Quantcast
Channel: ინტერვიუ –ფეხბურთი,კალათბურთი,სპორტი,სპორტული სიახლეები
Viewing all 377 articles
Browse latest View live

სოსო ფრუიძე: “სოფლის გუნდი გვიწოდეს?”

$
0
0
Samson Pruidze

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ განაცხადა, რომ დღეს იღბალი მათ მხარეს იყო.

“კარგი თამაში გამოვიდა, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. ვიცოდით, რომ “ნეფთჩი” ძლიერი გუნდია. მეტოქეს პატივს ვცემთ. მოწინააღმდეგე გუნდს ძალიან კარგი მწვრთნელი და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. იღბალი ჩვენ მხარეს იყო. განმეორებითი მატჩისთვის უფრო საფუძვლიანად მოვემზადებით.
სოფლის გუნდი გვიწოდეს? ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ამ განცხადებას ვუპასუხო”, – ციტირებს ფრუიძის სიტყვებს azerisport-ი.

მატჩს “ჩიხურას” ქომაგებიც დაესწრნენ, რომელთაც სოსო ფრუიძემ მადლობა გადაუხადა:

“მადლობას ვუხდი საქართველოდან ჩამოსულ გულშემატკივრებს. ისინი გულმხურვალედ გვქომაგობდნენ. ამავე დროს, მოხარული ვარ, რომ “ნეფთჩის” ასეთი ქომაგები ვიხილე.
განმეორებით მატჩიც ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ არ ვართ “ნეფთჩის” კალიბრის გუნდი და ეს კარგად გვესმის”, – განაცხადა ფრუიძემ.

“ჩიხურას” თავკაცმა მატჩის მიმდინარეობისაას მომხდარი ინციდენტის შესახებაც გააკეთა კომენტარი. როგორც azerisport-ი იუწყება, სტადიონზე დამსწრე “ჩიხურას” გულშემატკივრებმა პირველი ტაიმის ბოლოს ტრიბუნაზე გამოფინეს რუკა, რომელზედაც ქალაქები კახი და ზაქათალა საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ შეყვანილნი.

“ვწუხვარ, რომ ასეთი რამ მოხდა. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა. ისინი არ იყვნენ “ჩიხურას” ნამდვილი გულშემატკივრები”, – აღნიშნა სოსო ფრუიძემ.

მისივე თქმით, “ჩიხურა” განმეორებით შეხვედრაში უფრო ლაღად ითამაშებს:

“ვეცდებით, უფრო გახსნილი ფეხბურთი ვითამაშოთ, ვიდრე “ბურსასპორთან” მოხდა. საშინაო მატჩში უფრო მეტად შევუტევთ”.

შეგახსენებთ, რომ “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის განმეორებითი შეხვედრა 7 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადონზე, 21:00 საათზე დაიწყება.

 


დავით ოდიკაძე: “ფრე ჩვენთვის სასურველი შედეგია”

$
0
0
David Odikadze

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული შეხვედრა ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა “ჩიხურას” კაპიტანმა დავით ოდიკაძემ, რომელმაც ნულოვანი ფრე სასურველ შედეგად შეაფასა.

“პირველ შეხვედრაში ჩვენი ამოცანა არწაგება გახლდათ, რასაც მივაღწიეთ კიდეც. ჩვენთვის ეს კარგი შედეგია. მძიმე მატჩი გამოვიდა.

ახლა განმეორებითი შეხვედრა გველის, ჩვენი ტრიბუნების წინაშე. “ბურსასპორის” წინააღმდეგ გამართულ მატჩზე დაახლოებით 15 ათასი გულშემატკივარი მოვიდა. ამჯერად უფრო მეტნი ვიქნებით, დაახლოებით 20 ათასი”, – ციტირებს ოდიკაძის სიტყვებს azerisport-ი.

შეგახსენებთ, რომ “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის განმეორებითი შეხვედრა 7 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება.

 

„ზუგდიდმა“ უკრაინელი ტალანტი დაიმატა

$
0
0
12

საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ უკრაინელი ფეხბურთელით გაძლიერდა. სინჯებზე მყოფი უკრაინული სამეულიდან სამწვრთნელო შტაბის და კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მეგრულ კლუბში კარიერას მიხაილო იუშიშენი გააგრძელებს. სინჯებზე მყოფი კიდევ ორი მოთამაშე კარიერას გაგრძელებას სხვა კლუბში ეცდება. იუშინენი „ზუგდიდის“ ბაზაზე იცხოვრებს და პირველ ეტაპზე სათამაშო პრაქტიკის მისაღებად დუბლშემადგენლობაში იასპარეზებს. 17 წლის მოთამაშეს პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალებაც მიეცემა.

Fanebi.com-ი ზუგდიდელთა ახალწვეულს დაუკავშირდა და ახალ გუნდის შესახებ გაესაუბრა.

მიხაილო იუშიშენი: „საქართველოში პირველად ვარ. ქალაქი და ხალხი ძალიან მომეწონა. გუნდი საკმაოდ კარგი დონის არის, აქ დიდი პერსპექტივაა. თანაგუნდელებმა საკმაოდ კარგად მიმიღეს, რამდენიმესთან უკვე დავმეგობრდი.
ჩემთვის საქართველოში თამაში კარიერაში წინსწვლის პერსპექტივაა. ჯერ მხოლოდ 17 წლის ვარ და პროფესიონალურ კარიერას ახლა ვიწყებ. უახლოესი ერთი წლის განამვლობაში ჩემი ბედი „ზუგდიდს“ უკვაშირდება“.

 

რევაზ ძოძუაშვილი: “მშვიდად მუშაობის საშუალება გვაქვს და რაც შეიძლება უკეთ უნდა მოვემზადოთ”

$
0
0
1409939439_IMG_5337

როგორც იცით, ქუთაისის „ტორპედომ“ მიმდინარე ჩემპიონატის საწყის სამ ტურში ყველა სახის შედეგი აჩვენა: ფოთის „კოლხეთთან“ მოგებას(3:0) გორის „დილასთან“ ფრე(0:0) და მარტვილის „მერანთან“ მარცხი(1:3) მოჰყვა. მართალია, უმაღლესი ლიგის გასული ნაწილი მთლიანის სულ რაღაც მეათედს შეადგენს, თუმცა თუ ამჟამად სატურნირო ცხრილს ჩავხედავთ, ქუთაისელები იქ მე-6 პოზიციას იკავებენ. როგორ აფასებს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ყოველივეს, ასევე, რას ამბობს „ტორპედოსთან“ დაკავშირებულ სხვა საინტერესო თემებსა და ეროვნული ნაკრების მომავალ მატჩზე ამას, რევაზ ძოძუაშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ბატონო რევაზ, რამდენად კმაყოფილი ხართ ჩემპიონატში „ტორპედოს“ სტარტით?

- სტარტი არაა დამაკმაყოფილებელი. იმიტომ, რომ დავკარგეთ ისეთი ქულები, რომლებიც არ უნდა დაგვეკარგა, ვგულისხმობ „დილასა“ და „მერანთან“ მატჩებს. ჩვენ იმისკენ მივისწრაფვით, რომ ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. თუმცა ვიტყოდი, რომ ცუდთან ერთად ის კარგიც იყო, რომ ამ თამაშებმა ჩვენი ნაკლოვანებები გვაჩვენა.

ჩემპიონატისწინა მოსამზადებელ პერიოდში ყველა ფეხბურთელმა წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები, თუმცა ის, რომ ჩვენ 8-9 საკონტროლო თამაში არ წაგვიგია, ამან, გარკვეულწილად, სრული ანალიზის საშუალება არ მოგვცა, რადგან მარცხის შემთხვევაში უფრო მეტი დეტალი ჩანს გუნდის თამაშში.

