრება როგორია აღნიშნულზე?

– მე დღეს „ტორპედოში“ ვარ და შიდა სამზარეულოში ჩახედულობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ „ტორპედოს“ არანაირ გარიგებაში არ მიუღია მონაწილეობა. ის, რასაც მივაღწიეთ ბიჭებმა, ყველაფერი ჩვენი პატიოსანი შრომის შედეგია.

– ნაკრებში დიდი ხანია გიძახებენ, ახალი მოწვევაც უკვე მოგივიდა, თუმცა ამ ეტაპზე უმეტესად თადარიგში გიწევს ყოფნა, უფრო ძლიერი კონკურენტები გყავს?

– რა თქმა უნდა, ასეა. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია თუ ვის ათამაშებს და მე ყველანაირად ვცდილობ და კიდევ ბევრჯერ დაველოდები ჩემს შანსს, რათა დავამტკიცო ის, რომ მე ვარ ღირსეული კონკურენტი: გიორგი ლორიას, ნუკრი რევიშვილის და ომარ მიგინეიშვილის.

– ესპანეთის ნაკრებთან თბილისში გამართულ მატჩში(0:1) დებიუტი გქონდა ჩვენს ნაკრებში, ამ თამაშში ლორიას გმირობაზე მთელი საქართველო დღემდე ლაპარაკობს, შემდეგ მან ტრავმა მიიღო და შენ შეხვედი მოედანზე, როგორ გაიხსენებ იმ წუთებს?

– ძალიან რთული იყო, როცა ისეთ დროს შევედი მოედანზე, მითუმეტეს ესპანეთთან, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან გამიხარდა, რომ ჩავერთვე შეხვედრაში, პირველი თამაში იყო და ვნერვიულობდი კიდეც, მაგრამ მთავარია, რომ ეს პირველი ნაბიჯი გადავდგი და ვეცდები, რომ თუ კიდევ მომეცემა მომავალში შანსი, უფრო გავამართლო იმედები.

– ე.წ. პირველხარისხოვანი გუნდებიდან რომელს გულშემატკივრობ ევროპაში?

– მადრიდის „რეალს“, რომელიც წელს საკმაოდ კარგ ფორმაშია და ვფიქრობ, ამ სეზონს ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლებით დაასრულებს.

- სამაგალითო მეკარე ვინ არის შენთვის?

– იკერ კასილასი ჩემთვის სამაგალითოა, თუმცა დღესდღეობით მსფოლიოში მაინც საუკეთესო მგონი ჯიანლუიჯი ბუფონია, ასევე, გამოვარჩევდი მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარეს, კურტუას.

– საქართველოს ჩემპიონატში თუ არის ისეთი ფორვარდი, რომელსაც ყველაზე მეტად უფრთხი?

– არასდროს მითქვამს ამა თუ იმ თამაშზე პერსონალურად რომელიმე ფეხბურთელზე, რომ ის გოლს ხშირად მიტანს. თუ გამორჩევაზეა საუბარი, ჩემი თანაგუნდელია, თუმცა მაინც ბექა ტუღუშს გამოვარჩევდი, ასევე, კარგი თავდამსხმელია ნიკუშა საბანაძეც. ადრე კი გელაშვილი-დვალის დუეტი განსაკუთრებით შედეგიანი იყო.

– “ტორპედოსთან” მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაქვს, რას აპირებ შემდეგ?

– აქ როცა მოვდიოდით არავინ არ იცოდა თუ რა სიტუაცია დაგვხვდებოდა. ყველანაირად მინდოდა, რომ „ტორპედოს“ დავხმარებოდი. ეს ჩემი, მამაჩემის და მთლიანად ჩემი ოჯახის დიდი სურვილი იყო. მოხარული ვარ, რომ მეც შევიტანე საკუთარი წვლილი გუნდის უმაღლეს ლიგაში დარჩენაში და შესაძლოა, ქვედა ექვსეულშიც პირველები ვიყოთ.

