Quantcast
Channel: ინტერვიუ –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all 377 articles
Browse latest View live

კვირკველია: „მზად ვართ“

$
0
0
დავით კვირკველია

„დინამო“ – „სამტრედიის“ ხვალინდელი საქართველოს თასის ფინალური შეხვედრის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე სამტრედიელთა კაპიტანმა დავით კვირკველიამ ისაუბრა.

„ყველა ფეხბურთელმა იცის, თუ რა თამაში გველის წინ. თასის ფინალში ისტორიაში პირველად მოვხვდით. ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ“, – განაცხადა კვირკველიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის ფინალური მატჩი, ხვალ, თბილისის დროით, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.


ლობჟანიძე: “მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულეთ”

$
0
0
lobjanidze

დღეს გაიმართა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი, სადაც თბილისის “დინამომ” სამტრედიის “სამტრედია” გამანადგურებელი ანგარიშით, 5-0 დაამარცხა.

მატჩთან დაკავშირებით Fanebi.com-თან კომენტარი დედაქალაქელთა შემტევმა, საბა ლობჟანიძემ გააკეთა.

“მატჩი ჩვენთვის ძალიან კარგი გამოვიდა. ბიჭებმა მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულეთ. ბრძოლა და ჟინი არ დავაკელით, რაც ანგარიშზე აისახა. ეს მოგება ეძღვნება იმ ხალხს, რომლებიც “დინამოს” მთელი სეზონის განმავლობაში გვერდში ედგნენ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, თანადგომისთვის”.

თოთაძე: “ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ თასი ჩვენთან დარჩენილიყო”

$
0
0
მარიამ ნიშნიანიძის ფოტო

გუშინ, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართა. თბილისის “დინამომ” “სამტრედია” გამანადგურებელი ანგარიშით, 5-0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ, “დინამოელთა” ამჟამინდელ კაპიტანს, ლაშა თოთაძეს Fanebi.Com გაესაუბრა.

“ამ მოგებას პირველ რიგში გლადიატორებს ვუძღვნით. ეს ყველაზე მეტად დაიმსახურეს. ისინი მთელი სეზონის განმავლობაში გვერდში ძალიან გულიანად გვედგნენ. მათი მხრიდან ერთი კრიტიკა არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამას ვიმსახურებდით. რაც შეეხება თამაშს, სასიხარულოა, რომ დამაჯერებლად მოვიგეთ და “დინამომ” წელი უტიტულოდ არ დაასრულა. მადლობა ყველა ფეხბურთელს. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ თასი ჩვენთან დარჩენილიყო”.

მათე კვირკვია: “მაქვს უცხოეთის ვარიანტები”

$
0
0
11329596_1570635809864980_2099253764_n

როგორც იცით, ს.კ “ზესტაფონი” ოფიციალურად დაიშალა. იმერული გუნდიდან ბევრი თავისუფალი აგენტი დარჩა და მათ შორის უნიჭიერესი ახალგაზრდები.

ქართველ გულშემატკივარს მათი ბედი განსაკუთრებულად აინტერესებს. Fanebi.Com კი სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით “ზესტაფონელთა” ყოფილ 18 ნახევარმცველს, მათე კვირკვიას გაესაუბრა.

- “ზესტაფონი” დაიშალა. ზოგმა უცხოეთს მიაშურა, ზოგმა თავის წარმოჩენის სურვილი საკუთარ ქვეყანაშივე გამოთქვა. როგორია შენი გეგმები მომავალთან დაკავშირებით, აპირებ თუ არა საქართველოში დარჩენას და რამდენად დიდია ამის შანსი?

- პირველ რიგში, ყურადღება “ზესტაფონზე” მინდა გავამახვილო. ძალიან დამწყდა გული იმ გუნდის დაშლაზე, რომელიც წლების მანძილზე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მაქვს უცხოეთის ვარიანტები, მაგრამ ჯერ-ჯერობით დაზუსტებით ვერ გეტყვით, კარიერას ქვეყნის გარეთ გავაგრძელებ თუ ქართულ კლუბებში. აქ არ მქონია არანაირი შემოთავაზება და თუ მექნება, დავფიქრდები და შემდეგ გადავწყვეტ ყველაფერს.