- ახალწვეულ უკრაინელებს როგორ დაახასიათებთ და რომელ პოზიციაზე მოიაზრებთ მათ?

- ორივე უკრაინელი ჩვენ ჯერ მხოლოდ ამხანაგურ თამაშებში გამოვცადეთ, მათ შორის ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, საჩხერის „ჩიხურასთან“ შეხვედრაში ისინი დაცვაში გავამწესე, სადაც კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს, თუ რას წარმოადგენენ რეალურად, ამას ოფიციალურ მატჩებში დავინახავთ.

- იმის გათვალისწინებით, რომ გუნდში საკმაო რაოდენობის უკანახაზელია, რატომ გადაწყვიტეთ ამავე ამპლუის ლეგიონერების დამატება?

- იქედან გამომდინარე, რომ ბოლო თამაშში დაცვაში ისეთმა ფეხბურთელებმა მიიღეს ტრავმები, როგორებიც აბრამიძე და ტაბატაძეა, ამან, ჩვენი დაცვა მნიშვნელოვნად შეასუსტა. ამიტომ მიზანმიმართულად წავედით იმაზე, რომ დაგვემატებინა ნიჭიერი მცველები და ამ გზით შეგვევსო გუნდი. რას ვიზამთ, ტრავმას ვერ გავექცევით და ახალი ფეხბურთელების მოყვანაც სწორედ ამით არის განპირობებული.

- თუ შეიძლება აბრამიძისა და ტაბატაძის მდგომარეობაზე უფრო კონკრეტულად გვითხარით…

- ამ ეტაპზე, აბრამიძე ვერ ვარჯიშობს და მკურნალობს გადის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ თამაშს იგი ვერ ითამაშებს. რაც შეეხება ვაჟას, მას მუხლი ტრავმა აქვს და ჯერჯერობით არასრული დატვირთვით ვარჯიშობს.

 - მათ გარდა, კიდევ თუ გვყავს ტრავმირებული ფეხბურთელ(ებ)ი?

- სამწუხაროდ, ჩვენს თავდამსხმელ მამუკა ღონღაძეს თითქმის მორჩენილი ტრავმა გაუმიზეზდა და ოპერაცია სჭირდება. არადა, იგი ჩვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო. იმედია, მალე დაგვიბრუნდება, თუმცა იქამდე იმის ძებნაშიც ვართ, თუ როგორ შევავსოთ მისი დანაკლისი. ასევე, მიკრო-ტრავმები აქვს რამდენიმე ფეხბურთელს.

 - მიმდინარე სანაკრებო შესვენებას როგორ იყენებთ გუნდისთვის?

- რასაკვირველია, კარგია ეს პაუზა. იმიტომ, რომ ამ დროს უფრო მეტი ანალიზის გაკეთება შეიძლება. პლუს, გუნდში ახალწვეულებიც დავიმატეთ. ერთი ნაყოფიერი ამხანაგური მატჩი უკვე ვითამაშეთ შინ „ჩიხურასთან“. 7 სექტემბერს კი, სტუმრად ქობულეთის „შუქურასთანაც“ ვისპარინგებთ. მშვიდად მუშაობის საშუალება გვაქვს და რაც შეიძლება უკეთ უნდა მოვემზადოთ.

- გამორიცხულია თუ არა „ტორპედოში“ კიდევ გამოჩნდეს ახალი ფეხბურთელი?

- ჩვენ ის ბზარები, რაც გაგვიჩნდა, უცებ შევავსეთ. ყველაფერს მომავალი თამაშები დაგვანახებს. ღმერთმა გვაშოროს, თუ იქნება ტრავმა ან ჩავარდნა, შევსებას და გაძლიერებას ყოველთვის უნდა ველოდოთ, ასეთია გუნდის ცხოვრება.

- და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ორი დღეა დარჩენილი, საქართველო ირლანდიას დაუპირისპირდება, რას ელოდებით ეროვნული ნაკრებისგან?

- ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს ნაკრებმა რაც შეიძლება კარგად ითამაშოს. თემურ ქეცბაიას მიზანი ამჯერად ფინალურ ეტაპზე გასვლაა. მას აქვს საკმარისი გამოცდილება და ეს სიტყვები „მშრალზე“ არ უთქვამს. ეს უკვე კარგი მიდგომაა და ყველას პოზიტიურად განაწყობს. ირლანდია არაა ის ნაკრები, რომ მასთან საქართველოს მოგების შანსი მცირე იყოს. სავსებით არის იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოდან ისინი წაგებულები გავუშვათ. აქვე სიხარულით აღვნიშნავ, რომ როგორც იქნა, საქართველოს ისევ ეღირსა ახალი სანაკრებო სტრატეგია, რასაც წლების განმავლობაში ვემხრობოდით ვეტერანი ფეხბურთელები, ჩამოყალიბდა ე. წ. მეორე ნაკრები, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ასეთი შეკრებები აუცილებებლია, რათა მეტი წარმოდგენა შეგექმნას ამა თუ იმ ფეხბურთელზე.

  – დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

ირაკლი სირბილაძე: ”ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი რაღაც ხდება საქართველოს ჩემპიონატში”

$
0
0
1601586_770900649597715_3797222251253799999_n

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მრავალი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, ზოგი წარმატებით, ზოგიც წარუმატებლად. ირაკლი სირბილაძე, ფინეთის ჩემპიონატში, ”ინტერ ტურკუში” ასპარეზობს. ჩვენ მას ფინეთში დავუკავშირდით და მიკრო-ინტერვიუზე დავითანხმეთ.

- რომელ გუნდში დაიწყო თქვენი კაირერა?

- ჩემი კარიერა ”ნორჩი დინამოდან” დაიწყო და პირველი მწვრთნელი ალექსანდრე ვაშაკიძე იყო.

- გახსოვთ პირველი ოფიციალური შეხვედრა როდის ჩაატარეთ?

- კი, მახსოვს: ”ნორჩი დინამოში”, როდესაც 1 წლით მთავარ გუნდში გადამიყვანეს მაშინ თავდამსხმელად რეზო გოცირიძე თამაშობდა და მეორე ტაიმში მის მაგივრად შევედი მოედანზე. იმ მატჩში, 1 გოლი გავიტანე და 2 საგოლე გადაცემა გავაკეთე.

- რას იტყვით ”ინტერში” არსებულ სიტუაციაზე?

- გუნდში არსებული სიტუაციით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებს სათანადო ყურადღებას გვაქცევენ. სამწუხაროდ მიმდინარე სეზონში, ჩემპიონატში კარგი შედეგით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ გუნდი ფინეთის თასის ფინალშია გასული და ჩემპიონობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

- ცხოვრებაში რა გაძლევთ სტიმულს?

- ჩემი ოჯახი და მეგორები. მათ გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია.

- თქვენს პოზიციაზე, თანამედროვე ფეხბურთიდან ვის გამოარჩევდით?

- ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

- თქვენი კარიერის განმავლობაში, რომელ გოლს გამოარჩევდით?

- როდესაც ფინეთის უმაღლეს ლიგაში პირველი თამაში ვითამაშე, მაშინ ”ჯაროს” ღირსებას ვიცავდი და ქვეყნის ჩემპიონს, ჰჯკ-ს ვეთამაშებოდით, რომელიც ახლა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ის თამაში 1-0 მოვიგეთ და იმ ერთადერთი გოლის ავტორი მე ვიყავი.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოუძახებლობას რას დააბრალებდით?

- არ ვიცი. მწვრთნელის გადასაწყვეტია ვის უნდა გამოუძახოს და ვის არა. ალბათ ასე თვლის საჭიროდ და ამიტომ არ მიძახებს.

- რა მიზნები გაქვთ ”ინტერთან” ერთად?

- ამ სეზონში ფინეთის თასის მოგება, მომდევნო წელს კი ყვეყნის ჩემპიონობა და კვლავ ფინეთის თასის მოგება.