ჩემს გეგმებს რაც შეეხება, არის რაღაც შემოთავაზებები, თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ მაქვს. იმედია, „ტორპედოს“ ექნება საკმარისი პირობები, რათა ის ფეხბურთელები შეინარჩუნოს, რომლებიც გუნდისთვის ძალას წარმოადგენენ. ასეთ შემთხვევაში ძალიან მოხარული ვიქნები თუ ისევ აქ გავაგრძელებ კარიერას. აქვე გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. რამდენიც არ უნდა იყვნენ, ყოველთვის ვგრძნობთ მათ თანადგომას. მოსვლის დღიდან მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ბოლომდე გვერდში მედგნენ, ყველა თბილად მხვდებოდა და მათი დამსახურებაც იყო, რომ ადაპტაცია ძალიან გამიიოლდა. როცა აქ მოსვლაზე მიდიოდა საუბარი, ჯერ გადაწყვეტილიც არ მქონდა, როცა გულშემატკივრებმა ისეთი ფონი შემიქმნეს, შანსიც არ მქონდა გადაფიქრების და არც ვაპირებდი.

– დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.

FCTorpedo.GE

ბექა ქურდაძე: “იმედია ქართული ფეხბურთი აღორძინდება და აქედან წასვლა არავის დასჭირდება”

$
0
0
beqa qurdadze

17 წლის ბექა ქურდაძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარეა. ახალგაზრდა მოთამაშე 19-წლამდე ნაკრების მნიშნველოვანი ფიგურაა. ბექას გუშინ დავუკავშირდით და საუბარი ფეხბურთში მისი პირველი ნაბიჯებით დავიწყეთ. 

- ფეხბურთი ბაბუამ, ბაჩანა ქურდაძემ შემაყვარა, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო. მისი დაჟინებული თხოვნით შევედი ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “მემორიალში”, სადაც ფეხბურთით საბოლოოდ ჩემმა პირველმა გამზრდელმა და მწვრთნელმა მერაბ სილაგაძემ “დამაავადა”, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.

13 წლის ასაკში 14-წლამდელთა ნაკრებში მოვხვდი. ბატონ ნოდარ აკობიამ საკუთარი თავის რწმენა შემმატა და თავდაუზოგავი ჟინით ამავსო. ნაკრების შემადგენლობაში შვედეთში გასამართ ტურნირზე გავემგზავრეთ, საიდანაც ოქროს მედლებით დავბრუნდით.

- შემდეგ “საბურთალოში” მოხვდი… 

- “საბურთალოში” 2010 წლიდან ვირიცხები. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლიერებას გამოვხატავ ამ კლუბისადმი. როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად ძალიან მეხმარება ბატონ ლევან ჭულუხაძისა და ბატონ დავით დუიშვილის ერთობლივი სამწვრთნელო ტაქტიკა. დავით დუიშვილის რჩევები და გამხნევება უდიდეს ენერგიას მმატებს, განსაკუთრებით წაგების მომენტებში, რაც სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში ელიტ-რაუდნზე მოგიწია თამაში. როგორ შეაფასებდი ამ ტურნირს? 

- საკმაოდ მაღალი დონის, კარგად ორგანიზებული ტურნირი იყო, სადაც მაღალი კლასის ნაკრებები ასპარეზობდნენ. მასში მონაწილეობა ჩვენთვის კარგი გამოცდილება იყო.

პირადად ჩემთვისაც განსაკუთრებული ტურნირი იყო, რაადგან 2 წლით უფროსებთან ვითამაშე, რის გამოც უღრმეს მადლობას ვუხდი ბატონ ვასილ მაისურაძეს და ბატონ თემურ ჩარკვიანს.