- ვისაუბროთ საქართველოს ჩემპიონებზე და თავად ჩემპიონატში არსებულ სიტუაციაზე. შენი აზრით, იმსახურებდა გორის “დილა” ჩემპიონობას? შეძლებენ ისინი ევროასპარეზზე ქვეყნის სახელის წარმატებულად წარმოჩენას?

- რა თქმა უნდა, გორელები ამ ტიტულს იმსახურებდნენ, რადგან “დილა” მთელი სეზონის მანძილზე სტაბილურად გამოიყურებოდა. ჩემი აზრით, სწორედ მათ აქვთ ევროტურნირებზე ყველაზე კარგი შანსი და ყველა ქართულ კლუბს წარმატებას ვუსურვებ.

- და ბოლოს, თქვენი აზრით, რისი ბრალია ქართულ ფეხბურთში წარმოქმნილი პრობლემები და რა დრო დასჭირდება მათ აღმოფხვრას?

– სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, ქართველი გულშემატკივარი სულ მალე იხილავს იმ ფეხბურთს ჩვენი ქვეყნის გუნდებისგან, რომელთაც ასე ელიან.

დე ლა ფუენტე: „მეორე ტაიმში საქართველომ ესპანეთს აჯობა“

$
0
0
ლუის დე ლა ფუენტე

ესპანეთის ნაკრების 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსთან ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის განვლილი მატჩი შეაფასა.

„დღეს საუკეთესო ჩვენი გუნდის მოგება იყო. აღსანიშნავია, რომ მეორე ნახევარში საქართველომ გვაჯობა.

ამჟამად მხოლოდ თურქეთთან შეხვედრაზე ვფიქრობთ. რაც შეეხება პორტუგალიას, მას საქართველოსთან მატჩში გაუჭირდება“, – განაცხადა ესპანელთა დამრიგებელმა.

დევდარიანი: „სამწუხაროდ, ზარანდია ვერ გაიზარდა“

$
0
0
გიორგი დევდარიანი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ელიტრაუნდის მეორე მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი პორტუგალიასთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

„საყურებლად ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა. ყველა დაიღალა იმ ფრაზით, რომ კარგად ვითამაშეთ და დავმარცხდით, თუმცა დღეს ჩვენი შტაბის მიერ გაწეული სამუშაოთი და ფეხბურთელების მეირ ნაჩვენები თამაშით ამაყი ვარ. პორტუგალია და ესპანეთი თავის ასაკში საუკეთესო გუნდები არიან.  ჩვენი ჩემპიონატის ტემპის გათვალისწინებით, ბოლო თხუთმეტ წუთში სათამაშოდ მზად არ ვართ, რაზეც წინა თამაშის შემდეგაც და იქამდეც ვისაუბრე

ყველა ცვლილება იძულებითი გამოგვივიდა – სამივე მოთამაშე მოედნიდან დაღლილობის გამო გავიყვანე. ვთვლი, რომ პრობლემა სწორედ ამაშია – ჩვენ დავიღალეეთ.

ამ ასაკში თუკი ვინმე ნიჭიერი იყო, შანსი და თამაშის საშუალება მივეცი. ჩემი აზრით, ამით ეროვნულ ნაკრებსაც დავეხმარეთ, რადგან პიროვნული და საფეხბურთო თვისებების დახმარებით, ამ ფეხბურთელებს შორის მთავარ გუნდში თამაში ბევრს შეუძლია. ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა, შედეგიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო პრიორიტეტული ამ ბიჭების სწორ გზაზე დაყენებაა.

ზარანდია პირველ თამაშშიც დისკვალიფიკაციის გამო გვაკლდა. შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში მან უაზრო ყვითელი ბარათი მიიღო. ესპანეთთან მისი ყოფნის შემთხვევაში, ვფიქრობ, სულ სხვა შედეგს მივიღებდით. ის თურქეთთანაც დაგვაკლდება. სამწუხაროდ, ის ვერ გაიზარდა. იმედია, ეს მალე შეიცვლება“, – განაცხადა დევდარიანმა.

ბაჩო მიქავა: “სან მარინოსთან სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავთ”

$
0
0
ფოტო: Georgian Football Federation

3 ივნისს, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩს გამართავს. ალექსანდრე ჩივაძის გუნდი უკვე სან მარინოშია, სადაც სულ მალე ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

გუნდთან ერთად იმყოფება “ლოკომოტივის” 21 წლის მეკარე ბაჩო მიქავა, რომელსაც Fanebi.Com დაუკავშირდა და თავდაპირველად, “ბორჯომისა” და “მეტალურგის” წინააღმდეგ გამართულ მატჩზებზე ესაუბრა.