- და ბოლოს, ორიოდე სიტყვით გვითხარით თქვენი მოსაზრება საქართველოს ჩემპიონატში არსებულ კორუფციულ მატჩებსა და მსაჯების დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

- ძალიან ცუდია, როდესაც ასეთი რაღაც ხდება საქართველოს ჩემპიონატში. ეს, პირველ რიგში ქართულ ფეხბურთს ვნებს და საბოლოოდ ამ ყველაფერს ფეხბურთელებიც ეწირებიან.

რევაზ არველაძე თბილისში გასამართი უეფას სუპერთასის მზადების შესახებ

$
0
0
Revaz Arveladze

გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩის თბილისში ჩატარებას გარკვეული საფრთხე შეექმნა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არსებობს.

“თბილისში გასამართ უეფას სუპერთასთან დაკავშირებით არავითარი შეფერხება არ არის. იყო რამდენიმე საკითხი, რამაც დრო მოითხოვა. ეს სიტყვიერად დათქმული დედლაინი იყო. მადლობას ვუხდი თბილისის მერ ბატონ დავით ნარმანიას და მის მოადგლეებს, რადგან ძალიან ოპერატიულად ვთანამშრომლობთ, ერთმანეთისთვის კონკრეტული დავალებები გვაქვს მიცემული. ჩემი აზრთ, ორ-სამ დღეში ეს თემა საბოლოოდ დაიხურება, ხელშეკრულება გაფორმდება. არანაირი პრობლემა არ არსებობს”, – აღნიშნა რევაზ არველაძემ.

უეფას სუპერთასი “დინამო არენაზე” 2015 წლის 11 აგვისტოს შედგება.

 

Fanebi.Com-ის ოფიციალური Android აპლიკაცია

$
0
0
Android აპლიკაცია

ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა იცის, როგორ ვზრუნავთ საიტის განვითარებაზე, მომხმარებლების კომფორტზე და მათ მაქსიმალურად წახალისებაზე.

Fanebi.com-ი კიდევ ერთ საინტერესო და სასიხარულო სიახლეს გთავაზობთ.

შეიქმნა Fanebi.com-ის ოფიციალური აპლიკაცია Android-ის მომხმარებლებისთვის. ანუ მათ, ვინც საიტზე მობილური ტელეფონის ან პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით შემოდიან ხოლმე, ამიერიდან საშუალება ექნებათ, პირდაპირ აპლიკაციის მეშვეობით მიიღონ სპორტული სიახლეები, ნახონ ცხრილები და მიმდინარე მატჩები.

აპლიკაცია არის სრულიად უფასო და მისი ჩამოწერისთვის საჭიროა, ეწვიოთ ლინკს:

https://play.google.com/store/apps/details?id=ge.cyberia.fanebi&hl=ge

თუკი თქვენ გაქვთ iPhone ან სხვა iOS სისტემაზე მომუშავე აპარატურა, ჩვენ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ სპეციალურ აპლიკაციას სპეციალურად ამ სისტემისთვის.

ვეცდებით, მომავალში კიდევ უფრო დავხვეწოთ ამ მიმართულებით ჩვენი ვებგვერდი და მისი ფუნქციები. ამ მხრივ მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს.

Fanebi.Com — იყავი ნამდვილი ფანი

თბილისში დიდი ფეხბურთისა და ფუტსალის პირველი ერთიანი სკოლა იხსნება

$
0
0
9

თბილისში პირველი დიდი ფეხბრუთისა და ფუტსალის გაერთიანებული სკოლა „იუნიორ გოლდ ბოისი“ იხსნება.

ამჟამად კლუბი საქართველოს უნივერსიტეტის სტადიონზე ვარჯიშობს. როგორც „იუნიორ გოლდ ბოისის“ წარმომადგენლებმა გვაცნობეს, სკოლა ევროპული მეთდების შემოღებას აპირებს.

„ჩაფიქრებული გვაქვს მინი ფეხბურთის სკოლის დაარსება. ასევე გვექნება დიდი ფეხბურთის სკოლაც. ვისაც მინი ფეხბურთს თამაშის სურვილი ექნება, შეუძლია ჩვენთან მოვიდეს. ჩვენ ბავშვებს ხელს ყველანაირად შევუწყობთ“, – განაცხადა საქართველოს ფუტსალის ნაკრების ყოფილმა წევრმა აკაკი ხლაბუსტოვმა, რომელიც სკოლას ხელმძღვანელობს.

ბატონმა აკაკიმ Fanebi.com-ის რამდენიმე კითხვასაც უპასუხა.

- თქვენი სკოლა პირველი იქნება, რომელიც დიდი ფეხბურთისა და ფუტსალის გუნდებს გააერთიანებს. აპირებთ თუ არა რომელიმე ტურნირზე გამოსვლას?

- დიდ ფეხბურთში ვაპირებთ. სამწუხაროდ, საქართველოში ბავშვთა მინი ფეხბურთის ჩემპიონატი არ არსებობს.

- სკოლა ევროპული მეთოდების შემოღებას აპირებს. დაწვრილებით გვიამბეთ მათ შესახებ...

- ევროპულ სკოლებში ძალიან დიდ ყურადღებას სამომავლო საქმეს უთმობენ და შედეგიც მოდის. ჯერ ნოლიდან ვიწყებთ და წინასწარ რაიმის თქმა რთულია.

- სკოლაში როგორც დიდების, ასევე პატარების გუნდი იქნება. საინტერესოა, რა ასაკიდან შეეძლებათ მსურველებს თქვენს კლუბში მისვლა

- მსურველებს ექვსი წლიდან მივიღებთ

- გეგმავთ თუ არა სინჯებს?

- აუცილებლად. მთავარია, ბავშვს უნდოდეს და მონდომებული იყოს, ასევე უყვარდეს ფეხბურთი. სინჯების დაწყებას ახალი წლის შემდეგ ვგეგმავთ.

- ბავშვთა მშობელთათვის, ამ შემთხვევაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვანი თემა გადასახადია. რამდენს შეადგენს თქვენს აკადემიაში სწავლის საფასური?

- პატარებში 40 ლარი. გვაქვს როგორც ღია, ასევე დახურული მოედანი. ასევე შექმნილია ყველანაირი პირობა, რომ ბავშვი გაიხსნას.

- თანამშრომლობთ თუ არა რომელიმე უცხოურ სკოლასთან?

- ურთიერთობა გვაქვს ევროპაში მომუშავე სელექციონერებთან და თუ ბავშვი მართლა ძალიან გამორჩეული იქნება, მას უმაღლესი რანგის სპორტულ სკოლაში აუცილებლად გავუშვებთ. საქართველოში „საბურთალოსთან“ ვურთიერთბთ, რომელსაც დღესდღეობით ყველაზე ძლიერი სკოლა ჰყავს.


ცნობილაძე: „პოლონეთთან სასურველი შედეგის მიღწევის ძალა შეგვწევს“

$
0
0
Dachi Tsnobiladze

რუსთავის „მეტალურგი“ ამჟამად უმაღლესი ლიგის მეცხრე ადგილს იკავებს. მიმდინარე სეზონში რუსთაველთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული 20 წლის ნახევარმცველი დაჩი ცნობილაძეა, რომელიც გულშემატკივრებს 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებებში გამოსვლით უნდა ახსოვდეს. დაჩიმ საქართველოს პირველობის მიმდინარე გათამაშებაში ოთხი გოლი გაიტანა, რითაც ამჟამად თავისი გუნდის ბომბარდია. ფეხბურთელი ინტერვიუზე დაგვთანხმდა და რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხა.