- კარგი სტარტის შემდეგ ისრაელთან გამართულ მატჩში დავმარცხდით. რა იყო ამის მთავარი მიზეზი? 
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღესაც ძალზედ მტკივნეულია ჩემთვის. შვეიცარიის და კვიპროსის დამარცხების შემდეგ ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ისრაელთან ფრეც გვყოფნიდა, თუმცა სამწუხაროდ დავმარცხდით.
მიზეზი? შეიძლება გამარჯვებაში დარწმუნებულები ვიყავით, მოვდუნდით. ფეხბურთი კი ამას არცერთი წუთით არ გაპატიებს. ან უბრალოდ ფორტუნა არ იყო ჩვენს მხარეს. ისრაელთან წაგებამ ბევრ რამეზე დამაფიქრა, გამიჩინა დიდი სინანული, მაგრამ ფარ-ხმალის დაყრას არ ვაპირებ.
- შენს საკლუბო კარიერაზეც ვისაუბროთ. რას ელი მომავალი სეზონისგან?
- გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით წარმატებულად მიმდინარეობს ჩვენი შემდგომი სეზონისთვის მზადება. პირობები საუკეთესო გვაქვს, ენთუზიაზმი დიდია. გუნდი ერთი ოჯახი ვართ და ერთობა ყოველთვის იმარჯვებს. გასული სეზონთან შედარებით დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონს უკეთ ჩავატარებთ, რადგან დიდი გამოცდილება მივიღეთ.
- და ბოლოს, შენს სამომავლო გეგმებზე რომ გვითხრა
- ალბათ, გარკვეული დროს შემდეგ დავდგები იმ ფაქტის წინაშე, რომ კარიერის გაგრძელება საზღვარგარეთ მომიწევს. თუმცა, ღმერთია მოწმე, რომ ეს არ არის ჩემი მიზანი.
გულწრფელად ვამბობ, ჩემი ოცნება ჩემს ქვეყანაში, ჩემს ძმასთან ერთად დიდი ფეხბურთის თამაშია. ჩემი ცისა და დროშის ქვეში, ჩვენი გულშემატკივრების გამამხნევებელი შეძახილებით. მინდა დიდი სიხარული მივანიჭო ჩემს ხალხს და ჩემი დედის ნათელ ხსოვნას. იმედია ქართული ფეხბურთი აღორძინდება და აქედან წასვლა არავის დასჭირდება.

ბესიკ დეკანოიძე: “ნეფთჩისთან”გამარჯვებაზე ვფიქრობთ”

$
0
0
Besik Dekanoidze

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურა” ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება. იმერული გუნდის თავდამსხმელმა ბესიკ დეკანოიძემ azerisport-ის ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

— მზად ხართ ბაქოელებთან გასამართი მატჩისთვის?
— ჯერ მზადება არ დაგვისრულებია. მატჩს სრულად მომზადებულნი შევხვდებით.

— რას ფიქრობთ დამდეგ მატჩზე?
— “ნეფთჩი” ძალიან კარგი გუნდია, თუმცა ეს ჩვენ არ გვაშინებს, რადგან მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა.

— როგორ დაძლიეთ “ბურსასპორის” ბარიერი?
— ვიცით, რომ სენსაცია მოვახდინეთ. ბოლომდე ვიბრძოლეთ, რაც საბოლოო წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა.

— ამ ზაფხულს ორჯერ შეხვდით “ნეფთჩის” მოსამზადებელი პერიოდის დროს, არცერთი მატჩი არ წაგიგიათ. ახლა უკვე ოფიციალური შეხვედრის დრო დადგა. რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ ბაქოში გასამართ მატჩში?
— ბუნებრივია, ჩვენ გამარჯვებაზე ვფიქრობთ. ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ დავძლიოთ “ნეფთჩი” ბაქოში.

— თქვენი აზრით, ეს იოლი იქნება?
— რა თქმა უნდა, არა. “ნეფთჩი” ძლიერი მეტოქეა. ასეთი გუნდის წინააღმდეგ ბოლომდე უნდა ვითამაშოთ.

როგორც აქამდე მოგახსენეთ, ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის ხვალ გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

 

Viewing all 377 articles
Browse latest View live