- ვფიქრობ, “ლოკომოტივსა” და “ბორჯომს” შორის გამართული მატჩის სანახაობრივი იყო. მაყურებელმა კარგი თამაში იხილა, რაც მთავარია, ექვსი გოლი გავიდა. იყო დამატებითი ტაიმები და პენალტების სერია.

- ამის შემდეგ, რუსთავის “მეტალურგს” შეხვდით, რომელიც ანგარიშით 5:0 დაამარცხეთ. ელოდი ასეთ იოლ გამარჯვებას?
- სიმართლე გითხრათ, გამარჯვებას ველოდი, მაგრამ არ მეგონა, ასე იოლად თუ მოვიგებდით. “მეტალურგი” უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და გვეგონა, რომ ეს გუნდი უფრო დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა.

- რა მიზანი ექნება “ლოკომოტივს” უმაღლეს ლიგაში?
- “ლოკომოტივი” ყველა თამაშზე ბოლომდე იბრძოლებს. ჩვენი მიზანი კი ის იქნება, რომ ცხრილში რაც შეიძლება კარგი პოზიცია დავიკავოთ. ალბათ, უფრო მაღალი ადგილებისათვის ვიბრძოლებთ.

- ახლა ნაკრებზეც გკითხავთ. ალექსანდრე ჩივაძემ 21-წლამდელთა გუნდში გამოგიძახათ. პირველ მატჩს სან მარინოს წინააღმდეგ გამართავთ…
- ვემზადებით და სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავთ. საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. თუმცა, ადვილი თამაში არ გველის.

- როგორ ფიქრობ, რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც სან მარინოს გარდა, ჩვენი გუნდის მეტოქეები ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიისა და ესტონეთის ნაკრებები არიან?
- მთავარია, ყველა თამაშზე ვიბრძოლოთ და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს. თუ ყველა მატჩს მონდომებით ჩავატარებთ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მოწინავე პოზიციის დაკავების კარგი შანსი ექნება.

Biletebi.ge-ს განმარტება საიტზე არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით

$
0
0
სუპერთასი

მოგეხსენებათ, ოფიციალურად, დღეს დილიდან უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო, რომელთა შეძენა მსურველებს საიტ Biletebi.ge-ზე შეუძლიათ. თუმცა, დილიდანვე საიტზე პრობლემები შეიქმნა, ამის გამო ბილეთების შეძენას აქამდე უამრავი მომხმარებელი ვერ ახერხებს. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საიტის ერთ-ერთი წარმომადგენელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ვებსაიტს გაესაუბრა.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, ფილტრი მაინც დავაყენოთ და ნაწილ ნაწილ შევუშვათ ხალხი.

წამში მოდის 10 ათასზე მეტი ტრანზაქცია, ამას „ამაზონის“ სერვერი თუ გაუძლებს მხოლოდ“, – განუცხადა Biletebi.ge-ს წარმომადგენელმა „რუსთავი 2“-ს.

გარდა ამისა, ავად რესპოდენტის თქმით, ამჟამად ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აღდგება საიტის მუშაობა.


კახა კაჭარავა: „გვსურს, მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ცხინვალი საქართველოა“

$
0
0
კაჭარავა

„ცხინვალის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ „პიუნიკთან“ მოგებული მატჩი შეაფასა.

„თამაში არც ისე საინტერესო გამოდგა. ნებისმიერ შემთხვევაში, იგრძნობოდა, რომ შეთამაშებული გუნდი გვიპირისპირდებოდა, რომელსაც კარგი მწვრთნელი ჰყავს.

რაც შეეხება ჩემს გუნდს, მის შემადგენლობაში ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელია, რომელიც 17-18 წლისაა. იმედია, გამოცდილებას ეს მოთამაშეები მალე მიიღებენ.

ისტორიაში პირველად „ცხინვალი“ ევროპის ლიგაზე ითამაშებს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამას სხვა მხრიდან ვუყურებთ – გვსურს, ყველამ იცოდეს, რომ ცხინვალი – საქართველოა. მიხარია, რომ დღეს სტადიონის ტაბლოზე ჩვენი სახელი ეწერა. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის!