- მიმდინარე სეზონში „მეტალურგის“ მართლაც გამორჩეული მოთამაშე ხარ, რაზეც არამხოლოდ გატანილი გოლების რაოდენობა მეტყველებს. თვითონ როგორ შეაფასებდი საკუთარ გამოსვლას?

ჩემი პირველი სრულფასოვანი სეზონია „მეტალურგში“ და ვფიქრობ, რომ როგორც გუნდი, ასევე მეც, წარმატებით ვთამაშობთ. კონკრეტულად ჩემს თამაშს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ თამაშიდან თამაშემდე ვპროგრესირებ, რაც ვალერი კილასონიას დამსახურებაა, მისგან დიდ ნდობას ვგრძნობ. გოლებს რაც შეეხება, მოხარული ვარ, რომ ოთხჯერ გავიტანე და გუნდის წარმატებაში პატარა წვლილი შევიტანე.

- უმაღლესი ლიგის ამჟამინდელი სატურნირო ცხრილი მართლაც ძალიან მჭირდოა. ამჟამად „მეტალურგი“ 16 ქულით მეცხრე ადგილზეა, თუმცა, ყველაფერი, რამდენიმე ტურში, შესაძლოა, როგორც სასიკეთოდ, ასევე უარესობისკენ შეიცვალოს. რა მიზნები აქვს დასახული კლუბს?

მართლაც, თითოეულმა ქულამ, შეიძლება, პოზიციის მნიშვნელოვანი შეცვლა გამოიწვიოს. რაც შეეხება გუნდის მიზანს, ჩვენი მიზანი ჩემპიონატის სტარტზე, ახალგაზრდული ასაკიდან და კლუბში ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს მაღალი ადგილების დაკავების პრეტენზია. გამოჩნდა, რომ პრობლემების მიუხედავად, გუნდს უმაღლეს ლიგაში წარმატებულად თამაში შეუძლია.

- როგორც ვახსენეთ, მიმდინარე სეზონში ოთხი გოლი გაიტანე. მათ შორის რომელიმეს განსაკუთრებულად ჰომ ვერ გამოარჩევდი?

ოთხი გოლიდან ზოგი გამართლების, ზოგიც კი, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავიტანე. გამოვარჩევდი პირველ ტურში ბათუმის „დინამოსთან“ გატანილ გოლს, რომელიც, როგორც ლამაზი, ასევე გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. თანაც, უმაღლეს ლიგაში ეს ჩემი პირველი გოლი იყო.

- „მეტალუგი“ ბოლო ორ მატჩში დამარცხდა. ისახება თუ არა ეს გუნდის მდგომარეობაზე თუნდაც ვარჯიშების დროს?

ჩვენი გუნდი ძალიან მეგობრული და ერთიანია. თითოეული ფეხბურთელი თამაშის წაგების შემდეგ უფრო კონცენტრირებული და მობილიზირებულია, რათა წარუმატებელი სერია, რაც შეიძლება მალე შევწყვიტოთ. ცუდი თამაში კი, ვარჯიშებზე გავლენას არ ახდენს.

- გულშემატკივარს თავი ჯერ კიდევ 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში თამაშით დაამახსოვრე. როგორ გაიხსენებდი იმ პერიოდს?

17-წლამდელებში თამაში ისე ვერ გამოგვივიდა, როგორც ჩვენ და გულშემატკივარს გვსურდა, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული შედეგი 19 წლამდე ნაკრებში მივიღეთ, რაც ევროპის ჩემპიონატზე აისახა. ნაკრების თითოეული ფეხბურთელისთვის ნამდვილად წარმატებული პერიოდი იყო. უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო, რისი პოტენციალიც ნამდვილად გვქონდა, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა ვერ მოვახერხეთ.

და ბოლოს, რახან ასაკობრივ ნაკრებზე გკითხე, არ შემიძლია, ეროვნულ ნაკრებსაც არ შევეხო. საინტერესოა, შენი პოლონეთთან მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებული პროგნოზი…

რა თქმა უნდა, რთული მატჩი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლონეთთან სასურველი შედეგის მიღწევის ძალა შეგვწევს. მოახლოებულ თამაშში ჩვენს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ.

კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს

$
0
0
Levan Kobiashvili

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლევან კობიაშვილმა დღეს გადაცემა „არენას“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

„იქ, სადაც ვარ, თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ჩემთვის ქართული ფეხბურთი უფრო პრიორიტეტულია. აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში“, – განაცხადა კობიაშვილმა.

სრული ინტერვიუ იხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის ვიდეოში:

ზვიად სიჭინავა სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს

$
0
0
Zviad Sichinava

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ მომავალი წლის შემოდგომაზე გასამართ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

“რამდენიმე ხნის წინათ განვაცხადე, რომ კანდიდატურის დაყენებას არ ვაპირებდი, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და უკვე დაყენებული კანდიდატურების გამო არ გამოვრიცხავ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი მეც ვიყარო.

რაც შეეხება ეროვნული ნაკრების ახალ თავკაცს, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. აგენტები მუშაობენ და გვყავს რამდენიმე ვარიანტი”, – აღნიშნა დღეს ზვიად სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინათ ლევან კობიაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

 

კობახიძე: „ბევრი გოლის გატანა და გაშვება მირჩევნია“

$
0
0
Sandro Kobakhidze

„ვოლინისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე უკრაინის პრემიერლიგის პრესსამსახურს გაესაუბრა.

„ოლიმპიკთან“ გამარჯვებაზე:

„რა თქმა უნდა, ამ მატჩის წინ, საბრძოლო ხასიათზე ვიყავით. „ოლიმპიკი“ თამაშით ცუდად არ გამოიყურებოდა და ასეთ მარცხს არ იმსახურებდა. საერთოდ, ეს გუნდი დისციპლინირებულია და სატურნირო ცხრილში მისი ადგილი ყველაფერზე მეტყველებს. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენ სათანადოდ მოვემზადეთ და ჩვენი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან წარმოვაჩინეთ. ასეთი გამარჯვებები მომავალში დაგვეხმარებიან“.

„ვოლინის“ მაისურით სადებიუტო გოლის შესახებ:

„ცუდი მატჩი არ ჩამიტარებია, თუმცა ეს მაინც ჩემი დონე არ იყო. უკეთესად გამოსვლაც შემიძლია, უბრალოდ, ადაპტაციაზე საკმარისი დრო დავხარჯე. შესაძლოა, გვიანია, თუმცა, როგორც იქნა, გუნდის სქემას მოვერგე“.

ნაკრებისა და კლუბის შესახებ:

„ამ მხვრივ, ყველაფერი რიგზეა. ეს უბრალო პრაქტიკაა, რადგან მსგავსი გასვლები რეგულარულად ხდება. მსგავს სიტუაციას შევეჩვიე. როდესაც ნაკრების რიგებიდან დავბრუნდი, მაშინვე დონეცკის „მეტალურგთან“ მატჩისთვის მომზადება დავიწყე“.

დონეცკის „მეტალურგზე“:

„სიმართლე რომ გითხრათ, „მეტალურგი“ თავისი სისწრაფით, კომბინირებითა და შემსრულებლებით ყოველთვის მომწონდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდეგი მეტოქე ძალიან საინტერესოა. მოგების შანსი ორივეს გვექნება, რადგან დონეცკელები ერთნაირ თამაშს ყოველ მატჩში ვერ აჩვენებენ“.

შეტევის თაობაზე:

„სჯობს, ბევრი გავუშვათ და ამადროულად ბევრი გავიტანოთ. მწვრთნელი ისე გვამზადებს, რომ ანგარიშით 0:2 მარცხს 5:7 გვირჩევნია. რა თქმა უნდა, ეს პირობითად ვთქვი. მწვრთნელი შეტევას ნამდვილად ბევრ დროს უთმობს, მას უყვარს, როცა ვიტანთ და ამ განხრით ჩვენთან ბევრს მუშაობს. ჩვენ მაშინ ვუშვებთ, როდესაც მცველებს ყველა მოთამაშე ვერ ეხმარება“.