– „პიუნიკის“ შემადგენლობიდან ვის გამოარჩევდით?

– ჯონი ჯერემიას აღნივნა შემიძლია. მეტოქეთათვის ის ძალიან სახიფათო ფეხბურთელია. გარდა ამისა, მეკარესაც გამოვყოფდი

 

 

კვეკვესკირი: „ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, რომ „ინტერში“ გადავედი“

$
0
0
kvekveskiri

გორის „დილადან“ ბაქოს „ინტერში“ გადასული ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი azerisport.com-ს გაესაუბრა და ახალ კლუბში პირველი შთაბეჭდილებების შესახებ უამბო.

„მიხარია, რომ „ინტერის“ მსგავს კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი“.

– რა იცით „ინტერის“ შესახებ?

„ვიცი, რომ ეს ის გუნდია, რომელიც ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძოდა. აქ ბევრ ქართველს უთამაშია“

– ზაურ სვანაძეს, ალბათ, უკვე ესაუბრეთ

„მიხარია, რომ ასეთ სპეციალსიტთან ვიმუშავებ. ის მართლა მაღალი დონის სპეციალისტია“

– თქვენი „ინტერში“ მოსვლის მიზეზი რა გახდა?

„ლეგიონერის ცხოვრების გაგება მინდოდა. იმედია, გუნდს წარმატებას მოვუტან. შევეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო, რათა „ინტერმა“ ახალ სეზონშიც წარმატებულად ითამაშოს“

– ვარჯიშს როდის დაიწყებთ?

„პირველ ვარჯიშზე უკვე ვიყავი“

– სავარაუდოდ, თქვენს გადაწყვეტილებაზე იმ გარემოებამაც იმოქმედა, რომ „ინტერი“ დედაქალაქური კლუბია…

„ბაქო ძალიან მომეწონა. ეს ნამდვილად ლამაზი ადგილია“

– კონტრაქტი რამდენი ხნით იმოქმედებს?

„ერთწლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ“

– „ინტერში“ ერთადერთი ქართველი არ იქნებით. ადაპტაციის პრობლემა არ უნდა იყოს…

„აქ ისეთ ფეხბურთელები შეიკრიბნენ, რომ ჩემი თანამემამულეების გარეშეც ყველაფერი გამოვიდოდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ზაურ სვანაძისა და გიორგი ლომაიას ხილვა მიხარია.

– „ინტერის“ ფინანსური პრობლემების შესახებ თუ იცით?

„ეს ჩემი საქმე არ არის. ამ თემაზე საუბარი არ მსურს. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ყველაფერი კარგად იქნება“

– როდესაც „დილას“ ტოვებდით, ალბათ, სხვა კლუბების წიანდადებაც გექნებოდათ

„ამჟამად „ინტერის“ ფეხბურთელი ვარ. არამგონია, სხვა კლუბების წიანდადებებზე საუბარი ეთიკური იყოს. სხვა კლუბები არ მაინტერესებს, მაგრამ „დილას“ ყოველთვის ვუგულშემატკივრებ“

გეგუჩაძე: „გაბალა“ ძლიერი გუნდია“

$
0
0
გეგუჩაძე1

დღეს „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამომ“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ღია ვარჯიში გამართა, რომლის დაწყების წინ სტადიონის საპრესკონფერენციო ოთახში გუნდის მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის პრესკონფერენცია შედგა.

„ეს დღეც დადგა, წინ მნიშვნელოვანი თამაში გველის. მინდა, ყველა ქართულ კლუბს ევროთასებზე წარმატება ვუსურვო.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მომზადება თბილისში დავიწყეთ, შემდეგ კი სლოვენიაში შეკრება გავიარეთ, სადაც სამი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. ასეთ მომზადებს ხშირად მცირე ხარვეზები ახლავს თან, იმედია, მათ მალე გავასწორებთ.

ხვალ ტრავმების გამო კაკაბაძე და ვოლკოვი არ გვეყოლებიან.დანარჩენი ფეხბურთელები ამჟამად მწყობრში არიან.

აქცენტს არამხოლოდ ხვალინდელ მატჩზე გავაკეთებთ. შემდეგ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი გადის,. შესაბამისად, წინასწარ რამის თქმისგან თავს შევიკავებ.

კონკრეტულად „გაბალაზე“ წარმოადგენა გვაქვს. მოგეხსენებათ, გუნდი სეზონის ბოლოს ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ ისინი არაერთმა გამოცდილმა მოთამაშემ ჩაანაცვლა. ვფიქრობ, ეს დაბალანსირებული და ძლიერი გუნდია. სამწუხაროდ, ახალი შემადგენლობით „გაბალას“ ჩატარებული მატჩების ნახვა ვერ მოვასწარით.

ვცდილობთ, რომ მოთამაშეები ყველა სათამაშო სქემას მოერგონ და ნებისმიერი წყობისთვის მზად იყონ

სატრანსფერო ფანჯარა აგვისტოს ბოლომდეა ღია. შესაძლოა, გუნდი ახალი მოთამაშეებით შეივსოს. ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა გეგუჩაძემ.

„გაბალას“ თავკაცი: „ანგარიშით 5:0 მოგება გვსურს“

$
0
0
გრიგორჩუკი

„დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში მოახლოებული შეხვედრის შესახებ „გაბალას“ მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმაც ისაუბრა.

„დარბაზში უამრავი ადამიანია, რაც სასიამოვნოა. „დინამოს“ საკმარისად მცოდნე თავკაცი ჰყავს.

„დინამოზე“ გარკვეულ ინფორმაციას ვფლობთ. სეზონის ბოლოს კლუბმა მთავარი მწვბრვთნელი შეიცვალა.

გაცილებით დიდი ცვლილებები ჩვენს კლუბში მოხდა. გუნდი 13 ფეხბურთელამდე დატოვა, მათი ადგილი კი არანაკლებად გამოცდილმა ახალწვეულებმ,ა დაიკავეს. შეიძლება ითქვას, რომ „გაბალა“ განახლდა“, – აღნიშნა უკრაინელმა სპეციალისტმა.

პრესკონფერენციის ბოლოს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა გრიგორჩუკს მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაზე ჰკითხე, რაზეც ხუმრობით საინტერესო პასუხი მიიღო:

„თუ შედეგზე ვითამაშებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ნომრად ვიმოქმედებთ. მეორე ნორმად თამაშს არ ვაპირებთ. გვაწყობს თუ არა ანგარიში 0:0? არა, მხოლოდ ანგარიში 5:0 გვაწყობს“, – სიცილით განაცხადა გრიგორჩუკმა.

კახი კალაძე: “ეს არის უპასუხისმგებლობა”

$
0
0
Kakha Kaladze

უეფას სუპერთასის ბილეთების გარშემო განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ქვეყნის ვიცე-პრემიერი კახი კალაძე გამოეხმაურა. იგი მომხდარს უპასუხისმგებლობად აფასებს.

“ფეხბურთის ფედერაციაც და biletebi.ge-ც მომზადებულნი უნდა შეხვედროდნენ გადაწყვეტილებას, როდესაც მათ ბილეთების გაყიდვის უფლება მისცეს. თუ უეფას მხრიდან იყო დავალება, ფეხბურთის ფედერაციას biletebi.ge-სთან ყველა დეტალი უნდა გაევლო, რომ ისინი მზად შეხვედროდნენ ასეთ აჟიოტაჟს. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, თუ რამდენად დიდი ინტერესი იქნებოდა ამ თამაშის მიმართ. ამიტომ, ჩემი შეხედულებით, რაც მოხდა, ეს არის უპასუხისმგებლობა”.

 

ნადირაძე: “მთელ გუნდს გულშემატკივრების იმედი გვაქვს”

$
0
0
nadiradze

როგორც იცით, გუშინ გაიმართა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი რუმინეთის ქალაქ ბოტოშანში, სადაც ადგილობრივი გუნდი ქართულ “ცხინვალს” ფრედ, 1-1 დაუზავდა.

Fanebi.com-თან კომენტარი “ცხინვალის” კაპიტანმა, გიორგი ნადირაძემ გააკეთა.

“რაც შეეხება თამაშს, რთული გამოვიდა. მეტოქეს მართლაც ჰქონდა უპირატესობა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მეორე ნორმად ვთამაშობდით და ძირითადად, შედეგზე ვიყავით ორიენტირებულები.

ხოლო მეორე მატჩს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, დაძაბული ორთაბრძოლა იქნება და მთელ გუნდს გულშემატკივრების იმედი გვაქვს. იმიტომ, რომ ასეთ დაძაბულ შეხვედრებში გულშემატკივარი დიდ როლს თამაშობს”.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა 9 ივლისს გაიმართება.