მიმდინარე ჩემპიონატში „ვოლინის“ პერსპექტივებზე:

„ხუთეულზე ფიქრი შეიძლება. ჩემი აზრით, თუ მატჩებისთვის სათანადოდ მოვემზადებით, საჭირო შედეგს მივიღებთ“.

ხარაიშვილი: „უმაღლეს ლიგაში თავის გამოჩენა და თამაში უფრო გაგვიადვილდება“

$
0
0
giorgi_xaraishvili

მიმდინარე სეზონში „საბურთალოს“ სახით საქართველოს პირველი ლიგის A ჯგუფს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ამჟამად 44 ქულა აქვს და უახლოეს მდევრებს „ჭიათურასა“ და სტუ-ს 15 ქულით უსწრებს. საბურთალოელთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილია, რომელმაც 12 გოლი გაიტანა და თანაგუნდელ გურამ გუშთელიანთან ერთად ჯგუფის ბობმარდირთა დავას 12 გოლით ლიდერობს. გიორგი ინტერვიუზე დაგვთანხმდა და რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხა.

- მიმდინარე სეზონში „საბურთალო“ მართლაც ბრწყინვალედ გამოდის და უახლოეს მდევარს 26 ქულით უსწრებს. როგორ შეაფასებდი შენი გუნდის გამოსვლას?

რაც დაგეგმილი გვქონდა, ყვალაფერი გამოგვივიდა. უმაღლესში გადასვლა გვინდა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. პირველივე წრეში საკმოდ წინ ვართ, მაგრამ მეორეში ბევრად მოვუმატებთ. არ არის გუნდი, რომლის დამარცხებაც არ შეიძლება, უბრალოდ, აქ გუნდები შედარებით მეტს იბრძვიან. ვფიქრობ, უმაღლესში თავის გამოჩენაც და ფეხბურთის თამაშიც უფრო გაგვიადვილდება.

- ამჟამად გურამ გოშთელიანთან ერთად ჯგუფისა და გუნდის ბომბარდირი ხარ. გამართლდა თუ არა მიმდინარე სეზონის დაწყების წინ შენი მოლოდინი?

სიმართლე რომ გითხრათ, ბომბარდირთა დავას არც ვუყურებ. მთავარია, გუნდმა მოიგოს. ორივეს მოლოდინი გამართლდა, კარგ ფორმაში ვართ და მაქსიმუმს ვაკეთებთ.

- წელს გატანილ გოლებს შორის განსაკუთრებულად რომელიმე თუ დაგამახსოვრდა?

„მაჭახელასთან“, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ბოლო წუთებზე გოლი გავიტანე. ეს განსაკუთრებული სამი ქულა იყო.

- როგორი განწყობაა გუნდში? უკვე ფიქრობთ თუ არა შემდგომ სეზონზე და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

წელს ერთი თამაში დავრჩა და ბოლომდე კარგი განწყობა გვექნება. არ ვფიქრობთ, რომ უკვე უმაღლესში გადასულები ვართ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და არ ვიცით, რა მოხდება. მოდუნება არ შეიძლება, უფრო უნდა მოვუმატოთ. თებერვალში თურქეთში შეკრებას გავივლით.

- ოქტომბერში 19-წლამდელთა ნაკრებში სამჯერ ითამაშე. რამდენად კმაყოფილი დარჩი საკუთარი თამაშით?

გუნდში და ნაკრებში ჩემი თამაში ძალიან განსხვავდება. ნაკრებს სხვა დატვირთვა აქვს და ბევრად პასიურიც ვარ, ჩემი შესაძლებლობების 50%-საც ვერ ვამჟღავნებ

- რომელიმე უცხოური კლუბიდან შემოთავაზება თუ გქონია?

რამდენიმე გუნდზე წერდნენ და საუბრობდნენ, თუმცა პირადად ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვამს

- და ბოლოს, არ შემიძლია ეროვნულ ნაკრებზეც არ გკითხო. იხილავდი თუ არა მის სათავეში კონკრეტულად რომელიმე მწვრთნელს?

ვერ გეტყვით. ნამდვილად არ ვიცი, თუ ვინ უფრო კარგად მოერგება ფეხბურთელებს. მგონი, ეს არავინ იცის.

კახა გოგიჩაიშვილი: „სამწუხაროა, რომ დავმარცხდით“

$
0
0
კახა გოგიჩაიშვილი

Fanebi.com-ი თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიას“ შორის საქართველოს ჩემპიონატის მეცამეტე ტურის ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის მატჩისშემდგომ კომენტარებს გთავაზობთ.

„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ფეხბურთელებს ბრძოლისათვის, მათ, რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. მადლობა გულშემატკივარსაც, რომელიც დღეს სტადიონზე მოვიდა და მხარი დაგვიჭირა.

რაც შეეხება თამაშს, ბურთს, რა თქმა უნდა, „დინამო ფლობდა. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და თამაშის აგებას კონტრშეტევაზე ვაპირებდით. ასეც მოხდა და ლოგიკური შედეგიც მივიღეთ. ბურთის ფლობაში შედეგის დათმობას არ ვგულისხმობ, პირიქით, ჩვენი მიზანი კონტრშეტევებზე თამაში იყო და მას ბიჭებმა თავი კარგად გაართვეს. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა „გურიას“ დამრიგებელმა თემურ ლორიამ.

„გვქონდა მომენტები, რომლებიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, იმედგაცრუებულები ვართ. ალბათ, ძალების აღდგენა მთლიანად ვერ მოვახერხეთ. ამ მოკლე პერიოდში გუნდმა ოთხი მატჩი ჩაატარა, აქედან ორი გასვლაზე. წინა შეხვედრებთან შედარებით, სათანადო ფიზიკური კონდიციები გვაკლდა. წელს ჩემპიონატის ბოლო თამაში „ჩიხურასთან“ გასვლაზე გვაქვს, ვეცდებით, იქ წარმატებით გამოვიდეთ“, – განაცხადა „დინამოს“ თავკაცმა კახა გოგიჩაიშვილმა.

ქართველი მწვრთნელების უფლებებს დღეიდან სპეციალური მემორანდუმი დაიცავს

$
0
0
Untitled-1

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც PRO ლიცენზიის კურსის მონაწილე თხუთმეტმა ქართველმა მწვრთნელმა ახალ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

აღნიშნული მემორანდუმი ქართულ საფეხბურთო რეალობაში უპრეცენდენტოა. დღეიდან, მემორანდუმის თანახმად, მწვრთნელებს, რომლებმაც მას ხელი მოაწერეს, დამსაქმებლის მხრიდან მინიმალური სახელფასო ზღვარი ექნებათ. როგორც მწვრთნელთა სალიცენზიო კურსების ხელმძღვანელმა, გაიოზ დარსაძემ განაცხადა, აღნიშნული მემორანდული მწვრთნელთა უფლებებს დაიცავს.

გაიოზ დარსაძე: „როგორც მოგეხსენებათ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი PRO ლიცენზიის კურსები ტარდება. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. ქართველი მწვრთნელები თანამედროვე ფეხბურთის შესახებ მნიშვნელოვან ტენდენციებს იგებენ. დღევანდელ შეხვედრას, შეგვიძლია, ისტორიული ვუწოდოთ, ვინაიდან, რეალურად, ქართულ ფეხბურთს სამწვრთნელო სკოლა არ ჰქონდა. მწვრთნელები ვაკუუმში მოექცნენ და იმ უთანასწორო ბრძოლის მსხვერპლები გახდნენ, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში არსებობს. აქედან გამომდინარე, ქართველი მწვრთნელების მიმართ მოთხოვნები გაზრდილია, მაგრამ არავინ არ დაკვირვებულა იმას, რომ ეს ადამიანები დაუცველები არიან. იგულისხმება, როგორც საფეხბურთო კონტრაქტები, ასევე მათი ხანგრძლივობა და დაბალი ანაზღაურება. ჩვენ გვაქვს უცხოელი სპეციალისტების მუშაობის მაგალითები, რომლებსაც მყარი კონტრაქტები ჰქონდათ. დღეს არც ერთ ქართველ მწვრთნელს ასეთი კონტრაქტი არ აქვს. არსებობს შრომით ხელშეკრულება, რომელიც მათ უფლებებს არ იცავს. გათავისუფლების შემდეგ, სპეციალისტები კომპენსაციას არ იღებენ, მაშინ, როდესაც ევროპაში მწვრთნელებს გათავისუფლების შემდეგ სრულ კომპენსაციას უხდიან. ჩვენ ვიცით, თუ რა თანხებზეა საუბარი. იგივეა დევიდ მოიესის ან რომელიმე სხვა სპეციალისტის მაგალითი.

გარდა ამისა, თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ მაღალი მოთხოვნებია. შესაბამის განათლებას მწვრთნელები იგებენ, თუმცა წარმატების მისაღწევად მხოლოდ გუნდის თავკაცი საკმარისი არ არის. არის ინფრასტრუქტურის პრობლემებიც და ამ მხვრივაც სპეციალისტებს უთანასწორო გარემოში უწევთ მუშაობა. გარდა ამისა, არ არის ეფექტურად განვითარებული ბავშვთა ფეხბურთი. დაახლოებით, ამ სიტუაციის შედარება მანქანის მძღოლთან შეიძლება – თუ კარგ მძღოლს არ ჰყავს კარგი მანქანა, მისთვის წარმატების მიღწევა ძალიან ძნელი იქნება. ყველა ამ საკითხს მხოლოდ მწვრთნელები ვერ გადაწყვეტენ. არც ისინი არიან მამა აბრამის ბატკნები, თუმცა, ამ შემთხვევაში, ისინი დაცვას საჭიროებენ. მათი მუშაობა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა განისაზღვროს, მწვრთნელებს მინიმუმ ერთწლიანი კონტრაქტი უნდა ჰქონდეთ. ვადაზე ადრე კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, მათ კომპენსაცია აუცილებლად უნდა მიიღონ. სწორედ ამ ყველაფერმა PRO ლიცენზიის კანდიდატთა მხრიდან ამ მანიფესტზე ხელის მოწერა განაპირობა. სამუშაოდ არავინ წავა, თუ ხსენებული პირობები არ შესრულდება„.

სოსო ფრუიძე („ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელი): „ეს მემორანდუმი კლუბებს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. გვიხარია, რომ იგი გაფორმდა. მწვრთნელის დაუცველობა ყოველთვის მინდორზეც ისახება. დაუცველობის გამო სპეციალისტმა, შეიძლება, არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს“.

ოთარ გაბელია: „გაიოზმაც თქვა, რომ გვყავდა კარგი მწვრთნელები, თუმცა ხსენებული პრობლემების გამო ისინი წარმატებას ვერ აღწევდნენ. ბევრმა ქართველმა მწვრთნელმა კურსები რომში და ჟენევაში გაიარა. იქ ჩვენი ბრიგადა ერთ-ერთ საუკეთესოდაც კი დაასახელეს.

მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელთა უფლებები დაცული იყოს, რადგან ოჯახები ამ ხალხსაც ჰყავს და სამუშაოდ მათ სათანადო პირობები უნდა შეექმნათ.

ეს მემორანდუმი კლუბის პრეზიდენტებისთვისაც კარგია, რადგან, მწვრთნელის გაშვების შემთხვევაში, მათ სხვა სპეციალისტის მოსაყვანად, დამატებითი თანხების დახარჯვა მოუწევთ“.

პრესკონფერენციის ბოლოს, გაიოზ დარსაძემ ისიც დაამატა, რომ 2016/2017 წლების სეზონიდან საქართველოში მწვრთნელად მუშაობის უფლება მხოლოდ PRO ლიცენზიის მქონე პირებს ექნებათ, რისი დახმარებითაც კლუბებში არაკომპეტენტური კადრები ვეღარ იმუშავებენ.


გიორგი გოროზია: “ნორვეგიასა და საქართველოს შორის დიდი სხვაობაა”

$
0
0
10731043_920688974626200_8265667933472425061_n

გიორგი გოროზია ქართველმა გულშემატკივრებმა საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში თამაშით გაიცნო. გარდა ამისა, ახალგაზრდა ფეხბურთელი თბილისის “ლოკომოტივის” შემადგენლობაშიც ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. “ტორპედოს” რიგებში კი ევროთასებზეც ითამაშა. ქუთაისური კლუბიდან წასვლის შემდეგ გოროზია “ლოკომოტივს” დაუბრუნდა, შემდეგ კი კარიერის გაგრძელება უცხოეთში გადაწტყვიტა და ნორვეგიას მიაშურა, სადაც “სტაბეკის” ღირსებას იცავს.

Fanebi.com 19 წლის ნახევარმცველს დაუკავშირდა და მის კარიერაში მომხდარ ცვლილებებზე ესაუბრა.

- ნორვეგიაში შენთვის პირველი სეზონი დასრულდა. რა შთაბეჭდილება შეგექმნა ახალ ქვეყანაზე და გუნდზე?

- შესანიშნავი შთაბეჭდილებები მაქვს. აქ ნამდვილი საფეხბურთო გარემოა. გუნდში კი მეგობრული განწყობა სუფევს.

- საფეხბურთო დონეც ალბათ განსხვავებულია…

- საქართველოსთან განსხვავება დიდია. აქ ფიზიკურად უფრო კარგად არიან მომზადებულები და სისწრაფეებშიც დიდი სხვაობა.

- მთავარი განსხვავება რაში მდგომარეობს? თუნდაც სამწვრთნელო პროცესის თვალსაზრისით…

- განსხვავება ძირითადად თეორიული მეცადინეობის დროს იგრძნობა. ნორვეგიაში ჩასვლისთანავე ერთი თამაში მათამაშეს, რათა ჩემი სათამაშო დონე დაენახათ. შემდეგ კი ინდივიდუალური პროგრამა მომცეს. გუნდის საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ ვრჩებოდი და ცალკე ვვარჯიშობდი, რამაც შედეგი გამოიღო. რამდენიმე თამაში ჩატარე და ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ.

- გითამაშია საქართველოს 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებში. როგორ გაიხსენებდი ამ პერიოდს?

- 17 წლამდელებში ძალიან ბედნიერი წუთები გამოვიარეთ და გულშემატკივრების გახარებაც შევძელით. სამწუხაროდ, 19 წლამდე ნაკრებში ჩვენი ბედი ერთმა თამაშმა გადაწყვიტა. ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ვიმსახურებით.

- სამომავლოდ ალბათ ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებზეც ფიქრობ…

- ყოველთვის მაქსიმუმის მიღწევას ვცდილობთ ნაკრებში და ვისურვებდი, რომ 21 წლამდე და ეროვნულ ნაკრებსაც კარგი შედეგები ჰქონდეთ. იმ შემთხვევაში, თუ შანსი მეც მომეცემა, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ნდობის გასამართლებლად კი ყველაფერს გავაკეთებ.

- რა არის ამჟამად შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთში?

- ჩემთვის მთავარი განვითარება და წინსვლაა. ჯერჯერობით გუნდში ახალი მისული ვარ და ამ ეტაპზე მხოლოდ “სტაბეკზე” ვარ კონცენტრირებული.