კაჭარავა: “ვფიქრობ, შედეგი მისაღებია”

$
0
0
კაჭარავა

როგორც იცით, გუშინ გაიმართა ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი რუმინეთის ქალაქ ბოტოშანში, სადაც ადგილობრივი გუნდი ქართულ “ცხინვალს” ფრედ, 1-1 დაუზავდა.

Fanebi.com-თან კომენტარი “ცხინვალის” ახალგაზრდა შემტევმა, ნიკა კაჭარავამ გააკეთა.

“რთული თამაში გამოდგა. ასეც ველოდით, რადგან “ბოტოშანი” კარგი გუნდია. ვფიქრობ, შედეგი მისაღებია. ვეცდებით, თბილისში სასურველ შედეგს მივაღწიოთ, თან დარწმუნებული ვარ, რიცხობრივ უმცირესობაში იქნებიან, რადგან გულშემატკივარი მეთორმეტე მოთამაშის როლს შეასრულებს”.


საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

$
0
0
Gia Gorgodze

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გია გორგოძემ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. ეს გადაწყვეტილება ასოციაციის აღმასკომის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ გია გორგოძე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად 2012 წლის დეკემბერში აირჩიეს. ბოლო პერიოდში მას ასოციაციის წევრთა ნაწილი დაუპირისპირდა.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის არჩევნები სექტემბრის დასაწყისში გაიმართება. 1-ელ სექტემბრამდე კი პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატებს განცხადების შეტანისთვის ვადა ეძლევათ. ამ დრომდე პრეზიდენტობის სურვილი საჯაროდ მხოლოდ ლაშა დვალიშვილს აქვს დაფიქსირებული.

 

„ბოტოშანის“ თავკაცი: „ცხინვალთან“ ფრე სენსაცია არ ყოფილა“

$
0
0
გროზავუ

როგორც მოგახსენეთ, „ცხინვალსა“ და რუმინულ „ბოტოშანს“ შორის ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ორივე გუნდის თავკაცის პრესკონფერენცია შედგა. წარმოგიდგენთ სტუმართა მთავარი მწვრთნელის ლეონტინ გროზავუს კომენტარს.

„პირველ რიგში, ყველას მოგესალმებით. მიხარია, რომ საქართველოში ვარ. კარგია, თუ ანალოგიურად კარგად თავი რუმინეთში ჩვენმა სტუმრებმაც იგრძნეს.

„ცხინვალი“ კარგი გუნდია. წინ საინტერესო თამაში გველის, რომლის მოსაგებად მზად ვართ. ანგარიში 1:1 მეტოქეს აძლევს უპირატესობას. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, შევეცდებით, ხვალ სასურველ შედეგს მაინც მივაღწიოთ. იმედია, მატჩს ბევრი გამოყურებელი დაესწრება.

რამდენიმე მოთამაშეს ჯანმრთელობის მცირე პრობლემა აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ხვალისთვის ყველა მზად იქნება. იმედია, მწყობრში ვიქნებით და იპტიმალური შემადგენლობით გამოვალთ.

პირველი მატჩი სენსაციურად ნამდვილად არ დასრულებულა. ევროთსებზე სუსტი გუნდები არ გადიან და აქ დიდი ანგარიშით მოგება ურთულესია.

უმაღლეს ლიგაში მხოლოდ მეორე სეზონს ვატარებთ. რუმინეთში ახლა ფინანსური კრიზისია და ამის გამო საფეხბურთო კლუბებიც ზარალდებიან, რომლებიც სათანადოდ არ ფინანსდებიან. ვცდილობ, არსებული რესურსი მაქსიმალი სარგებლით გამოვიყენოთ. მოგების შემთხვევაში, ბონუსები გათვლილი არ გვაქვს“, – განაცხადა რუმინული კლუბის დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ „ცხინვალი“ – „ბოტოშანის“ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

“გაბალას”თავკაცი: “საპასუხო შეხვედრაში გამარჯვების იმედი მაქვს”

$
0
0
მარიამ ნიშნიანიძის სურათი

დღეს უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. აზერბაიჯანის “გაბალა” “დინამო თბილისს” მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თბილისური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

“გაბალას” მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა განაცხადა, რომ მის გუნდს აქტიური ქომაგობა გარანტირებული ექნება და მოსაგებადაც იბრძოლებს.