ზარანდია: „იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე და გულშემატკივრებს გვსურს“

$
0
0
ლუკა ზარანდია_56835

ლუკა ზარანდია ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომლსითვისაც 2014 წელი მნიშვნელოვანი იყო. 18 წლის მოთამაშე ბელგიურ „გენკში“ ჩაირიცხა, თუმცა, სამწუხაროდ, ტრავმის გამო ახალ გუნდს ვერ დაეხმარა. ამის მიუხედავად, ლუკა მომავალს იმედიანად უყურებს. Fanebi.com-ი ბელგიური კლუბის ქართველ ლეგიონერს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- 2014 წელი შენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ორი სიტყვით შეაფასე განვლილი წელი

– კარგ გუნდში გადავედი, რითიც გახარებული ვარ. თამაში ჯერ არ მომიწია, ამას ტრავმებიც დაემატა, რამაც უკან დამწია, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგად არის

- რამდენად სწრაფად შეეჩვიე ახალ გუნდსა და გარემოს?

- გუნდში გადასვლისას არანაირი პრობლემა არ მქონია. ყველამ მეგობრულად მიმიღო. ეს პროფესიონალური კლუბია და სხვანაირად არც შეიძლება. როგორც ფეხბურთელებთან, ისე სამწვრთნელო შტაბის წევრებთან, კარგი ურთიერთობა მაქვს

- შენ ორმაგად გაგიმართლა, შენს გუნდში თორნიკე ოქრიაშვილიც ირიცხება. იქონია თუ არა ამ ფაქტორმა შენი „გენკში“ ტრანსფერზე გავლენა? თუ იმ მომენტისთვის თორნიკეს ტრანსფერის შესახებ ჯერ არ იცოდი?

- ჩემი „გენკში“ ტრანსფერზე გავლენას ვერ იქონიებდა, თორნიკემდე ორი თვით ადრე ჩავედი, თანაც, არც ვიცოდი, რომ ისიც ჩამოდიოდა. ძალიან გამიხარდა, რომ ერთად ყოფნა მოგვიწია. თორნიკესგან მოედანზე ბევრის სწავლა შეიძლება.

- ამჟამად რითია დაკავებული გუნდი? სადმე შეკრებას თუ გადიხართ?

- თურქეთში ვართ და ერთკვირიანი ვარჯიში გვაქვს. კვირას ჩავედით და მომზადება იმავე დღეს დავიწყეთ

- ჩემპიონატს 18 იანვრიდან ლოკერენთან გასვლით მატჩით იწყებთ. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით რა პროგნოზს გააკეთებდი?

- ალბათ, ამ კითხვაზე ყველა ფეხბურთელს ერთნაირი პასუხი ექნება

- ამჟამად მეშვიდე ადგილზე იმყოფებით, თუმცა სამეულამდე მხოლოდ ორი ქულა გაშორებთ, ყველაფერი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს. რა მიზნები აქვს გუნდს?

- რა თქმა უნდა, სამეულისთვის ბრძოლა გვსურს

- კონკურენტებს შორის ყველაზე მეტად ვის გამოყოფდი?

- ადვილი მატჩი არავისთან გვქონია, მაგრამ „გენტთან“ გასვლაზე და „ბრიუგესთან“ შეხვედრაში განსაკუთრებულად გაგვიჭირდა

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ხარ. ნაკრებში რომელიმე თანაგუნდელს თუ აღნიშნავდი?

- გუნდი ერთიანია და ყველა წინასვლაში ხელს მიწყობს. მწვრთნელს აღვნიშნავდი, რომელიც მართლა ამის ღირსია. თამაშში იგი მეთორმეტი მოთამაშის მსგავსადაა ჩართული. იგივეს გულშემატკვირებზეც ვიტყოდი, რომლებიც გვერდში გვიდგანან. მათ მხარდაჭერას განსაკუთრებით ვგრძნობ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ფეხბურთელებს, მათ შორის არავის გამოვარჩევ, როგორც ძირითადი შემადგენლობიდან, ისე სათადარიგოთა სკამიდან, გუნდისთვის ყველა დიდ ძალას წარმოადგენს.

- ეროვნულ ნაკრებს, კახა ცხადაძის სახით, ახალი თავკაცი ჰყავს. როგორ ფიქრობ, რამდენად დადებითად იმოქმედებს ნაკრებში განხორციელებული ცვლილებები გუნდის შედეგებზე?

- წინასწარ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. რა თქმა უნდა, მე და, ალბათ, ნებისმიერი ქართველი დადებითად და იმედიანადაა განწყობილი. ახალ მწვრთნელსა და ნაკრებს, მსურს, წარმატება ვუსურვო.

- რას ელოდები 2015 წლისგან?

- ჩემი აზრით, შენი წინსვლა წლების ცვლაზე დამოკიდებული არაა. ყველას აქვს მიზანი და ამ მიზნისკენ მიდის. ჩემს წინსვლას მეც გავაგრძელებ, იმედია, ღმერთის წყალობით, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე და იმ ხალხს გვსურს, ვისაც ჩემი იმედი აქვს.

ლორთქიფანიძეს საბურთალოელები და თბილისი მოენატრა…

$
0
0
davit-lortqifanidze-2014-012-2

დაახლოებით ორი თვის წინ “საბურთალოს” ფეხბურთელი დავით ლორთქიფანიძე,რომელიც 2001 წლიანების გუნდში ასპარეზობდა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო, იტალიაში წავიდა და იქაურ “ბრეშას” ასაკობრივ გუნდში ცდილობს ადგილის დამკვიდრებას. 13 წლის ფეხბურთელს ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია, რადგანაც ჯერაც საბუთების მოლოდინშია, თუმცა გუნდში ვარჯიშობს და ყველა ამხანაგურ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.

ერთმანეთისთვის ახალი წლის მოლოცვის შემდეგ, დავით ლორთქიფანიძემ ჩვენთან საუბარში შემდეგი განაცხადა:
“ყველას ვულოცავ ახალ წელს, საუკეთესო და წარმატებული ყოფილიყოს. ოჯახი ჯერჯერობით საბუთების მოლოდინშია, იტალიის სასამართლოსგან ველოდებით ამ ყველაფერს, რადგანაც გვცნოს, რომ აქ ლეგალურად ვიმყოფებით. ამის შემდეგ კი ფეხბურთელის ბარათი, “კარტელინო”-ც მექნება, რის შემდეგ ოფიციალურ მატჩებში თამაშის საშუალება მომეცემა.
- როგორ აღმოჩნდით “ბრეშაში”?
- მყავს აგენტი, რომელსაც ჩემი ოჯახი დიდი ხანია იცნობს. რამდენიმე ევროპული კლუბის ვარიანტი იყო, ბუნებრივია საუბარია ასაკობრივ გუნდებზე – “სიენა”, “არსენალი”, “ფიორენტინა”, მაგრამ ყველაზე კარგი პირობები სწორედ “ბრეშამ” შემოგვთავაზა და არჩევანიც ამ კლუბის სასარგებლოდ გავაკეთეთ. იტალიელებმა ყველანაირად უზრუნველგვყვეს, აქ ოჯახთან ერთად ვარ. გუნდმა გამოგვიყო საცხოვრებელი ბინა, ასევე გარკვეულ თანხასაც გვიხდიან.
- უფრო დაწვრილებით გვითხარით, “ბრეშას” რომელი ასაკის გუნდში ვარჯიშობთ?
- 2001 წლიანების გუნდში. ჩემს გარდა კიდევ რამდენიმე ლეგიონერია – ბოსნიელი, მაროკოელი, მალელი და კამერუნელი.
- როგორი სტილის ვარჯიშებია?
- სიმართლე გითხრათ, დიდად არ განსხვავდება “საბურთალოს” ვარჯიშებისგან, ერთი ეგაა სხვაობა ისაა, რომ აქ სათამაშო ტემპი უფრო მაღალია, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ მომზადებას.
- უკვე რამდენიმე თვეა იტალიაში ხართ. თავიდან ხომ არ გაგიჭირდათ ვარჯიშებთან შეგუება?
- არა, რადგან “საბურთალოში” კარგად ვიყავი მომზადებული. ამავდროულად, იმ პერიოდში, როდესაც იტალიაში ჩამოვედი ფეხბურთელები არდადეგებზე იყვნენ წასულები. ყველამ ერთად დავიწყეთ შეკრება და არანაირი გართულებები არ ყოფილა.
- მართალია, ჯერჯერობით ოფიციალურ მატჩებში არ მიგიღიათ მონაწილეობა, მაგრამ ალბათ ესწრებით გუნდის თამაშებს. როგორი ჩემპიონატია?
- იტალიის გეოგრეფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაადგილება ერთი ქალაქიდან მეორეში ცოტათი რთულია, ამიტომ ტარდება რეგიონალური ჩემპიონატი, რამდენიმე ზონად არის დაყოფილი. ოფიცილაური თამაში არ ჩამიტარებია, მაგრამ ამხანაგურ შეხვედრაში ვითამაშე “ინტერთან”. ასევე რუსი და ლიტველი თანატოლების წინააღმდეგ გავისარჯე.
- და რა პოზიციაზე თამაშობთ?
- მატჩები ძირითადად ჩავატარე ნახევარდაცვის და თავდამსხმელის პოზიციებზე, ცენტრში. სიმართლე გითხრათ, თავდასხმაში არ გამჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ “საბურთალოში” ამ პოზიციაზე არ ვთამაშობდი.
- პირველი გუნდის თამაშებს თუ ესწრებით?
- როცა საშინაო კედლებში თამაშობს გუნდი და არის დრო იმისა, რომ დავესწრო მატჩებს, შანსს ხელიდან არ ვუშვებ. ძალიან კარგი სანახავია “ბრეშას” საშინაო არენა სავსე ტრიბუნებით.
- თქვენს ყოფილ თანაგუნდელებთან ხშირად გაქვთ კონტაქტი?
- ძირითადად სოცილაური ქსელის საშუალებით ვესაუბრები მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც რამდენიმე წელი გავატარე. ამ ყველაფერს სასიამოვნოდ ვიხსენებ, რადგან “საბურთალოში” პროგრესი განვიცადე, ბევრ წარმატებებს მივაღწიე.
- და საუბრის ბოლოს: რას ეტყვით თქვენს თანაგუნდელებს?
- ყველა ძალიან მენატრება, არა მარტო ფეხბურთელები, არამედ მწვრთნელები, ხელმძღვანელები. ჩემი თბილისიც მომენატრა. სავარაუდოდ, ზაფხულამდე ვერ ჩამოვალ, მერე კი ჩემს საყვარელ სკოლას ვესტუმრები და თანატოლებთან ფეხბურთს ვითამაშებ.

FCSaburtalo.GE

ლიბორ ჰრდლიჩკა: „დინამოს შემოთავაზებას ზედმეტი ფიქრის გარეშე დავთანხმდი“

$
0
0
file

დინამოში 29 წლის სლოვაკი მეკარე- ლიბორ ჰრდლიჩკა ჩაირიცხა. ჰრდლიჩკას ბოლო კლუბი უკრაინული ზაპოროჟიეს მეტალურგი გახლდათ. სლოვაკი მეკარე ბრატისლავის ინტერის აღზრდილია. თამაშობდა რუჟომბეროკში, ასევე ჩეხურ ბრნოში.

ლიბორ ჰრდლიჩკა - საფეხბურთო კარიერა ბრატისლავის ინტერში დავიწყე. 9 წელი დავყავი მშობლიური ქალაქის გუნდში. ვთამაშობდი სლოვაკეთის ასაკობრივ ნაკრებებში. შემდეგ გადავედი ჩეხურ ბრნოში, თუმცა ახალგაზრდული ასაკიდან და დიდი კონკურენციიდან გამომდინარე იშვიათად მიწევდა მთავარი გუნდის კარის დაცვა. 2010- ში სლოვაკეთში დავბრუნდი და რუჟომბეროკში ორნახევარი სეზონი გავატარე მთავარ მეკარედ. ბოლო კლუბი კი ზაპოროჟიეს მეტალურგი გახლდათ. მეტალურგში ველოდებოდი ახალ კონტრაქტს, როდესაც დინამოს მხრიდან რეალური ინტერესის შესახებ შევიტყვე და ზედმეტი ფიქრის გარეშე დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. დინამო ხომ დიდი გუნდია და მას ყველა იცნობს ევროპაში. ნანახით აღფრთოვანებული ვარ. აქ ფეხბურთელისთვის ყველანაირი კომფორტია შექმნილი და მოსამზადებელი პირობები ევროპული დონისაა. ვიცოდი, რომ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები ასპარეზობენ. შემიძლია ავღნიშნო მათი საკამოდ კარგი ტექნიკური მომზადება. ვიტყოდი, რომ ჩემს ბოლო კლუბში ასე ტექნიკურად არ თამაშობენ. ჩემი მთავარი მიზანი დინამოში წარმატებულად გამოსვლაა და ყველანაირად ვეცდები გუნდს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავეხმარო. ამ ჯერზე უმთავრესია ჩემპიონობა მოვიპოვოთ, ჩემთვის ეს განსაკუთრებული გრძნობა იქნება, რადგან ტიტული ჯერ არ მომიგია.

fcdinamo.ge

გიორგი არაბიძე: “ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული”

$
0
0
537099_667186026646943_1334653678_n

თბილისის “ლოკომოტივის” და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, გიორგი არაბიძე, კარიერას დონეცკის “შახტარში” გააგრძელებს. Fanebi.com 16 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდა და მის კარიერაში ახალ ეტპზე ესაუბრა.

- გავიგეთ, რომ კარიერას “შახტარში” გააგრძელებ. რატომ აირშიე ეს კლუბი? 

- ჩემი განვითარებისთვის ამ ეტაპზე “შახტარი” კარგი ვარიანტი იქნება. იქედან უფრო მეტი პერსპექტივაა ვიდრე საქართველოს ჩემპიონატიდან.

- სხვა შემოთავაზებები გქონდა?

- დიახ, იყო რამდენიმე ევროპული კლუბის ვარიანტი, თუმცა იქ წასვლა 18 წლამდე ვერ ხერხდებოდა. ამ პერიოდში კი “შახტარში” ბევრს ვისწავლი.

- “შახტარში” დიდი კონურენციაა და ძირითად გუნდში მოხვედრა იოლი საქმე არ არის…

- ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თავიდან დუბლშემადგენლობაში ვივარჯიშებ და 19-წლამდელთა გუნდს ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე დავემატები.

- ქართველ ფეხბურთელებს “შახტარში” ბოლო პერიოდში არ უმართლებდათ. მათ ფაქტობრივად შანსიც კი არ მისცემიათ. ეს ფაქტი ხომ არ გაღელვებს?

- არ ვიცი სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში რა და როგორ მოხდა. ასე რომ ვერაფერს ვიტყვი.

- წელს 17 და 19 წლამდელთა ნაკრებებშიც ითამაშე. როგორ შეაფასებდი შესარჩევი ეტაპის მატჩებს?

- კარგი თამაშები გამოვიდა იყო. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს დიდი გამოცდილებაა. ორივე ასაკში შემდეგ ეტაპზე გავედით. კარგად მოვემზადებით, რათა მომავალში უკეთესი შედეგი გვქონდეს.

- რა არის შენთვის მთავარი ფეხბურთში? 

- მთავარი ხელშეწყობა და პირობებია, რაც “შახტარში” მექნება. ეს აუცილებელია მაღალ დონეზე სათამაშოდ.

Viewing all 377 articles
Browse latest View live