“ყველანი ველოდებით ამ დაპირისპირებას, რომელიც ურთულესი იქნება. თბილისური მატჩი ჩვენთვის არასასურველი ანგარიშით დასრულდა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში გამარჯვებას ვიმედოვნებ. ჩვენ კარგად გავაანალიზეთ პირველი მატჩში დაშვებული შეცდომები და შევეცდებით, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. “გაბალას” სტადიონს გულშემატკივარი აზერბაიჯანის ჩემპიონატში არ აკლია, ხვალ კი, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდი ინტერესი იქნება და ხმაურიანი მხარდაჭერა გარანტირებული გვექნება”, – გრიგორჩუკის სიტყვებს “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი “გაბალასა” და “დინამოს” შორის დღეს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

გია გეგუჩაძე: “გაბალასთან”ძალიან რთული დაპირისპირება გველის”

$
0
0
მარიამ ნიშნიანიძის სურათი

დღეს უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. “დინამო თბილისი” აზერბაიჯანში “გაბალასთან” გასამართი შეხვედრისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თბილისური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ განაცხადა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. გეგუჩაძის გარდა ჟურნალისტების წინაშე “დინამოს” ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაურიც წარსდგა.

“რა შეიძლება ითქვას ხვალინდელ მატჩზე?! ისევე როგორც პირველი თამაში, ძალიან რთული დაპირისპირება გველის “გაბალასთან”. ჩატარებული მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე კი, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. ჩვენ სრული შემადგენლობით ვემზადებით, თუმცა გვაქვს გარკვეული დანაკლისი. როგორც პირველ მატჩში, ახლაც არ გვეყოლება დაშავებული ოთარ კაკაბაძე და გიორგი გველესიანი, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო. სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება”, – ციტირებს გეგუჩაძის სიტყვებს “დინამოს ოფიციალური ვებგვერდი.

“პირველ რიგში, ყველა ქართულ გუნდს წარმატება მინდა ვუსურვო ევროთასებზე. თბილისური შეხვედრა ურთულესი გამოდგა და ფაქტიურად მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით მოგვიწია ასპარეზობა. ხვალინდელი მატჩი არანაკლები სირთულის იქნება, თუმცა ბიჭები მორალურად და ფიზიკურად ყველანი მზად ვართ და შევეცდებით, გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი”, – აღნიშნა ჯაბა ჯიღაურმა.

მატჩი “გაბალასა” და “დინამოს” შორის დღეს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

ალექსი შევჩენკო: „მინდა, საქართველოს ჩემპიონი გავხდე“

$
0
0
Aleksey Shevchenko

გორის „დილამ“ ახალი სეზონისთვის ალექსი შევჩენკო კიევის „დინამოდან“ არენდით აიყვანა და არც შემცდარა, რადგან უკრაინელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ახალგაზრდა მეკარე 1992 წლის 24 თებერვალს უკრაინის ქალაქ დნიპროპეტროვსკში დაიბადა. ის ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა გორის „დილაში“ უკვე მოახერხა ორი სერიოზული თამაშის სრულფასოვნად ჩატარება.

გორის „დილას“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ალექსი შევჩენკოსთან ინტერვიუ ჩაწერა.

— გთხოვთ გვიამბეთ თქვენ შესახებ, სად და როგორ დაიწყეთ საფეხბურთო კარიერა?
— საფეხბურთო კარიერა ქალაქ დნიპროპეტროვსკში ს.კ. „ინტერში“ დავიწყე. 15 წლის ასაკში ზაპოროჟიას „მეტალურგთან“ გავაფორმე კონტრაქტი, ჯერ მეორე გუნდში გამოვდიოდი შემდეგ კი პირველ გუნდშიც დავიწყე თამაში.
ამის შემდეგ უკვე კიევის „დინამოში“ მოვხვდი, საიდანაც ქუთაისის „ტორპედოში“ გადავედი, ბოლოს კი თქვენთან გორის „დილაში“ წამოვედი სათამაშოდ.

— რატომ გადაწყვიტყეთ უკრაინის ჩემპიონატიდან საქართველოში გადმოსვლა?
— მე კვლავ კიევის „დინამოს“ ვეკუთვნი, მაგრამ იქ საკმაოდ მრავლად იყვნენ მეკარეები და სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად მქონდა. შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ შემომთავაზა კონტრაქტი და როგორც ამბობენ, იქ ცუდად არ მითამაშია. ალბათ, ამიტომაც გორის „დილა“ დაინტერესდა ჩემით და არენდით ამიყვანა.

— რას ფიქრობთ ქართველი ფეხბურთელების შესაძლებლობებსა და სათამაშო სტილზე?
— გახსნილ შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. თამაშს არ კეტავენ და ტექნიკური სტილის ფეხბურთელები თამაშობენ. პოტენციალი არის მოთამაშეებში და მთავარია, სწორად განვითარდნენ.

— გვერდს ვერ ავუვლით ბელგრადის „პარტიზანთან“ გამართულ ორრაუნდიან დაპირისპირებას. აქამდე თუ გქონიათ მსგავსი მასშტაბის მატჩში მონაწილეობის გამოცდილება?
— მე არ მქონია იმის შესაძლებლობა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიმეღო მონაწილეობა. ეს ყველაზე პრესტიჟული ტურნირია. ძალიან დიდი ემოციები მივიღე და ძალიან მომეწონა ეს შეგრძნება. სწორედ ამიტომ ღირს ფეხბურთის თამაში.
სამწუხაროდ, გორში ძალიან ცხელოდა და ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ამან შეგვიშალა ხელი თამაშის სწორად წარმართვაში.

— როგორი ატმოსფეროა გორის „დილაში“ და როგორ მიდის შენი გუნდთან ადაპტაციის პერიოდი?
— შეკრების პირველივე დღეებში ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ადაპტაცია სწრაფად გამევლო. ირაკლი მოდებაძესთან და დათო კვირკველიასთან ერთად „ზაპოროჟიაშიც“ ვთამაშობდი და ისინიც ძალიან დამეხმარნენ. საერთო ენა სწრაფად გამოვნახე და ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბე.

— გვიამბეთ „დილასთან“ მიმართებაში თქვენი გეგმების შესახებ.
— რა თქმა უნდა, მინდა, საქართველოს ჩემპიონი გავხდე და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით ვიასპარეზო.

— რას ფიქრობთ ახალგაზრდა მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის შესახებ?
— ძალიან კარგი მწვრთნელია, ფეხბურთელებიც ძალიან აფასებენ. ახალგაზრდა იმედისმომცემი ტრენერია და გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება, დიდ წარმატებებსაც მიაღწიოს. მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.

— როგორ შეაფასებდით „დილა“-„პარტიზანს“ შორის გამართულ შეხვედრებს?
— პირველ რიგში, ასეთი დონის თამაშიდან ყველამ დიდი გამოცდილება მივიღეთ. ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც „პარტიზანია“, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებაა. თუმცა, შედეგი რაც დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, მისაღები არ იყო. ვფიქრობ, საჭირო გამოცდილება მივიღეთ და მომავალში ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

— თქვენ უკვე იცნობთ საქართველოს ჩემპიონატს: რა პრობლემებს ხედავთ ჩემპიონატში და რის გამოსწორებას ისურვებდით?
— მე ამ თემასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან მეც ვუშვებ შეცდომებს და ეს პრობლემები ჩემი გამოსასწორებელია. მე ჩემ თავზე მაქვს სამუშაო და ამიტომ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.

— მომავალში გორის „დილასთან“ ერთად რას გეგმავთ?
— არ ვიცი, რა მოხდება, რადგან ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჩემი კონტრაქტი კიევის „დინამოსთან“ არის დაკავშირებული და როგორც ისინი გადაწყვეტენ, ისე იქნება.

— და ბოლოს, საქართველოს შესახებ რას გვეტყვით. როგორ მოგწონთ ქვეყანა და რითი მოიხიბლეთ ყველაზე მეტად.
— რა პერიოდიც აქ ვიმყოფები, უკვე ძალიან ბევრი რამით მოვიხიბლე, ამიტომ მიჭირს რამის გამორჩევა. ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. საჭმელიც უბრალოდ ძალიან გემრიელია და როცა ქუთაისში ჩავედი, მაშინვე წონაში მოვიმატე, ისე მომეწონა თქვენი სამზარეულო. ალბათ, კიდევ ბევრ რამეს აღმოვაჩენ.

“დილას” პრესსამსახური

 

Viewing all 377 articles
Browse latest View live